Digest Logo

🎥 „ყურადღება გმართებთ ფინანსური საკითხების მიმართ“ - როგორი ასტროლოგიური კვირა ელოდება ზოდიაქოს თითოეულ ნიშანს

1725259859
მიხეილ ცაგარელი

როგორი კვირა ელოდება ზოდიაქოს ნიშნებს 2- 8 სექტემბრის ჩათვლით?ასტროლოგიური პროგნოზის შესახებ მიხეილ ცაგარელმა ვიდეომიმართვაში ისაუბრა.

ცაგარელის განმარტებით, მიმდინარე კვირაში გვაქვს სსავსემთვარეობა, რასაც  განსაკუთრებული ყურადღება უნდა მივაქციოთ.  

მიხეილ ცაგარელის თქმით, საერთო ფონი უარესდება, ამიტომ მიმდინარე კვირა ფრთხილად უნდა გავიაროთ.

რაც შეეხება ცალკეული ნიშნების ზოდიაქოს, მიხეილ ცაგარელის პროგნოზი ასეთია:

ვერძი

ენერგოტონუსი მცირდება, ამიტომ ნუ გადაიღლებით. ნუ გამოიჩენთ ზედმეტ ინიციატივას, საჭიროა მშვიდ ცხოვრებისეულ რიტმზე გადასვლა. მოგიხდებათ გარკვეული პრობლემების მოგვარება, რაც აგვისტოში დაიწყო და ახლაც აქტუალურია. ვალდებულებები გაიძულებთ ბევრი დროის და ენერგიის დახარჯვას. მიაქციეთ ყურადღება ჯანმრთელობას.

კარგი დღეა: 5 სექტემბერი

ცუდი დღეა: 2 და 7 სექტემბერი.

კურო 

ენერგოტონუსი უმჯობესდება, ჯანმრთელობა ხდება მდგრადი, თუმცა დედამიწის უარყოფით ენერგოველმა შეიძლება შეგიქმნათ უსიამოვნებები, გაგიჭირდებათ ემოციების კონტროლი, რის გამოც გაგირთულდებათ ურთიერთობები. ფინანსურ საკითხებშიც გელოდებათ პრობლემები. სასიყვარულო პარტნიორებთან გამოიჩინეთ მეტი ყურადღება. 

კარგი დღეა: 3 და 8 სექტემბერი.

ცუდი დღეა: 5 სექტემბერი.

ტყუპები

ენერგოტონუსი დაბალია, რთული კვირა გეწყებათ. ჯანმრთელობა ხდება არამდგრადი, ემოციური გაღიზიანება მაღალია. მოიმატებს სიჯიუტე, განსაკუთრებული პრობლემები შეიძლება შეგექმნათ ხელმძღვანელებთან, ახლობლებთან. სირთულეები წარმოიქმნება ფინანსურ სფეროშიც. ფრთხილად და წინდახედულად გაიარეთ ეს კვირა. 

კარგი დღეა: 6 სექტემბერი. 

ცუდი დღეა: 2 და 8 სექტემბერი. 

კირჩხიბი

ენერგოტონუსი მაღალია, მაგრამ ახალმთვარეობის გამო ფრთხილად უნდა იყოთ. ეს არის პერიოდი, როცა სირთულეები იჩენს თავს. ურთიერთობები ირგვლივ მყოფებთან ცოტა დაგეძაბებათ, მეტი სიფრთხილე გმართებთ მგზავრობა-მოგზაურობასთან. 

კარგი დღეა: 3 და 7 სექტემბერი.

ცუდი დღეა: 5 სექტემბერი.

ლომი

პერიოდი რთულია, ენერგოტონუსი დაბალია, ჯანმრთელობა ხდება არამდგრადი. განსაკუთრებული ყურადღება გმართებთ ფინანსური საკითხების მიმართ, რადგან ზედმეტი ხარჯის და დანაკარგის წინაშე შეიძლება აღმოჩნდეთ. მეგობრებთან და ახლობლებთან ურთიერთობა დაიძაბებით, მოიმატებს თქვენში გაღიზიანება. 

კარგი დღეა: 6 სექტემბერი.

ცუდი დღეა: 3, 4, 8 სექტემბერი.

ქალწული

ყველაზე იღბლიანი და წარმატებული ახლა თქვენ ხართ. ენერგოტონუსი ყველაზე მაღალი გაქვთ, აქტიური და ენერგიული ხდებით, შესაძლებლობებიც მოგემატებათ, თუმცა პარტნიორულ ურთიერთობებში შეიძლება გქონდეთ გარკვეული სირთულეები. მთლიანობაში კარგი კვირა გაქვთ.  

კარგი დღეა: 4 სექტემბერი.

ცუდი დღეა: 6 სექტემბერი.

სასწორი 

ყველაზე რთული კვირა გაქვთ, ჯანმრთელობა არამდგრადია და ფსიქოემოციურად გახდებით არასტაბილური. კონფლიქტების, ჯანმრთელობის გაუარესების ტენდენცია გაიზრდება. გექნებათ მძაფრი რეაქციები პრეტენზიებზე, სუბიექტურად უყურებთ ყველაფერს, რის გამოც შეცდომების დაშვების ალბათობა მაღალია. ზედმეტს ნუ ისაუბრებთ და დაიცავით საიდუმლო.

კარგი დღეა:  5 სექტემბერი.

ცუდი დღეა: 3 და 7 სექტემბერი.

მორიელი

ენერგოტონუსი უმჯობესდება და ფიზიკურად უფრო ენერგიული გახდებით, გაგიუმჯობესდებათ განწყობაც. ყურადღება მიაქციეთ ემოციებს, ყველაფერი ისე არ იქნება, როგორც გსურთ. სხვათა მხრიდან წინაღობების ტენდენცია მოიმატებს, მანდილოსნებთან ურთიერთობა რთულდება და თქვენი სურვილი საიდუმლო ურთიერთობებისა გახდება კონფლიქტების ფაქტორი. 

კარგი დღეა: 4 სექტემბერი.

ცუდი დღეა: 6 სექტემბერი.

მშვილდოსანი

ენერგოტონუსი მცირდება, თავს არ იგრძნობთ კომფორტულად. პროფესიულ საქმიანობაში სხვადასხვა პრობლემები იჩენს თავს, მათ შორის ხელმძღვანელ პირებთან, რის გამოც მეტი ტაქტი და თავდაჭერა გმართებთ. კოლეგებთან ურთიერთობა რთული იქნება, ვერ იგრძნობთ მხარდაჭერას. 

კარგი დღეა: 5 სექტემბერი.

ცუდი დღეა: 3 სექტემბერი.

თხის რქა

ენერგოტონუსს არ უჩივით, ხართ აქტიურები, ენერგიულები, ჯანმრთელები. ყურადღება მიაქციეთ მავნე ჩვევებს, რადგან ამ პერიოდში ისინი გაძლიერდება. მოგიწევთ გეგმებს გადახედოთ. არ დადოთ ხელშეკრულებები, რადგან სათანადოდ არ იმუშავებს. ნაკლებად წარმატებული იქნება მგზავრობა-მოგზაურობა. 

კარგი დღეა: 2 და 7 სექტემბერი.

ცუდი დღეა: 5 სექტემბერი.

მერწყული

ენერგოტონუსი დაბალია, ჯანმრთელობაც არამდგრადი. იმატებს დაძაბულობები, კონფლიქტები, რის გამოც თვითრწმენა შემცირდება. თუ გაქვთ საერთო ფინანსური საქმეები ბიზნესპარტნიორებთან, მაქსიმალურად აკონტროლეთ როგორც თქვენი მხარე, ასევე მათი მხარე ფინანსების მიმართ   დამოკიდებულება. 

კარგი დღეა: 6 სექტემბერი.

ცუდი დღეა: 3 და 4 სექტემბერი.

თევზები 

ენერგოტონუსს არ უჩივით, მაგრამ სირთულეები მაინც გაქვთ. პრობლემები პარტნიორებთან. საკუთარ თავში ჩაიკეტებით და ყურადღებას აღარ დაუთმობთ სხვებს. მოიმატებს უნდობლობა და ქედმაღლობა. მაქსიმალურად ეცადეთ არ ისაუბროთ ზედმეტი. 

კარგი დღეა: 2 და 8 სექტემბერი.

ცუდი დღეა: 5 სექტემბერი.

 ასევე დაგაინტერესებთ:

„საერთო ფონი უარესდება, დედამიწა გადადის უარყოფით ენერგოველში, რაც მთლიანობაში ძაბავს ურთიერთობებს“ - მიმდინარე კვირის ასტროლოგიური პროგნოზი

„დაბადების დღეს ვულოცავ მსოფლიოში საუკეთესო მეუღლეს“ - მომღერალი გიორგი ძოწენიძე იუბილარია

გრანდიოზული ტორტი, ულამაზესი თეთრი კაბა და ორიგინალური თაიგული - მორიგი კადრები ირინკა კავსაძის ქორწილიდან