Digest Logo

🎥 ვინ არ უნდა მიიღოს დღეს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები და ზოდიაქოს რომელი ნიშნისთვის არის კარგი დასვენება? - 11 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი ნინა სუსლოვასგან

1752213539
 ნინა სუსლოვა

„დღევანდელი დღის მმართველი პლანეტა ვენერაა და ამ დღის ენერგია ჰარმონიული და დადებითია. ეცადეთ, დაკავდეთ იმით, რასაც თქვენთვის ჰარმონია მოაქვს და გაბედნიერებთ“, - 11 ივლისის ასტროლოგიურ პროგნოზზე გადაცემაში „დილა მშვიდობისა საქართველო“ ასტროლოგმა და ეზოტერიკოსმა ნინა სუსლოვამ ისაუბრა.

რას მოუტანს ეს დღე ზოდიაქოს თითოეულ ნიშანს? - ეზოტერიკოსმა ცალკეული ნიშნებისთვის რეკომენდაციები გაგვიზიარა:

ვერძი 

ეს დღე გიბიძგებთ იმისკენ, რომ კარიერულად განვითარდეთ და წინ წახვიდეთ. შესაძლოა, კონკრეტული ადამიანები თქვენგან შედეგს ელოდნენ, არ დაიბნეთ იმოქმედეთ რაციონალურად.

კურო

საინტერესო დღე გელოდებათ, არ იჩქაროთ. არ არის სასურველი მოულოდნელი ნაბიჯების გადადგმა.

ტყუპები

შესაძლოა, გაგიჩნდეთ სურვილი ურთიერთობის გადაფასების, ან რაიმე სიახლის შემოტანისთვის. გააბედნიერეთ საკუთარი თავი, არ დაიხიოთ უკან და არ შეგეშინდეთ.

კირჩხიბი

დღეს მნიშვნელოვანი იქნება პარტნიორული ურთიერთობები, შესაბამისად თუ კი ამ კუთხით პრობლემა გაქვთ შეგიძლიათ, ეს დღე ამის გამოსასწორებლად გამოიყენოთ. 

ლომი

კარგი იქნება ეს დღე გამოიყენოთ გეგმების დასალაგებლად, არ აიღოთ ახალი ვალდებულება. 

ქალწული

დღეს სწორი ბალანსის პოვნა გჭირდებათ, ეცადეთ სწორი ბალანსის პოვნა, ოცნებას და რეალობას შორის არ აგერიოთ. ეცადეთ ყველაფერი დეტალურად განსაზღვროთ. 

სასწორი

მნიშვნელოვანი იქნება შინაგან კომფორტზე ზრუნვა. ეს დღე დაუთმეთ საკუთარ თავზე ზრუნვას და არა სხვის საჭიროებას.

მორიელი

კარგია ეს დღე საბუთების მოსაწესრიგებლად, თუმცა ამასთან ერთად გაითვალისწინეთ თავი შეიკავეთ ზედმეტი, ან უაზრო დიალოგებისგან.

მშვილდოსანი

სწორად შეაფასეთ რაში დებთ ენერგიას. ეცადეთ სწორი ნაბიჯები გადადგათ, იყავით რაციონალურები.

თხის რქა

პოზიტუური დღეა, ბევრი შესაძლებლობა და შანსი გექნებათ. დღის პირველი ნახევარი უფრო პროდუქტიული იქნება, ამიტომ მნიშვნელოვანი საქმეები სწორედ ამ პერიოდში მოაგვარეთ.

მერწყული

შესაძლოა, გაგიჩნდეთ სურვილი განმარტოვდეთ, ეცადეთ ეს დღე გაატაროთ ისე, როგორც გული გიკარნახებთ. 

თევზები

ეს დღე აქტიური იქნება. შესაძლოა ბევრ ადამიანთან მოგიწიოთ ურთიერთობა. ეცადეთ დრო სწორად გადაანაწილოთ.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕„გავიზარდე, ვითომ?“ - მანუ მურღულია იუბილარია

⭕როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში? - პროგნოზი ქალაქების მიხედვით