
ჯვრის ამაღლების სახელობის ტაძრის წინამძღვარი და თეოლოგიის დოქტორი დეკანოზი თეოდორე გიგნაძე განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს საზოგადოებაში.
მისი ქადაგებები ქრისტიანებმა მალევე შეიყვარა, სწორედ ამიტომ იგი პერიოდულად სოციალურ ქსელში ამონარიდებს აქვეყნებს ხოლმე.
გთავაზობთ მისი ქადაგებიდან მორიგ ამონარიდს:
„ერთმანეთთან კომუნიკაციის ენაში - ქრისტე იყოს დომინანტი,
იგრძნობოდეს, რომ ჩვენ რომ ვსაუბრობთ - ჩვენ ქრისტიანები ვართ,
ადამიანს რომ ვესაუბრები, იგრძნობოდეს, რომ ქრისტიანი ვარ,
ჩემს თავთან მარტო რომ ვრჩები და ათასი გულის სიტყვები და აზრები მაწუხებს,
ღმერთი ხომ მხედავს და ჩემი მფარველი ანგელოზი - ხედავდეს, რომ მე ქრისტიანი ვარ,
გესმით?!
რაღაცას რომ ვუყურებ, ინტერნეტში თუ ტელევიზიით - იგრძნობოდეს, რომ მე ქრისტიანი ვარ და არ ვაძლევ ჩემს თავს უფლებას, რომ წავიბილწო რაღაც სისულელეებით...
მე ვიცი, მორწმუნე ვარ, გული მიდასტურებს, რომ ღმერთი არის, მე მინდა ის დავინახო, დავინახო როგორც ჩემი ცხოვრების საზრისი, ჩემი მიზანი, მე მას ხელი მოვკიდო, ხელი არ გავუშვა, მისკენ ვისწრაფო, არ დამავიწყდეს - რომელიც სულ მავიწყდება...
„განულებად მომსვლელთა განტევებითა...“ - ეს ნიშნავს ტანჯული ადამიანის თავისუფლებას;
- რატომ არის ადამიანი ტანჯული?! რისგან შეიძლება იყოს ადამიანი ტანჯული?! რომელსაც, დავუშვათ, არც შია, არც სწყურია, ჯანმრთელია, წარმატებულია, მაგრამ ადამიანი მაინც ტანჯულია - რატომ არის ტანჯული ადამიანი?!
- იმიტომ, რომ ზეცის მოქალაქეა და მიწიერი არ აკმაყოფილებს...“, - წერია გავრცელებულ პოსტში.
ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 „რატომ არ გისრულდება სურვილები?“ - თათია გარანიძე 4 შეცდომაზე, რასაც მანიფესტაციის დროს უშვებთ
🎥 „ვღელავ, ხომ არ წავიდე სახლში სანამ დრო მაქვს?“ - ლინდა ადამია „სიცრუის დეტექტორის“ სტუმარი იქნება