
ივნისის ენერგიების შესახებ და მნიშვნელოვან ასპექტებზე „იუთუბის“ საკუთარ არხზე ასტროლოგმა მარიამ შუკაკიძემ ისაუბრა.
როგორც თავად ამბობს, ვერძებისთვის დაიწყო საპასუხისმგებლო და კარმული პერიოდი.
„ყველა ვერძისთვის კარმული პერიოდია მათ უნდა ისწავლონ პასუხისმგებლობის აღება თავიანთ ცხოვრებაზე, ეს განსაკუთრებით ეხებათ იმათ, ვისაც პირად რუკაში სატურნი ჰყავს ვერძში, ვინც არის 29, 30 ან 59, 60 წლის.
ახლა ცეცხლოვანი და რომანტიკული პერიოდი გვაქვს. 17 ივლისამდე კარგი პერიოდია ახალი საქმის წამოსაწყებად და ახალი ურთიერთობისთვის. 10 აგვისტოს ჩათვლით კი არ არის კარგი მოგზაურობა და დოკუმენტებზე ხელი მოწერა.
6 ივნისს ვენერა შევა კუროში, კუროსთვის კი დაიწყება კარგი პერიოდი როგორც ფინანსური ასევე სასიყვარულო კუთხით და ეს შეეხება ყველა მიწის ზოდიაქოს ნიშნებს.
6 ივნისი ასევე არის სარკისებური თარიღი და შეგვიძლია გავაკეთოთ მანიფესტაცია ამ დღეს, ჩაიფიქრეთ სურვილები, გააკეთეთ სახლში წმენდები.
როცა ვენერა კუროშია კარგი პერიოდია ბიზნესის წამოსაწყებად.
ახლა გვაქვს მზის და მერკურის შეერთება, რაც იწვევს კომუნიკაციაში საკუთარი თავის წარმოჩენას და იქნება ზედმეტი „მე.“ არ არის კარგი ამ პერიოდში მოლაპარაკებები. ეს იმოქმედებს განსაკუთრებით - ლომზე, მერწყულზე, მორიელზე და კუროზე.
ეცადეთ დაკავდეთ სპორტით და სიახლეები შეიტანოთ თქვენ ცხოვრებაში“, - ამბობს მარიამ შუკაკიძე.
უფრო ვრცლად, ნახეთ ვიდეო 👇
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 რა ხდება კანონით, როცა არასრულწლოვანი პაციენტი ორსულადაა? - თამარ კერაძაიას რჩევები
⭕„ჩემი ულამაზესი ოჯახი“ - რა კადრებს გვიზიარებს თიკა ფაცაცია