Digest Logo

„სიყვარული არ ნიშნავს ალტერნატივების ძიებას, ეს არჩევანია“ - ნათია ზარანდია

1770300443
ნათია ზარანდია

მომღერალი ნათია ზარანდია სოციალურ ქსელში გულწრფელ და შთამაგონებელ პოსტს აქვეყნებს, სადაც სიყვარულის შესახებ წერს. 

მისი თქმით, ნამდვილი სიყვარული ეს ცხოვრების არჩევანია.

„თუ შენ მამაკაცს უყვარხარ, ნამდვილად უყვარხარ, მას არ სჭირდება სხვა ქალები, არ სჭირდება ფლირტი, არ სჭირდება მიმოწერები, რადგან სიყვარული არ ნიშნავს ალტერნატივების ძიებას, ეს არჩევანია.

ნამდვილი მამაკაცი არ ეძებს უკეთესს, არ აწყობს გამოცდებს, არ თამაშობს.

მან უბრალოდ იცის, ეს ის არის, მისი ქალი, მისი სახლი და ამ სიყვარულს არ გადაუხვევს არა მოწყენილობისგან, არა ცდუნების გამო, არა სხვისი სიტყვების გამო.

არ გადაუხვევს იმიტომ, რომ როცა მამაკაცს ნამდვილად უყვარს, მთელი სამყარო არჩევანი აღარ არის. მას უკვე აქვს პასუხი“, - წერს ნათია ზარანდია.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕„ჩემპიონი დაბრუნდა“ - რა კადრებს აქვეყნებს ილია თოფურია

⭕ლარი გამყარდა - ვალუტის კურსი