
იურისტი, კრიმინოლოგი, პარაფსიქოლოგ-ეზოტერიკოსი, ტაროლოგი და ნუმეროლოგი ქეთევან ჯანდიერი სოციალურ ქსელში ვრცელ პოსტს აქვეყნებს, სადაც „მამაო ჩვენოს“ ფილოსოფიურ და ნუმეროლოგიურ/ენერგო სინთეზურ გაშიფვრაზე საუბრობს.
იგი ლოცვის ყოველი სტრიქონს საკუთარ ინტერპრეტაციას და ფილოსოფიურ ანალიზს უკეთებს:
„მინდა ამაზე ვისაუბრო.. აუცილებლად წაიკითხე, გამოგადგება!
ვინც ვერ გაიგებს და ტალახს მესვრის, არ მწყინს და აქედანვე მივუტევე. ვინც მიცნობთ მათ კი იცით, როგორი მანერით ვაზროვნებ და ამას რატომ ვწერ. ჩემო კარგებო, ეს პოსტი იქნება ვრცელი, მიძღვნილია: „მამაო ჩვენოს“ ფილოსოფიურ და ნუმეროლოგიურ/ენერგო სინთეზურ გაშიფვრას. ეს ლოცვა, შეიძლება განვიხილოთ როგორც შინაგანი სულიერი გზამკვლევი, „ენერგო ცენტრების/ჩაკრების განმწმენდი) - ადამიანის ურთიერთობის სიმბოლური „რუქა“ ღმერთთან, სამყაროსთან და საკუთარ „მე“-სთან მიმართებაში.
ქვემოთ ნახავთ, — ყოველი სტრიქონის ჩემებურ ინტერპრეტაციას და ფილოსოფიურ ანალიზის, ვფიქრობ რომ უნდა გვესმოდეს რას ვლოცულობთ, ანუ რა სიტყვას — რა ქვეტექსტი და დატვირთვა აქვს, რადგან, ხშირად გაუაზრებლად ვარახუნებთ ხოლმე მიფუჩეჩებით, დაზეპირებულ სიტყვებს.
მზად ხარ? დავიწყოთ…
მამაო ჩვენო, რომელიც ხარ ცათა შინა — ეს არის აღიარება იმისა, რომ არსებობს უმაღლესი გონი, ცნობიერება ან ენერგია, რომელიც ყველაფერს მოიცავს და ჩვენს ყოველდღიურ მატერიალურ საზღვრებს სცდება. ფილოსოფიურად რომ ავხსნა — ეს ხაზს უსვამს, რომ ადამიანი აღიარებს საკუთარ სიმცირეს უნივერსუმის წინაშე, მაგრამ ამავდროულად ხედავს საკუთარ თავს როგორც ამ უმაღლესი ცნობიერების ნაწილს. ეს არის კავშირი მიკრო-კოსმოსსა და მაკრო, მეგა-კოსმოსს შორის.
წმიდა იყავ (იყოს) სახელ შენი — ეს ნიშნავს მადლიერებას და პატივისცემას ცხოვრების უმაღლესი კანონებისადმი. ფილოსოფიურ ჭრილში, — ეს არის ცნობიერების მოწოდება, გავასხივოსნოთ და განვწმინდოთ, ჩვენი შინაგანი აზრები და საქმეები, რათა თავადაც შევძლოთ თანაზიარობა წმინდა ენერგიებთან. “წმინდანობა” აქ გარე სტატუსი კი არა, არამედ შინაგანი ვიბრაციაა — ანუ, განზრახვის სიწმინდე.
მოვედინ სუფევა (სასუფეველი) შენი — ეს ფრაზა, გამოხატავს სურვილს, რომ ციური წესრიგი (სიყვარული, სიმართლე, ჰარმონია) გამოვლინდეს დედამიწაზე — ჩვენს ცხოვრებაში, ცნობიერებაში და ურთიერთობებში. ეს ნიშნავს სამყაროს შემოქმედებით თანაზიარებას — “ნუ ელ ცას — თავად იქმენ მისი გამოხატულება“.
იყავ ნება შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქვეყანასა ზედა — აქ დევს უმაღლესი მორჩილების იდეა. არა მონური, არამედ გაცნობიერებული თანხმობა უნივერსალურ კანონთან. ეს ნიშნავს საკუთარი ეგოს გამჭვირვალობას: როცა ადამიანი აღარ ებრძვის ცხოვრების დინებას, არამედ ერწყმის მას. “ნებაც” — ცნობიერების აქტია, როცა ადამიანი ამბობს: “მე ვენდობი ცხოვრების გონიერებას“.
პური ჩვენი არსობისა, მომეც ჩვენ დღეს — ეს არის მოთხოვნა არა მხოლოდ ფიზიკური პურისთვის, არამედ სულიერი საზრდოსთვის — სიყვარულის, შთაგონების, ცოდნისა და ენერგიისთვის. ფილოსოფიურად (მე ასე მესმის) ეს გამოხატავს იმას, რომ ყოველი დღე, უნდა მივიღოთ როგორც ახალი შემოქმედებითი შესაძლებლობა და არა როგორც ავტომატური გაგრძელება გუშინდელისა.
და მომიტევენ ჩვენ თანანადებნი ჩვენნი, ვითარცა ჩვენ მივუტევებთ, თანამდებთა მათ ჩვენთა — ანუ, თხოვნაა “მოგვიტევენ ჩვენ ცოდვანი ჩვენი, ვითარცა ჩვენც მოვუტევებთ მოშურნეთ ჩვენსა” ეს ნაწილი არის სულიერი ბალანსის ფორმულა. პატიება აქ არის არა მხოლოდ მორალური ქმედება, არამედ ენერგეტიკული გათავისუფლება — როცა ადამიანი წყვეტს წარსულზე მიჯაჭვულობას და ტკივილს აღარ ატარებს. პატიება — ცნობიერების გათავისუფლებაა, საკუთარ თავში სიმშვიდის დაბრუნება.
და ნუ შემიყვანებ ჩვენ განსაცდელსა, არამედ მიხსენ ჩვენ ბოროტისაგან — ეს ნიშნავს: „მომეცი ძალა, რომ ჩემს შინაგან ჩრდილთან ბრძოლისას არ დავკარგო სულიერი წონასწორობა.“ ზოგადად განსაცდელი — ცხოვრების გამოცდაა, რომელიც გვასწავლის ცნობიერების გაღვივებასა და სიძლიერეს. ეს თხოვნა, არის დაცვა, საკუთარი სულიერი ცენტრისთვის — შინაგანი სიმშვიდის შესანარჩუნებლად, ქაოსის დროს.
რამეთუ, შენია სუფევა, ძალი და დიდება უკუნითი უკუნისამდე. ამინ! — ეს არის აღიარება იმისა, რომ ყოველი ენერგია, ძალა და სილამაზე მოდის ერთი უმაღლესი წყაროდან, რომელშიც ყველაფერი იბადება და იკრიბება. ეს არის ერთიანობის პრინციპი, როცა ადამიანი აცნობიერებს, რომ ყველაფერი ერთი არსების სხვადასხვა ფორმაა. “ამინ“ კი ნიშნავს — „ნათქვამი აღსრულდეს” “დაე იყოს ასე“, ანუ ცნობიერად დადასტურება (დაბეჭდვა) იმისა, რასაც ადამიანი გრძნობს და ამბობს.
ნუმეროლოგიურად რომ ჩავშალოთ — „მამაო ჩვენოს“ ვიბრაციული სიხშირე ანუ, სრულად ლოცვა, მთლიანობაში შეესაბამება 9 რიცხვს — რაც ნიშნავს: დასრულების, გაწმენდისა და სულიერი აღზევების ვიბრაციას. რატომ 9? იმიტომ რომ, მისი სტრუქტურა (ლოცვის) შედგება 9 ენერგეტიკული ფრაგმენტისგან (ფრაზა/სექცია/“ტაეპი”), თითოეული მათგანი “ეხმიანება” კონკრეტული ენერგეტიკული (მერიდიანული) ცენტრის — “ჩაკრის” — დონესაც.
მაშ ასე…
ფრაზა 1. „მამაო ჩვენო, რომელიც ხარ ცათა შინა“ — ფესვის ჩაკრა (მულადჰარა)
ანუ, აქ იწყება დამყარება — სამყაროსთან კავშირის განცდა, დაცულობის შეგრძნება.
რიცხვი: 1 ნიშნავს: დასაწყისი, ნდობა, რწმენა. ამ ფრაზის ენერგო გავლენა: ქმნის „საკრალურ ფესვს“ — ნდობას სიცოცხლისადმი.
2. „წმიდა იყოს სახელ შენი“ — საკრალური ჩაკრა (სვადჰიშტანა)
აქ უკვე ჩნდება მადლიერების ემოცია — აღფრთოვანება, მიძღვნა. რიცხვი 2 ნიშნავს: ჰარმონია, ემოციური ბალანსი, ერთიანობა. ამ ფრაზის ენერგო გავლენა: წმენდს გრძნობებს, აბალანსებს ზღვარს — სიამოვნებასა და თავმდაბლობას შორის.
3. „მოვედინ სუფევა შენი“ — მზის ჩაკრა (მანიპურა)
ეს ფრაზა არის შინაგანი ძალის გამოხატულება — როცა ადამიანი ამბობს: „მინდა ღმერთი ჩემს ცხოვრებაში იყოს.“
რიცხვი 3 მოისაზრებს: შემოქმედება, მიზანი, ენერგიის მოძრაობა. ამ ფრაზის ენერგო გავლენა: აძლიერებს შინაგან რწმენას და ნების ძალას.
4. „იყავნ ნება შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქვეყანაზედა“ — გულის ჩაკრა (ანაჰატა)
ეს ფრაზა არის სიყვარულისა და მორჩილების გაერთიანება.
რიცხვი 4 ნიშნავს: სტრუქტურა, წესრიგი, მიწიერება. ამ ფრაზის ენერგო გავლენა: ხსნის გულის დაბრკოლებებს — სწავლობს ნდობას სამყაროსთან.
5. „პური ჩვენი არსობისა, მომეც ჩვენ დღეს“ — ყელის ჩაკრა (ვიშუდა)
აქ ჩნდება თხოვნა, ნება და სიტყვიერად გამოხატული საჭიროება.
რიცხვი 5 არის: კომუნიკაცია, მოძრაობა, გაცვლა. ამ ფრაზის ენერგო გავლენა: ასუფთავებს სიტყვასა და აზრს — პური აქ „სიტყვად ქცეული მადლია“.
6. „და მოგვიტევენ ჩვენ თანანადებნი ჩვენნი, ვითარცა ჩვენც მივუტევებთ თანამდებთა მათ ჩვენსა“ — შუბლის ჩაკრა (აჯნა)
ეს არის ცნობიერების გაღვიძება — პატიების ხედვა, არა როგორც დანაკარგის, არამედ როგორც გათავისუფლების.
რიცხვი 6 არის: ჰარმონია, თანაგრძნობა, სიბრძნე. ამ ფრაზის ენერგო გავლენა: ხსნის კარმულ ბმებს, ანეიტრალებს ტკივილისა და ტანჯვის ენერგიას.
7. „და ნუ შემიყვანებ ჩვენ განსაცდელსა, არამედ მიხსენ ჩვენ ბოროტისაგან“ — გვირგვინის ჩაკრა (საჰასრარა)
აქ სული მოითხოვს დაცვას — სინათლის ძალასთან ერთიანებას.
რიცხვი 7 არის: სულიერი დაცვა, ღრმა რწმენა, სინათლის ძალა. ამ ფრაზის ენერგო გავლენა: აერთიანებს ქვედა ცენტრებს და ხსნის კავშირს ზედა შრეებთან. (განა ჩახსნის და შლის, პირიქით, კავშირს ამყარებს)
8. „რამეთუ შენია სუფევა, ძალი და დიდება“ — ზედა ოქროს არხი (დაიმონური ენერგია, აქვე განვმარტავ ამ ტერმინს ვინც არ იცის. ფილოსოფოსები, თეოლოგები და ისტორიკოსები ამას ახსნის გარეშეც მიხვდებიან. ეს ტერმინი მომდინარეობს ძველი ბერძნული სიტყვიდან δαίμων (daimōn), რაც თავდაპირველად ნიშნავდა არა ბოროტ სულს, არამედ შუამავლურ არსებას (ენერგიას, ეთერულ სხეულს) ღმერთსა და ადამიანს შორის. სულიერი გონი, შთაგონების ძალა, შინაგანი გზამკვლევი — ასეც შეიძლება განვმარტოთ. მაგალითად: სოკრატე ამბობდა, რომ მას ჰქონდა „დაიმონი“ — შინაგანი ხმა, რომელიც აფრთხილებდა და აჩვენებდა სწორ გზას. პითაგორელები და ნეოპლატონიკოსები სიტყვა „დაიმონს“ იყენებდნენ როგორც, შინაგან სულიერ ენერგიას, რომელიც აერთიანებს პირად სულს და ღვთაებრივ გონებას. მაგრამ მოგვიანებით, ქრისტიანულ ტრადიციაში, ამ ტერმინმა მიიღო ნეგატიური მნიშვნელობა („დემონი“), რის გამოც დღეს მის გამოყენებას ფრაზეოლოგია-ლექსიკაში, ხშირად ერიდებიან. თავდაპირველი არსით, ტერმინის მნიშვნელობა არის, ენერგიის დაბრუნება წყაროსკენ — მადლობა და აღიარება.)
რაც შეეხება რიცხვს 8 არის: უსასრულობა, ბალანსი, კარმული წრეების დახურვა.
ამ ფრაზის ენერგო გავლენა: აყალიბებს სასიცოცხლო წრეს — იღებს და აბრუნებს სინათლეს.
9. „უკუნითი უკუნისამდე. ამინ.“ — სულიერი ბირთვი (მონადა)
ეს ნაწილი არის, საბოლოო დადასტურება, როცა ადამიანი ერწყმის სულიერ მთლიანობას.
რიცხვი 9: როგორც აღვნიშნე ციკლის დასრულება, გარდაქმნა, აღზევებაა. ამ ფრაზის ენერგო გავლენა: აყალიბებს სრულ ციკლს — დაბადებიდან განმანათლებლობამდე. ანუ, რომ შევაჯამო… „მამაო ჩვენო“ არის 9-დონიანი/ენერგო-შრიანი „ენერგეტიკული კოდი“, (ფანატიკოსები ნუ იღელვებთ, ამ „ტერმინზე“) რომელიც ადამიანს აერთიანებს სამ სამყაროში: მატერიალურ (პური), ემოციურ (პატიება) და სულიერ (ნებათა ერთობა).
შესაბამისად, როცა ადამიანი გულწრფელად და გააზრებით კითხულობს ამ ლოცვას, ენერგია მოძრაობს ქვემოდან ზემოთ — ფესვიდან გვირგვინამდე, წმენდს (წერია რომელ ენერგეტიკულ წერტილებს) ქმნის დამცავ ფარს და ასევე შინაგან არხს — სინათლისა და ნდობის დინებას. ამიტომ, ილოცეთ გონის დატანებით და გაცნობიერებით!
დიდება, მამასა ძესა და წმინდასა სულსა!
აწ და მარადის!
უკუნითი - უკუნისამდე, ამინ!
ღმერთი არს ჩვენთან!“, - წერს ქეთევან ჯანდიერი.
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕2025 წლის ბოლო ეტაპი: ზოდიაქოს 3 ნიშანი, რომლებსაც მოულოდნელი ცვლილებები ელოდება