Digest Logo

🎥 „ყურადღება მიაქციეთ მინიშნებებს და შეგრძნებებს...“ - 22 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი ნინა სუსლოვასგან

1753165485
ნინა სუსლოვა

„დღევანდელი დღის მმართველი პლანეტა მარსია. ამ დღეს განსაკუთრებით გაძლიერებულ იქნება ინტუიცია. ყურადღება მიაქციეთ მინიშნებებს და შეგრძნებებს, რადგან შესაძლოა ბევრი რამ შეიტყოთ“, - 22 ივლისის ასტროლოგიურ პროგნოზზე გადაცემაში „დილა მშვიდობისა საქართველო“ ასტროლოგმა და ეზოტერიკოსმა ნინა სუსლოვამ ისაუბრა:

ვერძი

თქვენი ენერგია ზენიტშია, მარტივად მოახერხებთ ნაბიჯების გადადგმას. კარგი იქნება თუ დღეს თქვენთვის ძვირფას ადამიანებს გააბედნიერებთ.

კურო

კარგი იქნება თუ დღევანდელ დღეს ოჯახთან ერთად გაატარებთ. შეეცადეთ იყოთ მეტად ტკბილები. მაქსიმალური ყურადღება გამოიჩინეთ საოჯახო საქმეებთან.

ტყუპები

მნიშვნელოვანია ურთიერთობები. კომუნიკაციის წარმართვა მარტივად გამოგივათ. ასევე კონფლიქტები აირიდეთ და შეინარჩუნეთ სიმშვიდე.

კირჩხიბი

პოზიტიური დღეა, თუმცა ემოციები სწორად უნდა მომართოთ. შესაძლებლობა გექნებათ გადადგათ ახალი ნაბიჯები, თუმცა უნდა გაითვალისწინოთ მინიშნებები და შეგრძნებები, რომლებიც დღეს გექნებათ.

ლომი

ენერგია ისევ აქტიურია და მარტივად მოახერხებთ ნაბიჯების გადადგმას. შეგიძლიათ სხვებისთვის შთაგონების წყარო გახდეთ. გექნებათ ბევრი საქმე და ვალდებულება.

ქალწული

დღის პირველი ნახევარი მშვიდ გარემოში გაატარეთ. არ არის სასურველი მნიშვნელოვანი საქმეების შესრულება. უმჯობესია განმარტოვდეთ და დრო საკუთარ თავს დაუთმოთ. დღის მეორე ნახევარი შედარებით აქტიურია.

სასწორი

საინტერესო დღეა, კარგი იქნება თუ დროს მეგობრებთან ერთად გაატარებთ. შესაძლოა ახალი ნაცნობები შეიძინოთ. სწორად გამოიყენეთ დიპლომატია და ეცადეთ კომუნიკაცია მშვიდად წარმართოთ.

მორიელი

დღის პირველი ნახევარი საკმაოდ აქტიურია განსაკუთრებით კარიერული კუთხით. შეგიძლიათ, რომ თამამი ნაბიჯები გადადგათ. დღის მეორე ნახევარი კი შედარებით ემოციური იქნება.

მშვილდოსანი

დღის პირველი ნახევარი საკმაოდ აქტიურია თქვენთვის, მარტივად შეგიძლიათ იმოქმედოთ და სირთულეებს გაუმკლავდეთ. დღის მეორე ნახევარი კი ქაოსურია და უნდა იმოქმედოთ მშვიდად.

თხის რქა

მნიშვნელოვანი იქნება ფინანსურ საკითხებზე ფოკუსირება. შეეცადეთ დღევანდელი დღე პრობლემების მოსაგვარებლად გამოიყენოთ. იყავით მშვიდები.

მერწყული

საინტერესო დღე გელოდებათ ურთიერთობების კუთხით. მარტივად მოახერხებთ კომუნიკაციის დამყარებას ნაცნობებთან. შეეცადეთ დღევანდელი დღე სწორად გამოიყენოთ და თქვენი იდეები განახორციელოთ.

თევზები

აქტიური დღეა, თუმცა კარგი იქნება შეინარჩუნოთ სიმშვიდე. ყურადღება მიაქციეთ მინიშნებებს და გადადგით თამამი ნაბიჯები.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

არველაძეების რძალი ახალ, ოჯახურ ფოტოებს აქვეყნებს

როგორი ამინდი იქნება 22 ივლისს საქართველოში - ტემპერატურა ქალაქების მიხედვით

„როგორ ჰგავს მამიკოს“ - ჯორჯინა უზკატეგუია ქალიშვილის ახალ ფოტოს გვიზიარებს