Digest Logo

🎥 „ვისაც მეორე ნახევარი არ გყავთ, შესაძლოა დღეს გაიცნოთ“ - 15 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი ნინა სუსლოვასგან

1744695809
 ნინა სუსლოვა

„დღევანდელი დღის მმართველი პლანეტა მარია და ამ დღის ენერგია დადებითია. ეცადეთ აქტიურები და პოზიტიურები იყოთ. შეიძლება ენერგიის მოზღვავება იგრძნოთ და ეცადეთ ეს აგრესიაში არ გადაგივიდეთ“, - ამის შესახებ გადაცემაში „დილა მშვიდობისა საქართველო“ ასტროლოგმა, ეზოტერიკოსმა და ნუმეროლოგმა ნინა სუსლოვამ ისაუბრა. 

რაც შეეხება ზოდიაქოს თითოეულ ნიშანს, მათი 15 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი ასე გამოიყურება 👇 

♈ ვერძი 

შეიძლება დაძაბულობა იგრძნოთ, განსაკუთრებით თუ საქმე ისე არ წავიდა როგორც გეგმავდით. ასევე ყურადღება მიაქციეთ კოლეგებთან ურთიერთობას. 

♉ კურო

კარგი დღეა ხელშეკრულებისთვის, შეთანხმებისთვის და მოლაპარაკებისთვის. თუ ფინანსური პრობლემები გაქვთ ამ დღეს მოაგვარებთ მარტივად. პოზიტიური დღე გელოდებათ და შეგიძლიათ ნებისმიერი მიმართულებით გამოიყენოთ. 

♊ ტყუპები

ინფორმაციული კუთხით დატვირთული დღე გელოდებათ, მოგიწევთ იყოთ ორიენტირებული დეტალებზე, რათა არ დაუშვათ შეცდომები. მიაქციეთ ყურადღება სიტყვებს, რომელსაც იტყვით. 

♋ კირჩხიბი

ნაყოფიერი დღეა, შეგიძლიათ ძველი პრობლემები გამოასწორთ და ახალი საქმე დაიწყოთ და გადაგათ ახალი ნაბიჯები.

♌ ლომი 

ყურადღების ცენტრში იქნებით, წარმატება თქვენ მხარესაა, მარტივად ახდენთ სხვებზე შთაბეჭდილებას. მეორე ნახევართან კი სჯობს მეტი გულახდილობა გამოიჩინოთ.

♏ ქალწული

თუ მნიშნელოვანი საქმე გაქვთ დაგეგმილი სჯობს დღის პირველი ნახევარი გამოიყენოთ. დღის მეორე ნახევარში უფრო მეტად ემოციური იქნებით. 

♎ სასწორი

მნიშნელოვანი დღე გელოდებათ, სჯობს საკუთარი თავი აირჩიოთ დღეს და დაიცვათ საკუთარი პოზიცია, ასევე დააფასოთ საკუთარი თავი. 

 ♏ მორიელი  

მიუხედავად იმისა, რომ დღეს შეგიძლიათ იყოთ თამამები და აქტიურები გახსოვდეთ სიჩქარე კარგი არ არის, ეცადეთ კარგად განსაზღვროთ ყველაფერი და ისე იმოქმედოთ. გარკვეულმა ინფორმაციამ, რომელიც თქვენამდე მოვა, შეიძლება შეცვალოს თქვენი დამოკიდებულება კონკრეტულ ადამიანთან მიმართებაში.

♐ მშვილდოსანი 

საინტერესო და მრავალფეროვანი დღეა, ასევე შეიძლება გაიგოთ ინფორმაცია, რომელსაც არ ელოდით. კარგი იქნება საკუთარი თავი ჩაროში მოაქციოთ და არ წახვიდეთ რისკზე. ვისაც მეორე ნახევარი არ გყავთ შესაძლოა დღეს გაიცნოთ ეს ადამიანი.

♑ თხის რქა

ამ დღეს კარგი იქნება დაგეგმოთ საქმეები, როგორც კარიერული კუთხით, ასევე პირადი კუთხითაც. ასევე ჩამოწეროთ გეგმა რა გსურთ.

♒ მერწყული 

საინტერესო და მნიშვნელოვანი დღეა, შეგიძლიათ გადადგათ თამამი ნაბიჯები. თუ მეორე ნახევარი გყავთ შეგიძლიათ დაპატიჟოთ ვახშამზე.

♓ თევზები

კარგი იქნება დაუბრუნდეთ ისეთ საქმეებს, რომელიც ადრე დაიწყეთ და არ დაგისრულებიათ. ეს დღე გაძლევთ საშუალებას მარტივად გამოსწროთ ნებისმიერი პრობლემა. კარგი იქნება დღის მეორე ნახევარი შემოქმედებას დაუთმოთ და გააკეთოთ ის, რაც კარგ ხასიათზე დაგაყენებთ. 

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში - პროგნოზი ქალაქების მიხედვით

⭕დროებითი საგამოძიებო კომისიის მორიგი სხდომა დღეს გაიმართება - კომისიის წევრების კითხვებს ჯონდი ბაღათურია უპასუხებს