ჟურნალისტი თაკო მელიქიშვილი, რომელიც ბოლო პერიოდში ასტროლოგიით აქტიურად დაინტერესდა და შესაბამისი განათლებაც მიიღო, სოციალურ ქსელში ასტროლოგიურ თემებზე პოსტებსა და ვიდეოებს პერიოდულად უზიარებს საზოგადოებას.
ამჯერად მელიქიშვილი მორიგ პოსტს აქვეყნებს, სადაც 14 ოქტომბრის ენერგიებზე საუბრობს:
„14 ოქტომბერი — წარმატების, სიყვარულისა და კომფორტის დღე.
დღეს სამყაროს მართავს ციფრი 6-ის ენერგია და პლანეტა ვენერა.
დადებითი ვიბრაციები:
დღეს განსაკუთრებით ძლიერია სიყვარულისა და ბედნიერების ენერგია — იყავი კეთილგანწყობილი და პოზიტიური.
სიყვარული, სილამაზე და შემოქმედება — შენი მთავარი გზამკვლევებია.
ყველა გადაწყვეტილება მიიღე გულით, არა გონებით — აკეთე ის, რაც გსიამოვნებს და გავსებს.
ხელსაყრელი დღეა ხელშეკრულებების, ქორწინების, მსხვილი შესყიდვებისა და ახალი პროექტების დასაწყებად.
დაუმატე გარემოს სილამაზე და ჰარმონია — ეს იზიდავს წარმატებას და კეთილდღეობას.
შესანიშნავი დღეა სიყვარულისთვის, მოლაპარაკებებისთვის, შემოქმედებისთვისა და ესთეტიკისთვის.
იდეალური დროა SPA-ს, სილამაზის სალონის, დახვეწილი რესტორნების ან უბრალოდ ელეგანტური ატმოსფეროსთვის.
უარყოფითი მხარე:
შეიძლება მოიმატოს ზარმაცობამ და კომფორტის ზონაში ჩარჩენის სურვილმა. ერიდე შურისძიების, ემოციური აფეთქების ან კამათის ტენდენციას.
ზომიერება — მთავარი წესია დღეს: არ გადააჭარბო — არც საკვებში, არც ემოციებში, არც ფუფუნებაში, რათა არ გაამწვავო ქრონიკული მდგომარეობები.
დღევანდელი დამატებითი გავლენა:
დღეს სამშაბათია, რაც განსაკუთრებით წარმატებულია ცნობიერების რიცხვი 9-ისთვის —
ანუ მათთვის, ვინც დაბადებულია 9, 18 ან 27 რიცხვში.
ამ ადამიანებისთვის იღბლიანი ფერებია: წითელი, ვარდისფერი და ყავისფერი.
დღის გზავნილი:
„სიყვარულით შექმნილი ყველაფერი მუდამ ბრუნდება სიყვარულით“, - წერს თაკო მელიქიშვილი.
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„ცხოვრება ძალიან ხანმოკლეა მარტივი „ფრჩხილებისთვის“ - ანუკი არეშიძის ორიგინალური გელ-ლაქი
🎥 „შემოანათა ჩვენ ცხოვრებაში...“ - რას საჩუქარი მიიღო ალექსანდრა პაიჭაძე?
⭕„არ მჯერა, ჩემი ყველაზე დიდი ოცნება უნდა ახდეს“ - რა კადრებს აქვეყნებს თიკა ჯამბურია