
მიუსაფარ ცხოველთა პოპულაციის მართვის კახეთის, შიდა ქართლის, ქვემო ქართლის და სამცხე-ჯავახეთის რეგიონული ცენტრის კონცეპტუალური პროექტის თანაავტორი ლაშა გეგეჭკორი სოციალურ ქსელში სამხედრო ჟურნალისტზე, 9 აპრილის მონაწილე, აფხაზეთის ომის ვეტერან ზაირა მიქატაძეზე წერს, რომელიც დღეს 9 აპრილს დაღუპულთა მემორიალთან არ მიუშვეს:
„სამხედრო ჟურნალისტი ზაირა მიქატაძე 2016 წელს გავიცანი ავღანეთში.
არის 9 აპრილის მონაწილე. აფხაზეთის ომის ვეტერანი. 2022 წელს უკრაინიდან აშუქებდა რუსეთ-უკრაინის ომს. გადაღებული აქვს ფილმი „ცხოვრება ომთან ერთად“. მსახურობს ეროვნული გვარდიის 202-ე სარეზერვო ბატალიონში ქალიშვილთან ერთად.
დღეს,ეს დამსახურებული ადამიანი არ მიუშვეს 9 აპრილის მემორიალთან…
იქ მყოფებს, რომელს გაქვთ მასზე მეტი გაღებული სამშობლოსთვის, ვის შეგიქმნიათ საერთოდ რაიმე?!“, - წერს ლაშა გეგეჭკორი.
ასევე დაგაინტერესებთ: