
„დღევანდელი დღის მმართველი პლანეტა მთვარეა, თუმცა ეს დღე მძიმე იქნება და ეცადეთ არ იყოთ ზედმეტად ემოციურები“, - ამის შესახებ ასტროლოგმა ნინა სუსლოვამ გადაცემაში „დილა მშვიდობისა საქართველო“ ისაუბრა და საზოგადოებას რეკომენდაციები გაუზიარა.
რაც შეეხება ზოდიაქოს თითოეულ ნიშანს, მათი 24 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი ასე გამოიყურება 👇
ვერძი - შეგიძლიათ ეს დღე აქტიურად გამოიყენოთ თქვენი საქმიანობისთვის, თუმცა იცოდეთ ნეგატიური ენერგია და გაბრაზება სარგებელს არ მოგიტანთ.
კურო - დღეს მეტი სიფრთხილე და ყურადღება გმართებთ განსაკუთრებით საქმეებთან მიმართებაში. გირჩევთ შეზღუდოთ ფიზიკური აქტივობა, რადგან მაღალია ტრავმის ალბათობა.
ტყუპები - მარტივად გამოგდით ყველა საქმეა, შეგიძლიათ დაიწყოთ ახალი საქმეები და დაასრულოთ წარსულში დაწყებული საქმე.
კირჩიხი - სიახლეების დღეა, როგორც სამსახურში, ასევე პირადში. ეს დღე გაძლევთ ახალ შესაძლებლობებს და გამოიყენეთ.
ლომი - მეტი ყურადღება დაუთმეთ შემოქმედებით საქმიანობას და სცადოთ ახალი საქმე. არ არის სასურველი შენაძენების განცხორციელება.
ქალწული - შეეცადეთ ურთიერთობის მოსაგვარებლად გამოიყენოთ ეს დღე.
სასწორი - საინტერესო დღე იქნება, გაქვთ შანსი აღადგინოთ ძველი ურთიერთობები.
მორიელი - შეიძლება რომანტიკული განწყობა გქონდეთ, რაც გარკვეულ დაბნეულობას შემოიტანს დღის წესრიგში ეცადეთ ეს დღე თავისუფლად და მარტივად გაატაროთ.
მშვილდოსანი - დღის პირველი ნახევარი დაძაბული იქნება, ეცადეთ ნეიტრალურად გაატაროთ ის გარემოებები, რაც ხელს გიშლით.
თხის რქა - დამღლელი დღე იქნება, გექნებათ ბევრი საქმე გასაკეთებელი და არ გაქვთ მოტივაცია. უმჯობესია დღეს მარტივი საქმეებით დაკავდეთ.
მერწყული - მშვიდი და ჰარმონიული დღეა, უმჯოესია ეს დღე საკუთარ თავს დაუთმოთ და საღამოს ოჯახთან ერთად გაატაროთ.
თევზები - შესაძლოა თქვენ ცხოვრებაში მოულოდნელი ცვლილებები მოხდეს და ეცადეთ კარგად მიიღოთ და აუწყოთ ფეხი, არ შეეწინაღდმეგოთ ცვლილებებს.
⭕ აგრეთვე დაგაინტერესებთ:
⭕„მოსალოდნელია ძლიერი ქარი” - გარემოს ეროვნული სააგენტოს გაფრთხილება!