20 მარტი - გაზაფხულის ბუნიობა - ამის შესახებ სოციალურ ქსელში ასტროლოგი ქეთი ოდიშელი წერს და რჩევებს გვიზიარებს.
„წელს, მზე 18:46 სთ-ზე ვერძის ზოდიაქოს ნიშანში გადაინაცვლებს, სწორედ ეს არის ზამთრის ციკლის დასასრული.
სიმბოლურად ეს ბუნების დღესასწაული მინიმუმ სამი დღის განმავლობაში აღინიშნება.
წელს 20 მარტს - კოსმოსური ახალი ციკლის დასაწყისი, ახალი წელი, ასტროლოგიის საერთაშორისო და ბედნიერების დღე აღინიშნება!
მომდევნო ერთი თვე სასიკეთოა: ვერძის, ლომის, მშვილდოსნის, ასევე ტყუპებისა და მერწყულის ნიშნის წარმომადგენლებისთვის, შედარებით მეტი თავშეკავება მართებს სასწორებს.
ამ დღეს ბევრ ქვეყანაში ზეიმობენ, მითოლოგიაც გაჯერებულია მრავალი საინტერესო ამბითა და პერსონაჟით.
ანგლოსაქსონურ ტრადიციებში ოსტარას დღეს ზეიმობენ, რომელიც განთიადის, გაზაფხულის ქალღმერთად ითვლება. მისი საყვარელი ცხოველია კურდღელი, ხოლო სიმბოლო კვერცხი.
აღმოსავლურ ქვეყნებში ზეიმობენ ნოვრუზობას (სპარსულიდან - ახალი დღე). ასევე ჯეჯილითა და კვერცხებით აღნიშნავენ ამ დღესასწაულს.
ძალიან წააგავს ამ დღესასწაულის ტრადიციები, ჩვენთვის ნაცნობ აღდგომის დღესასწაულს, რომელსაც ქრისტიანული (მართლმადიდებელი) სამყარო მოგვიანობით ზეიმობს.
ამ ჯადოსნურ დღეებთან დაკავშირებით, იგეგმება გასვლა ქალაქგარეთ, ეს იქნება განახლების, გაჯანსაღებისა და აღზევების დღე“, - წერს ქეთი ოდიშელი.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„არ დაკავდეთ სარისკო საქმეებით და ექსტრემალური სპორტის სახეობით“ - 13 მარტის მეტაფიზიკური პროგნოზი
⭕როგორი ამინდია მოსალოდნელი 13 მარტს საქართველოში - პროგნოზი ქალაქების მიხედვით