Digest Logo

„ყურადღება მიაქციეთ ჯანმრთელობას და დაისვენეთ პერიოდულად...“ - 22 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი თაკო მელიქიშვილისგან

1750572686
თაკო მელიქიშვილი

ჟურნალისტი თაკო მელიქიშვილი, რომელიც  ბოლო პერიოდში ასტროლოგიით დაინტერესდა და შესაბამისი განათლებაც მიიღო ამ კუთხით, სოციალურ ქსელში ასტროლოგიურ თემებზე ხშირად აქვეყნებს პოსტებს თუ ვიდეოებს და საზოგადოებას რჩევებს უზიარებს.

ამჯერად თაკო მელიქიშვილი სოციალურ ქსელში მორიგ პოსტს აქვეყნებს, სადაც 22 ივნისის ასტროლოგიურ პროგნოზზე წერს:

„ჰოროსკოპი 22 ივნისისთვის

მთვარის დღე – 25 / 26

მთვარის ფაზა – კლებადი მთვარე კუროში

ვერძი

დღეს ვერძს დამოუკიდებლობა მოუნდება, მაგრამ ხშირად მოუწევს კომპრომისზე წასვლა. თუ საჭირო ადამიანებთან ვერ იპოვით საერთო ენას, მიზნის მიღწევა გაგიჭირდებათ. ზოგიერთისთვის ფინანსური საკითხები აქტუალური გახდება — შეიძლება დაგჭირდეთ შემოსავლის ახალი წყაროს პოვნა.

კურო

თუ თქვენ მოგწონთ ვინმე, თავი არ მოაბეზროთ – დაელოდეთ მის პირველ ნაბიჯს. იყავით მეგობრული, მაგრამ ემოციები სხვებს არ გაუზიაროთ, რათა არ გავრცელდეს ჭორები. დღე კარგია შემოქმედებითი საქმიანობისა და გონებრივი შრომისთვის.

ტყუპები

მუშაობა ბევრი იქნება, მაგრამ სიამოვნებასაც მოგიტანთ. ყურადღება მიაქციეთ ჯანმრთელობას და დაისვენეთ პერიოდულად. დღევანდელი მოვლენები მომავალზე გავლენას მოახდენს, ამიტომ ნუ იჩქარებთ და ყველაფერი სერიოზულად მიიღეთ.

კირჩხიბი

დღე სამუშაოსთვის ხელსაყრელი არ არის. გული სიყვარულისკენ გექნებათ – წყვილში მყოფებმა რომანტიკული საღამო მოაწყვეთ, ხოლო მარტოებს მეგობრებთან შეხვედრა გაახარებთ. არ არის საუკეთესო დრო მოლაპარაკებებისთვის და ხელშეკრულებების გასაფორმებლად. ჯობს შემოქმედებით საქმიანობას ან ჰობის მიჰყვეთ.

ლომი

დღეს ახლობლებს მოუსმინეთ და დაეხმარეთ მათ პრობლემებში. ეს თვითკმაყოფილებას მოგიტანთ. სამსახურში კი კოლეგებთან დიალოგში მოგიწევთ კომპრომისზე წასვლა. ზოგი შეეცდება განწყობა გაგიფუჭოთ, ამიტომ საღამო სიჩუმეში და სიმშვიდეში გაატარეთ.

ქალწული

შეიძლება საინტერესო ცვლილებები მოხდეს. წარსულიდან გამოჩენილ ადამიანებთან თავიდან დაახლოება რეკომენდებული არ არის – რაც წარსულია, წარსულში დარჩეს. სახლში და სამსახურში ბევრი საქმე იქნება, მაგრამ არ აიღოთ იმაზე მეტი, ვიდრე შეგიძლიათ.

სასწორი

მოულოდნელი სიახლეები ან სასიამოვნო მომენტები გელოდებოდეთ. თუ ვინმე დახმარებას შემოგთავაზებთ – არ თქვათ უარი. სამუშაო ბევრი იქნება და ყველაფერი სწრაფად უნდა გააკეთოთ. გადაწყვეტილებების მისაღებად დრო არ გექნებათ, ამიტომ კონცენტრაცია შეინარჩუნეთ.

მორიელი

მოითმინეთ და თავი შეიკავეთ. მხოლოდ ცივი გონება და რაციონალური ფიქრი დაგეხმარებათ საქმეში გარკვევაში. სხვის რჩევებზე ნუ იფიქრებთ – საკუთარი გადაწყვეტილებები უკეთ გაგიყვანთ მიზნამდე. კარგი ინფორმაცია განწყობას აგიმაღლებთ.

მშვილდოსანი

თუ ვინმე გაწყენინებთ არ დააგროვოთ წყენა – ისაუბრეთ გულწრფელად. შეიძლება ახალ ადამიანებთან ურთიერთობა დაიწყოს, მაგრამ ფრთხილად იყავით – ყველას ნდობა არ შეიძლება. შეინარჩუნეთ შინაგანი წონასწორობა და არ ინერვიულოთ წვრილმანებზე.

თხის რქა

დღეს უფრო მეტი ყურადღება დაუთმეთ ახლობლებს – შეიძლება ვინმეს თქვენი დახმარება დასჭირდეს. მაგრამ არ გადატვირთოთ თავი ზედმეტად. თქვენც გჭირდებათ დასვენება. დღე კარგია მეგობრებთან და კოლეგებთან ურთიერთობისთვის.

მერწყული

არ შეგეშინდეთ პასუხისმგებლობის აღების – შეძლებთ გაუმკლავდეთ ყველაზე რთულ ამოცანებსაც. სხვებიც შენიშნავენ თქვენს აქტიურობას და შთაგონდებიან თქვენით. სახლის საქმეები კი დაგეხმარებათ შინაგანი დაძაბულობისგან გათავისუფლებაში.

თევზები

დღე დატვირთული იქნება სამუშაოთი, მაგრამ დღის ბოლოს გამარჯვებულად იგრძნობთ თავს. დაგეგმეთ მომავალი ნაბიჯები – დაწერეთ გეგმა. თუ თქვენი გეგმები ახლობლებსაც ეხება, უმჯობესია რჩევა მათთან ერთად განიხილოთ. კარგი დროა ინფორმაციის გაცვლისა და სწავლისთვის“, - წერს თაკო მელიქიშვილი.