
„დღის პოსტის“ ყოფილმა წამყვანმა მანუ მურღულიამ თავისი ნიჭიერებითა და მომხიბვლელი გარეგნობით საზოგადოებას თავი საკმაოდ შეაყვარა. ამასთან, მანუ იუმორისტული შოუს ბენდის „ნიკოს შოუს“ წევრიც გახლდათ. სწორედ მათ მიერ შესრულებულ სიმღერებს უკვე არაერთ ქვეყანაში იცნობენ, იყენებენ თავიანთი ინტერპრეტაციით და აღნიშნავენ, რომ ეს ქართულია. ტელევიზიიდან წამოსვლის შემდგომ მანუმ საკუთარი ბენდი დააარსა და მუსიკალურ კარიერას წარმატებით განაგრძობს. იგი სოციალურ ქსელში აქტიურობით გამოირჩევა და ხშირად აქვეყნებს კადრებს ყოველდღიური ცხოვრებიდან და უამრავ კომპლიმენტსაც იმსახურებს.
მანუს 10 ივლისს დაბადების დღე ჰქონდა, კადრები კი სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა.
„გავიზარდე, ვითომ?🤪“, - წერს მანუ.
მომღერალმა უამრავი მილოცვა მიიღო:
„გილოცავ მანუ, სულ იბრწყინე“,
„გაიზარდეთ ქალაბტობო! +1 წელი❤️“,
„გილოცავ“,
„მრავალს დაესწარი“, - წერენ კომენტარებში.
View this post on Instagram
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში? - პროგნოზი ქალაქების მიხედვით