Digest Logo

🎥 ვის მიეცემა შესაძლებლობა მარტივად გადაჭრას ძველი პრობლემები? - 3 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი ნინა სუსლოვასგან

1748929595
#ნინა_სუსლოვა

„დღევანდელი დღის მმართველი პლანეტა მარსია და მოგეცემათ საშუალება განახორციელოთ ცვლილებები, ამიტომ თუ ახალი საქმის დაწყება გინდოდათ გამოიყენეთ ეს დღე. გაითვალისწინეთ მეტი სიფრთხილე გმართებთ წყალთან მიმართებაში“, - ამის შესახებ  „დილა მშვიდობისა საქართველო“ ეთერში ასტროლოგმა და ეზოტერიკოსმა ნინა სუსლოვამ ისაუბრა. 

რაც შეეხება ზოდიაქოს თითოეულ ნიშანს, მათი 3 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი ასე გამოიყურება 👇

ვერძი - გამოჩნდება ბევრი შესაძლებლობა, ამიტომ გამოიყენეთ ეს ყველაფერი. გაქვთ შანსი კარიერულად წინ წახვიდეთ. ეცადეთ შეინარჩუნოთ ემოციური სტაბილურობა, რათა აირიდოთ თავიდან კონფლიქტები.

კურო  - მოერიდეთ ფინანსური საკითხების მოგვარებას, არის ალბათობა გქონდეთ გაუთვალისწინებელი ხარჯი. ეცადეთ ეს დღე სწორად და მშვიდად გამოიყენოთ, არ არის კარგი გარისკვა. 

ტყუპები - საინტერესო დღე გელოდებათ, თითქოს თქვენ სიტყვას განსაკუთრებული ძალა აქვს დღეს. კარგი დღე არის მოლაპარაკებისთვის და მოგზაურობაში წასასვლელად. 

კირჩხიბი - ნეიტრალური დღე გელოდებათ, ეცადეთ დაისვენოთ და აღიდგინოთ ენერგია, ასევე დღის პირველ ნახევარში შეიძლება მოგიწიოთ უსიამოვნო საუბარი.

ლომი - კარგი დღეა შემომქედებითი კუთხით, შეიძლება გაიცნოთ ახალი ადამიანები და იყოს თქვენ ცხოვრებაში მრავალფეროვანი სიახლეები. 

ქალწული - დღეს განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაუთმოთ საოჯახო საქმეებს, შეიძლება ძველმა საკითხებმა იჩნოს თავი. ეცადეთ არ იყოთ ზედმეტად კრიტიკულები. 

სასწორი - საკმაოდ აქტიური დღეა, შეიძლება მოგიოწიოთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღება, გამოიყენეთ ეს დღე, რადგან გაძლევთ ბევრ შესაძლებლობებს.

მორიელი - ეცადეთ არ იყოთ წვრილმანებზე ორიენტირებულები დღეს, რათა ეს დღე წარმატებული იყოს თქვენთვის. შეიძლება, დღეს მოაგვაროთ ის საკითხები და პრობლემები, რომლებიც დიდი ხნის განამვლობაში გაწუხებდათ.

მშვილდოსანი - აქტიური და პოზიტიური დღეა, შეგიძლიათ იმოქმედოთ თამამად. ასევე შეგიძლიათ ენდოთ ინტუიციას, რომელიც ყველაფერს სწორად გიკარნახებთ.

თხის რქა -  მნიშნელოვანი დღეა, ეს დღე შეგიძლიათ გამოიყენოთ ანალიზისთვის, რას აკეთებდით ან რისი გაკეთება გსურთ. 

მერწყული - ჰარმონიული და პოზიტიური დღეა, კარგი იქნება გუნდური მუშაობისთვის და მეგობრებთან გასატარებლად ეს დღე. 

თევზები - აქტიური და პერსპექტიული დღეა, თუ რამე მნიშვნელოვანის გაკეთებას გეგმავდით გადადგით ნაბიჯები და იმოქმედეთ. 

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕როგორი ამინდი იქნება დღეს საქართველოში - ტემპერატურა ქალაქების მიხედვით

🎥 „ამ დღეს ჩაიფიქრეთ სურვილები და გააკეთეთ სახლში წმენდები“ - ივნისის ენერგიები და ასტროლოგიური მოვლენები, რომელიც უნდა იცოდეთ!