Digest Logo

🎥 ვის მოუტანს წარმატებას დღევანდელი დღე და ზოდიაქოს რომელი ნიშანი უნდა ელოდოს რადიკალურ ცვლილებებს ურთიერთობებში? - 4 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს 12 ნიშნისთვის

1730699488
ნინა სუსლოვა

„დღევანდელი დღის მმართველი პლანეტა მთვარეა. ეს დღე პასიური იქნება. თქვენი თითოეული ქმედება უნდა იყოს კარგად გააზრებული, შესაძლოა გაიგოთ ინფორმაცია, რომელიც იყო დაფარული“, - ამის შესახებ ასტროლოგმა და ნუმეროლოგმა ნინა სუსლოვამ გადაცემაში „დილა მშვიდობისა საქართველო“ ისაუბრა.

რაც შეეხება ზოდიაქოს თითოეულ ნიშანს, მათი 4 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი ასე გამოიყურება 👇 

ვერძი -  დღეს შესაძლოა ჩვეულზე მეტად ნერვიულობდეთ და გულთან ახლოს მოგქონდეთ შენიშვნები. ეცადეთ მარტივი საქმით დაკავდეთ. 

კურო - სასიამოვნო დღეა. მარტივი იქნება ადამიანებთან ურთიერთობა. მარტივად მოახერხებთ კონფლიქტური სიტუაციების გამოსწორებას. 

ტყუპები - შესაძლოა ყველაფერი ისე არ მიდიოდეს, როგორც თქვენ გქონდათ დაგეგმილი, რის გამოც შესაძლოა ნერვიულობდეთ და მოგიწიოთ კომფორტის ზონიდან გამოსვლა. ასევე შესაძლოა დაგჭირდეთ რჩევები, და ეცადეთ მიმართოთ ისეთ ადამიანებს ვინც სწორ რჩევას მოგცემთ.

კირჩხიბი - ეცადეთ კარგად დაფიქრდეთ სანამ რაიმე გადაწყვეტილებას მიიღებთ და ნაბიჯს გადადგამთ. ასევე შესაძლოა ახალი რომანტიკული ურთიერთობა დაიწყოთ.

ლომი - დღე ნაყოფიერია, მარტივად მოახერხებთ ბევრ საქმეს გაართვათ თავი ეცადეთ ეს დღე პროდუქტიულად გამოიყენოთ.

ქალწული - შესაძლოა მეგობრებთან და ახლო ადამიანებთან გაუგებრობა გქონდეთ, ეცადეთ ყურადღება მიაქციოთ იმას რასაც ამბობთ. 

სასწორი - საპასუხისმგებლოა დღეა თუ რაიმე მიზანი გაქვთ ჩაუყარეთ საფუძველი და დაიწყეთ მოქმედება. 

მორიელი - მშვენიერი დღეა ინიციატივის გამოსაჩენად, როგორც პირად ურთიერთობაში, ასევე საქმიან ურთიერთობაშიც. შეგიძლიათ რაღაც ძველი წარსულში დატოვოთ და დაიწყოთ ახალი ეტაპი. 

მშვილდოსანი - დღეს თქვენი ენერგია გაძლევთ საშუალებას იყოთ ყურადღების ცენტრში. ასევე გაქვთ საშუალება მოაგვაროთ ოჯახური კონფლიქტები. კარგია დღეა ინვესტიციისთვის და ახალი ნივთების შესაძენად.

თხის რქა -  ქაოსური დღეა, არ არის სასურველი ახალი საქმის დამოუკიდებლად დაწყება. 

მერწყული - ეს დღე შესაძლოა რთული იყოს. ეცადეთ არ მიიღოთ ისეთი პროდუქტები, რომელიც თქვენ ორგანიზმს აღიზიანებს. 

თევზები - შემართებით მოძრაობთ თქვენი იდეისკენ, ამიტომ გქონდეთ საკუთარი თავის რწმენა და იმედი. 

 აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🎥 „დარბაზში ტატამიც კი არ იყო, რომ გვევარჯიშა... ეს სირთულეები არის მოტივაცია, რომ ადამიანს ჰქონდეს რაღაცის ჟინი“ - რას ჰყვება ლაშა ბექაური

🎥 „ბებიაჩემს დიდი წვლილი მიუძღვის ჩემს წარმატებაში... გაჭირვების პერიოდში გვინახავდა“ - ლაშა ბექაურის ემოციური ინტერვიუ

🎥 ნახეთ როგორ მიულოცა ნანუკა გულუას ქალიშვილმა სალომე გოგიაშვილს დაბადების დღე