
„დღევანდელი დღის მმართველი პლანეტა ვენერაა, ამ დღის გამოყენება შეგიძლიათ იმისთვის, რომ თქვენი მეორე ნახევარი გაახაროთ. კარგი იქნება თუ დღევანდელ საჩუქარს შეარჩევთ იმის მიხედვით თუ რა სურს და არა იმის მიხედვით თუ რა სჭირდება. ვისაც მეორე ნახევარი არ გყავთ შეგიძლიათ შეიძინოთ საწინააღმდეგო სქესის რაიმე ნივთი, რათა მოიზიდოთ პარტნიორი თქვენ ცხოვრებაში“, - ამის შესახებ ასტროლოგმა ნინა სუსლოვამ გადაცემაში „დილა მშვიდობისა საქართველო“ ისაუბრა და საზოგადოებას რეკომენდაციები გაუზიარა.
რაც შეეხება ზოდიაქოს თითოეულ ნიშანს, მათი 14 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი ასე გამოიყურება 👇
ვერძი - თავი შეიკავეთ რისკისგან და განსაკუთრებული სიფრთხილე გამოიჩნეთ ახალ გაცნობილ ადამიანთან. ყველაფერს, რაც თქვენს ირგვლი ხდება მიაქცეით ყურადღება.
კურო - მოზღავევბული ენერგია გექნებათ, კარგი იქნება თქვენი დრო და ენერგია დაუთმოთ საოჯახო საქმეებს. ასევე შეეცადეთ თავიდან აირიდოთ კონფლიქტური სიტუაციები და შორ გზაზე გადაადგილება.
ტყუპები - ქაოტური და არეული დღე შეიძლება იყოს, ეცადეთ დააბალანსოთ საკუთარი თავი და ემოციები, არ აღიქვათ ზედმეტად მწვავედ ის ყველაფერი, რაც თქვენ ირგვლივ ხდება.
კირჩხიბი - მნიშნელოვანი დღეა, შეგიძლიათ თქვენ საყვარელ ადამიანებთან ისაუბროთ მნიშვნელოვან თემებზე და გაუზიაორთ ერთმანეთს თქვენი ფიქრები და ემოციები.
ლომი - უმჯობესია უარი თქვათ მავნე ჩვევებზე, მიაქცეით მაქსიამლური ყურადღება ენერგის აღდგენას და დაკავდეთ სპორტით.
ქალწული - კარგია დღევანდელი დღე ახალი ინფორმაციის მისაღებად, სწავლისთვის და მნიშვნელოვანი საქმის დაწყებისთვის.
სასწორი - მნიშნელოვანი დღეა, მარტივად შეძლებთ ნებისმიერი საქმის მოგვარებას და პრობლემბის გადაჭრას. ასევე შეძლებთ ფინანსური საკითხების მოგვარებასაც.
მორიელი - კარგია ნებისმიერი ახალი საქმის დაწყება. განსაკუთრებით ისეთი საქმის, რომელიც კოლექტივში მუშაობას უკავშირდება. აიღეთ ვალდებულება საკუთარ თავზე, ყველაფერს შესანიშნავად შეასრულებთ.
მშვილდოსანი - ეცადეთ მშვიდები იყოთ და არ იყოთ ზედმეტად აქტიურები. მიაქციეთ ყურადღება თქვენ მოქმედებებს, შეიძლება თქვენი ქმედება არ იყოს საზოგადოებისთვის მოსაწონი.
თხის რქა - არ გადაიტვირთოთ და არ აიღოთ ზედმეტი ვალდებულება საკუთარ თავზე. ეცადეთ ეს დღე მსუბუქად გაატაროთ და მეტი დრო დაუთმოთ დასვენებას.
მერწყული - ეცადეთ დღევანდელი დღე თქვენ მეორე ნახევარს დაუთმოთ, მოსუმინეთ და გაახარეთ საჩუქრით.
თევზები - დადებითი დღეა, თუმცა რაღაც მომენტში შეიძლება დათმობაზე წასვლა მოგიწიოთ. შეგიძლიათ ეს დღე აქტიურად გამოიყენოთ, მიაქციეთ ყურადღება იმას თუ ვის რას ეუბნებით და ინფორმაცია, რომელსაც დღეს მოსიმენთ არც ის დატოვოთ უყურადღებოდ. უმჯობესი იქნება მნიშვნელოვანი საქმეები, დღის პირველ ნახევარში დაგეგმოთ.
⭕ აგრეთვე დაგაინტერესებთ:
⭕საქართველოში ამინდი მკვეთრად იცვლება - პროგნოზი ქალაქების მიხედვით
🎥 ნახეთ, რა აჩუქა ლელა წურწუმიას მეუღლემ და შვილმა - მამულიჩა სახალისო კადრებს აქვეყნებს