Digest Logo

„ვერძის ზოდიაქოში ერთდროულად იკრიბება 7 პლანეტა: მზე, მთვარე, მერკური, მარსი, სატურნი, ნეპტუნი და ქირონი“ - როგორ მუშაობს ეს ენერგია ზოდიაქოს ნიშნებისთვის

1774548751
ვერძი და მზე

♈🐏აპრილის ძლიერი ენერგეტიკული ტალღა, გამბედაობას და მოქმედებას გვთხოვს.

🌔🔥აპრილი 2026 - ასტროლოგიურად მართლაც გამორჩეული და უპრეცედენტოდ ინტენსიური პერიოდია. ცაზე ფორმირდება ძლიერი პლანეტარული სტელიუმი, რომელიც კოლექტიურ და ინდივიდუალურ დონეზე ერთდროულად ააქტიურებს მოვლენებს.

კულმინაციური პერიოდია 16,17,18 აპრილი, პიკი კი 17 აპრილს იქნება, ახალმთვარეობისას ვერძის ბოლო, კრიტიკულ გრადუსზე, როდესაც კარდინალური ცეცხლის ნიშანში ყალიბდება მასშტაბური პლანეტარული სტელიუმი. ვერძის ზოდიაქოში ერთდროულად იკრიბება 7 პლანეტა: მზე, მთვარე, მერკური, მარსი, სატურნი, ნეპტუნი და ქირონი.

ეს პლანეტები განლაგებულია ზოდიაქოს დასაწყისსა და ბოლო — კრიტიკულ გრადუსებში, რაც ენერგიას კიდევ უფრო ამძაფრებს და ქმნის ძლიერ გარდამტეხ ფაზას. იქამდე, თვის დასაწყისში, 2 აპრილს სასწორში სავსემთვარეობა (12°) გვაძლევს პირველ ძლიერ ემოციურ პიკს — გაძლიერებულ რეაქციებს, გამწვავებულ სიტუაციებს და გარკვეულ „გაღვიძებას“.

ამას ემატება მარსისა და მერკურის ინგრესი ვერძში მოგვიანებით , რაც მნიშვნელოვნად აჩქარებს მოვლენებს, ზრდის პირდაპირობას, იმპულსურობას და მოქმედების სურვილს. ვერძი არის დასაწყისი, პირველი უძლიერესი მუხტი, მძლავრი იმპულსი, სიცოცხლის ნაპერწკალი - „მე ვარ“. როდესაც ამდენი პლანეტა ერთ ნიშანში იკრიბება, ენერგია ხდება კონცენტრირებული, ფეთქებადი, უკიდურესად ქმედითი და აქტიური. ის ითხოვს ქმედებას, თუმცა ფრთხილად იმპულსურობასთან - უნდა ვეცადოთ, გადადგმული ნაბიჯები კარგად გააზრებული და ცნობიერი იყოს.

სტელიუმი იმოქმედებს როგორც ინდივიდუალურ, ისე მასშტაბურ დონეზე - პირველ რიგში, ის იქნება მსოფლიო პროცესების გამააქტიურებელი ტრიგერი, რომელიც მოვლენების განვითარებას აჩქარებს, ახალ მიმართულებებს აძლევს და გარდატეხა შეაქვს უკვე მიმდინარე პროცესებში. ინდივიდუალურ დონეზე, ეს პერიოდი ყველაზე ძლიერად იმოქმედებს კარდინალური ნიშნებზე - ვერძი, სასწორი, კირჩხიბი, თხის რქა.

როგორ მუშაობს ეს ენერგია ზოდიაქოს ნიშნებისთვის:

ვერძი — 1 სახლი ეს არის თქვენი პირადი რესტარტი. იდენტობა, სხეული, იმიჯი — ყველაფერი გადადის ახალ ეტაპზე. გიჩნდებათ ძლიერი იმპულსი, რომ დაიწყოთ ნულიდან, იმოქმედოთ სწრაფად და დამოუკიდებლად. მაგრამ მთავარი გამოწვევა იქნება იმპულსურობის მართვა. ეს პერიოდი გაძლევთ ძალას, მაგრამ გთხოვთ სიფრთხილეს — ყოველი ნაბიჯი უნდა იყოს გააზრებული, არა მხოლოდ ინსტინქტური.

კურო — 12 სახლი შიდა პროცესები ძლიერდება. ეს არის დასრულების, გათავისუფლების და შინაგანი წმენდის პერიოდი. შეიძლება იგრძნოთ დაღლა ან სურვილი, რომ დროებით ჩამოშორდეთ აქტიურობას — ეს ნორმალურია. ახლა მიმდინარეობს მომზადება ახალი ციკლისთვის, რომელიც მაისიდან დაიწყება. მნიშვნელოვანია გაუშვათ ყველაფერი, რაც უკვე ამოწურულია.

ტყუპები — 11 სახლი აქტიურდება სოციალური წრე, მეგობრები, ახალი კონტაქტები და სამომავლო გეგმები. ეს არის პერიოდი, როდესაც შეგიძლიათ შეხვდეთ ადამიანებს, რომლებიც თქვენს მომავალს განსაზღვრავენ. ამავდროულად, ურანის გადასვლა თქვენს ნიშანში იწყებს სრულიად ახალ მრავალწლიან ეტაპს — მზად იყავით სწრაფი და მოულოდნელი ცვლილებებისთვის.

კირჩხიბი — 10 სახლი კარიერა, სტატუსი და პასუხისმგებლობა გამოდის წინა პლანზე. ეს არის პერიოდი, როდესაც შეიძლება მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები მიიღოთ პროფესიულ ცხოვრებაში. ამან შესაძლოა გამოწვევების ფონზე ჩაიაროს. გიჩნდებათ სურვილი, გადადგათ მკვეთრი ნაბიჯი — იუპიტერი ამ დროს თქვენს ნიშანშია, რაც გააფართოებს და მასშტაბს მისცემს კარიერულ თემებს.

ლომი — 9 სახლი გაფართოების დროა. სწავლა, მოგზაურობა, ახალი ცოდნა და ახალი ხედვები შეუფერხებლად აქტიურდება. შეიძლება შეიცვალოს თქვენი მსოფლმხედველობა. ეს არის პერიოდი, როდესაც უნდა გამოხვიდეთ ჩარჩოებიდან და დაინახოთ უფრო დიდი სურათი.

ქალწული — 8 სახლი ღრმა ტრანსფორმაცია მიმდინარეობს. ფინანსები (განსაკუთრებით საერთო რესურსები), ფსიქოლოგიური პროცესები და კონტროლის თემები აქტიურდება. შეიძლება დადგეთ სიტუაციის წინაშე, სადაც მოგიწევთ რაღაცის გაშვება ან შეცვლა. ეს არის შიდა გარდაქმნის პერიოდი.

სასწორი — 7 სახლი ურთიერთობები ხდება მთავარი თემა. პარტნიორობა — როგორც პირადი, ისე საქმიანი — გადადის ახალ ეტაპზე. შეიძლება მიიღოთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება: დარჩენა, გაღრმავება ან დასრულება. ბალანსის შენარჩუნება იქნება მთავარი გამოწვევა.

მორიელი — 6 სახლი ყოველდღიური ცხოვრება, სამუშაო და ჯანმრთელობა საჭიროებს ყურადღებას. ტემპი იზრდება და შეიძლება იგრძნოთ გადატვირთვა. მნიშვნელოვანია დისციპლინა და ენერგიის სწორად განაწილება. ეს არის პერიოდი, როდესაც უნდა მოაწესრიგოთ რეჟიმი.

მშვილდოსანი — 5 სახლი ძლიერი შემოქმედებითი და რომანტიკული ენერგია. გიჩნდებათ სურვილი, გამოხატოთ თავი, გარისკოთ და ისიამოვნოთ ცხოვრებით. სიყვარული და ინსპირაცია აქტიურდება, მაგრამ სიფრთხილე იმპულსურ გადაწყვეტილებებში.

♑თხის რქა — 4 სახლი ოჯახი, სახლი და ფუნდამენტი გადადის ცვლილებების ფაზაში. შეიძლება შეიცვალოს საცხოვრებელი გარემო ან ოჯახური დინამიკა. ეს არის შიდა სტრუქტურების გადალაგების პერიოდი — სადაც თქვენ აყალიბებთ თქვენს საფუძველს.

მერწყული — 3 სახლი კომუნიკაცია, სწავლა, გადაადგილება და ინფორმაცია აქტიურდება. თქვენი სიტყვა განსაკუთრებულ ძალას იძენს — ამიტომ მნიშვნელოვანია, როგორ და რას ამბობთ. სწრაფი გადაწყვეტილებები საჭიროა, მაგრამ სიფრთხილე დეტალებში.

თევზები — 2 სახლი ფინანსები, თვითღირებულება და რესურსები გამოდის წინა პლანზე. შეიძლება გაჩნდეს ახალი შესაძლებლობები შემოსავლისთვის, მაგრამ ასევე იზრდება იმპულსური ხარჯების რისკი. მნიშვნელოვანია განსაზღვროთ, რა არის თქვენთვის რეალურად ფასეული.

აპრილის თვეში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია კიდევ ერთი დიდი ტრანზიტი - 26 აპრილს ურანი საბოლოოდ ტოვებს კუროს ზოდიაქოს და გადადის ტყუპებში. მოულოდნელი ცვლილებების, რევოლუციური და მეამბოხე ენერგიის პლანეტა იწყებს ახალ ციკლს კომუნიკაციის, ინფორმაციის, ტექნოლოგიებისა და აზროვნების სფეროში. ამით, აპრილში დაწყებული აქტიური ქმედების ენერგია კიდევ უფრო ინტენსიურ და გარდამტეხ ფაზაში გადადის. მოდის ძლიერი ტალღა - ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, შენ მართავ ამ ენერგიას, თუ ის მიგაქანებს თავისი მიმართულებით.

 ასევე დაგაინტერესებთ:

ნინი შერმადინმა იმიჯი შეიცვალა - „ვერ გიცანი, სულ სხვანაირი ხარ...“

უბედური შემთხვევა ქუთაისში - 33 წლის ქალი მე-5 სართულიდან გადავარდა

ზოდიაქოს ნიშანი, რომლის ცხოვრებაშიც რეტროგრადული მერკურის შემდეგ გაცილებით წარმატებული და საინტერესო ეტაპი იწყება