
ჟურნალისტი თაკო მელიქიშვილი, რომელიც ბოლო პერიოდში ასტროლოგიით დაინტერესდა და შესაბამისი განათლებაც მიიღო ამ კუთხით, სოციალურ ქსელში ასტროლოგიურ თემებზე ხშირად აქვეყნებს პოსტებს თუ ვიდეოებს და საზოგადოებას რჩევებს უზიარებს.
ამჯერად თაკო მელიქიშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, სადაც ხუთი აპრილის ასტროლოგიურ პროგნოზზე წერს:
„12 აპრილის ჰოროსკოპი:
მთვარის დღე – 14 / 15, მთვარის ფაზა – მზარდი მთვარე სასწორის ნიშანში.
ვერძი
დღეს ბევრს დასჭირდება თქვენი რჩევა ან დახმარება. ნუ უარყოფთ – ეს გაგაძლიერებთ შინაგანად და დადებითად აისახება თქვენს კარმაზე. შეგიძლიათ თამამად აიღოთ რთული საქმეები – თქვენი ენერგია მაღალია.
კურო
გაანალიზეთ თქვენი სურვილები და გადახედეთ მიზნებს. იფიქრეთ, სად გსურთ განვითარება და რას აკეთებთ ამისთვის. საღამო გაატარეთ მეგობრებთან ან წადით მხიარულ წვეულებაზე. შოპინგიც აგიმაღლებთ განწყობას.
ტყუპები
იყავით ტოლერანტული და თავშეკავებული. არ აჩვენოთ გაღიზიანება – ასე შეინარჩუნებთ ჰარმონიას. თავი დაუთმეთ საქმეებს, რაც მარტო შეგიძლიათ გააკეთოთ.
კირჩხიბი
დარწმუნდით, რომ ყველაფერი ისე მიდის, როგორც გინდოდათ. თუ რაღაც გაწუხებთ, შეცვალეთ მიმართულება. იყავით უფრო პრაქტიკული და მოუსმინეთ მეგობრების რჩევებს.
ლომი
საუბრები და ურთიერთობები დაგეხმარებათ ახალი პარტნიორების ან სპონსორების პოვნაში. ახლობლები დაგეხმარებიან ძველი პრობლემის გადაჭრაში. თუ ბევრ ბარიერს გრძნობთ, დაფიქრდით, ხომ არ შეცვალოთ მიმართულება.
ქალწული
დღე, რომელიც ახლობლებთან გატარებას უნდა დაუთმოთ – ეს მოგიტანთ სიხარულსა და განტვირთვას. იზრუნეთ ფინანსურ საკითხებზე და დამატებითი შემოსავლის შესაძლებლობებზე.
სასწორი
შეიკავეთ თავი შემოქმედებით საქმიანობაში – ეს აგიმაღლებთ თვითშეფასებას და შთაგაგონებთ. იზრუნეთ საკუთარ თავზე: იარეთ სპორტზე ან განაახლეთ ვარცხნილობა. შოპინგი კი ჯობია გადადოთ – დღეს შეიძლება არ გაამართლოს.
მორიელი
დღე კარგია ახალი საქმის დასაწყებად, თუმცა მანამდე დაასრულეთ ძველი საქმეები. ენერგია გექნებათ მაღალი და შეგიძლიათ მიუბრუნდეთ იმას, რაც დიდი ხნის წინ გადადეთ.
მშვილდოსანი
დაუთმეთ დრო დასვენებას და განტვირთვას. მეგობრებთან შეხვედრა ან ფილმის ყურება დაგეხმარებათ განწყობის ამაღლებაში. კარგი დღეა ჰობისთვის, თუმცა შესაძლოა გაღიზიანება იგრძნოთ.
თხის რქა
თუ გინდოდათ რაღაც ახალი სცადოთ – დღე იდეალურია. კულინარია, ცეკვა, მუსიკა – ჩაერთეთ შემოქმედებითად. მეგობრებმა შეიძლება საინტერესო იდეა შემოგთავაზონ.
მერწყული
ვინც საყვარელ ადამიანს ეძებს – დღეს მეტი ურთიერთობას და კომუნიკაციას გირჩევთ. ურთიერთობაში იყავით რბილი და მზრუნველი. თქვენი ხიბლი ნამდვილად არავის დაავიწყდება.
თევზები
დღეს რთული საქმეები გადადეთ და ყურადღება მიაქციეთ წვრილმანებს ან დაუმთავრებელ სამუშაოს. თქვენი მომხიბვლელობა და კომუნიკაბელურობა დაგეხმარებათ საჭირო ადამიანებთან დაახლოებაში“,- წერს თაკო მელიქიშვილი.
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„უსიმპათიურესი, მაგარი ადამიანი“ - ლაშა ბექაური ახალ ფოტოებს აქვეყნებს
🎥 „წითელი ფერი ძალიან გიხდება...“ - ნუცა ბუზალაძე ავტომობილში ამღერდა