ჟურნალისტი თაკო მელიქიშვილი, რომელიც ბოლო პერიოდში ასტროლოგიით აქტიურად დაინტერესდა და შესაბამისი განათლებაც მიიღო, სოციალურ ქსელში ასტროლოგიურ თემებზე პოსტებსა და ვიდეოებს პერიოდულად უზიარებს საზოგადოებას.
ამჯერად მელიქიშვილი მორიგ პოსტს აქვეყნებს, სადაც 6 თებერვლის ასტროლოგიურ პროგნოზს გვაცნობს:
„ჰოროსკოპი 6 თებერვლისთვის
მთვარის დღე — 19 / 20
მთვარის ფაზა — კლებადი მთვარე სასწორში
ვერძი
დღეს არსებობს შეცდომის რისკი და ენერგიის არასწორი მიმართულებით დახარჯვა. მოუსმინეთ შინაგან ხმას და არ დაგავიწყდეთ თქვენი მიზნები. საყვარელ ადამიანთან ურთიერთობაში შესაძლოა დაძაბულობა გაჩნდეს ეცადეთ გაიგოთ მისი მიზეზები.
კურო
დღის დაგეგმვა გაგიჭირდებათ, რადგან მოვლენებში სიცხადე არ არის. შესაძლოა ყველაფერი ისე არ განვითარდეს, როგორც ელოდით. ყურადღება მიაქციეთ აქტუალურ საკითხებს და მოერიდეთ აჩქარებას იმოქმედეთ მშვიდად და გააზრებულად.
ტყუპები
ვარსკვლავები გირჩევენ, ნაკლებად მოუსმინოთ უცხო ადამიანების რჩევებს და ინტუიციას დაეყრდნოთ. იყავით პრაქტიკულები და რეალისტურად შეაფასეთ სიტუაცია. სხვების მანიპულირება სარგებელს არ მოგიტანთ.
კირჩხიბი
დღეს საჭიროა სიმტკიცე და მიზანდასახულობა. ნუ დათანხმდებით ნაკლებზე და დაიცავით თქვენი პოზიცია. პირად ურთიერთობებში შესაძლებელია უთანხმოება მეტი ისაუბრეთ გრძნობებზე და გამოიჩინეთ მზრუნველობა.
ლომი
ყურადღება მიაქციეთ ფინანსურ საკითხებს გადახედეთ ბიუჯეტს და შეამცირეთ ხარჯები. მცირე დეტალებიც მნიშვნელოვანია. საღამო გაატარეთ მხიარულად, მეგობრებთან ერთად ეს პოზიტიურ ემოციებს მოგიტანთ.
ქალწული
დღეს კომუნიკაცია შეიძლება გაგიჭირდეთ, ამიტომ მნიშვნელოვანი მოლაპარაკებები სხვა დღისთვის გადადეთ. მოერიდეთ მანიპულატორებს და ნუ მიიღებთ გადაწყვეტილებებს სხვისი ზეწოლის ქვეშ. შეგიძლიათ სცადოთ რაიმე ახალი და უჩვეულო.
სასწორი
რაც არ უნდა აკეთოთ, მოუსმინეთ საკუთარ ორგანიზმს. არსებობს დაუძლურებისა და ავადმყოფობის რისკი. გააკეთეთ შესვენებები და ნუ აიღებთ ზედმეტად რთულ საქმეებს. ყურადღება მიაქციეთ დეტალებს მცირე შეცდომამაც შეიძლება შედეგზე იმოქმედოს.
მორიელი
არ დაგეგმოთ ახალი ან რთული საქმეები. გარემოებები სრულად თქვენს მხარეს არ არის, ამიტომ მოქნილობა და ალტერნატიული გზების ძიება მნიშვნელოვანია. კარგი დროა საქმიანი შეხვედრებისთვის შეგიძლიათ ახალი მოკავშირეები იპოვოთ.
მშვილდოსანი
ოჯახში შეინარჩუნეთ მშვიდი და თბილი ატმოსფერო. ნუ ეცდებით ნებისმიერ ფასად საკუთარი აზრის დამტკიცებას. მშვიდი განწყობა ურთიერთობებს გააძლიერებს. შესაძლოა დღეს ზედმეტად ეჭვიანები ან მგრძნობიარენი იყოთ.
თხის რქა
სრული კონტროლი მოვლენებზე რთული იქნება. შეინარჩუნეთ სიმშვიდე და მოერიდეთ პასუხისმგებლობით დატვირთულ საქმეებს. დაკავდით ნაცნობი და მარტივი სამუშაოებით თქვენი აზრი ხელმძღვანელობამ შეიძლება დააფასოს.
მერწყული
მოერიდეთ ზედმეტ ხარჯებს და ფინანსურ გადაწყვეტილებებს. მეგობრებთან შეხვედრები სასარგებლო იქნება ვინმემ შეიძლება მოგაწოდოთ საინტერესო იდეა, რომელიც მომავალში პროფესიულ სარგებელს მოგიტანთ.
თევზები
დღეს ბევრი რამ თქვენს განწყობაზეა დამოკიდებული, ამიტომ დილიდანვე შეეცადეთ პოზიტივი შეინარჩუნოთ. მოქმედებები კარგად დაგეგმეთ, რათა შეცდომებს თავი აარიდოთ. უმჯობესია ნაცნობ საქმეებზე კონცენტრირდეთ და ახალი პროექტები მოგვიანებით დაიწყოთ.
თქვენი დღე იყოს მშვიდი, ბედნიერი და წარმატებული!“, - წერს თაკო მელიქიშვილი.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„შეუდარებელი გოგო“ - თაკო ჩორგოლაშვილის ახალმა კადრებმა გამომწერები მონუსხა
⭕„სიყვარული არ ნიშნავს ალტერნატივების ძიებას, ეს არჩევანია“ - ნათია ზარანდია