ასტროლოგი ხათუნა ნოელი სოციალურ ქსელში ხშირად აქვეყნებს მნიშვნელოვან ინფორმაციას ასტროლოგიურ მოვლენებზე და საზოგადოებას საჭირო რჩევებს უზიარებს.
იგი ამჯერად მორიგ პოსტს აქვეყნებს, სადაც საქართველოს ასტროლოგიურ რუკას განიხილავს:
„დიდი ხანია, რაც საქართველოს ასტროლოგიურ რუკასთან დამოკიდებულებაში არ განიხილავს მიმდინარე ტრანზიტები. რაღაცნაირად გული აღარ მიმდიოდა არაფერზე. მაგრამ დღეს, რატომღაც დავინტერესდი, რას შეიძლებოდა გამოეწვია ის ამბები, რასაც გარშემო ვუყურებთ.
ჰოდა, აი, რა ვნახე:
18 ოქტომბრიდან 5 დეკემბრის ჩათვლით ტრანზიტულ იუპიტერს ჩვენი ქვეყნის ასტროლოგიური(ანუ მუნდანური) რუკის ჩრდილოეთის კარმულ კვანძთან შეერთება აქვს. შემდეგ რამდენიმე ხნით ეს შეერთება იშლება და გაისად ივნისში ისევ გაიმეორებს.
ჩრდილოეთი კვანძი ქვეყნის რუკებში მიუთითებს კოლექტიური ბედის, მიზნის და ზრდის მიმართულებაზე. საქართველოს მუნდანურ რუკაში ის კირჩხიბში 28°-ზე , მე3 სახლში ხვდება. კირჩხიბი არის წყლის ნიშანი, რომელიც კავშირშია ემოციებთან, უსაფრთხოებასთან, ფსიქოლოგიურ სიღრმესთან, ოჯახურ და ეროვნულ ტრავმებთან, ასევე ქვეყნის დაცვასთან (კირჩხიბის ჯავშანი). 28° არის კრიტიკული, ფიქსირებული გრადუსი, რომელიც დიდ ძალას და სიმძიმეს ანიჭებს.
მე-3 სახლს აბარია კომუნიკაცია, ტრანსპორტი, ადგილობრივი გარემო, მედია, მოკლე მანძილის მოგზაურობა, განათლება და ახლო მეზობლები (მათ შორის, საერთაშორისო დონეზე, მეზობელი ქვეყნები). იუპიტერი აქ აფართოებს და აზღვევს ამ სფეროებს. ბოლო გრადუსებზე ყოფნა ნიშნავს, რომ ეს ენერგია მაქსიმალურადაა გამოხატული, დასრულების პირასაა, და ყველაზე მეტად აქტუალური. ეს ძალიან ძლიერი, მაგრამ ასევე არასტაბილური პოზიციაა.
როდესაც იუპიტერი (გაფართოება, იღბალი) უერთდება ჩრდილოეთის კვანძს (ბედი), ეს ნიშნავს, რომ მიმდინარე ეტაპზე ერის ბედი განსაკუთრებით ძლიერად არის დაკავშირებული მე-3 სახლის თემებთან. ეს არის ძალიან ხელსაყრელი ასპექტი პოტენციური წარმატებისთვის, მაგრამ მას აქვს თავისი გამოწვევები, რადგან კვანძი კარმულ წერტილის წარმოადგენს.
პრაქტიკული გამოვლინებები რამდენიმე მიმართულებით შეიძლება განვითარდეს:
ეს შეიძლება მიუთითებდეს მნიშვნელოვან დიპლომატიურ ბერკეტების წარმოშობასა ან გაფართოებაზე მეზობელ ქვეყნებთან ან რეგიონალურ ორგანიზაციებთან ურთიერთობებში. შესაძლოა, მოხდეს ახალი შეთანხმებების ხელმოწერა (სავაჭრო, ტრანსპორტირების, განათლების), რომლებიც ქვეყანას დიდ სარგებელს მოუტანს.
თუმცა კირჩხიბის ენერგია ნიშნავს, რომ ეს მოლაპარაკებები ძალიან ემოციურად დატვირთული და მგრძნობიარე იქნება. საქმე შეიძლება ეხებოდეს ეროვნული უსაფრთხოების, ტერიტორიული სივრცეების ან ისტორიული ტრავმების თემებს. წარმატება მოითხოვს დიპლომატიურობას და ემოციურ ინტელიგენციას.
მე-3 სახლი ასევე არის მედია და კომუნიკაცია. იუპიტერი კვანძთან ერთად შეიძლება გამოიწვიოს ინფორმაციის უზარმაზარი ნაკადი, პროპაგანდის ან „საინფორმაციო ომის“ გაფართოებას, განსაკუთრებით მეზობელ ქვეყნებთან კონტექსტში.
საჭირო იქნება კრიტიკული აზროვნება და ინფორმაციის გაფილტვრა. რადგან, როგორც ვიცით, მედიას შეიძლება ჰქონდეს განსაკუთრებით დიდი ძალა საზოგადოებრივი აზრის ფორმირებაში, რაც შეიძლება გამოიყენონ როგორც სიკეთის, ისე ზიანის მიზნით. ერთმა დიდმა საინფორმაციო გაჟონვამ ან სკანდალმა შეიძლება ყველაფერი შეცვალოს.
მესამე სახლს აბარია აგრეთვე ტრანსპორტი და ინფრასტრუქტურის პროექტები. ამიტომ არაა გამორიცხული, რომ დაიწყოს მნიშვნელოვანი ტრანსპორტული/კომუნიკაციის პროექტი, რაც ქვეყნის ეკონომიკურ ბედს დიდად შეუწყობს ხელს. აქვე აღვნიშნავ, რომ კირჩხიბის გავლენის გამო, ეს პროექტები შეიძლება დაკავშირებული იყოს რთულ ემოციურ ან პოლიტიკურ საკითხებთან (მაგ., ტერიტორიები, ლტოლვილების პრობლემატიკა).
კიდევ ერთი მიმართულება, რომელზედაც შეიძლება იმუშაოს ამ შეერთებამ, არის განათლების სისტემა. და აქ ძალიან დიდი სიფრთხილე გვმართებს, რადგან ყოველი გადადგმული ნაბიჯი ახლა იქნება კარმული და საბედისწერო. არ უნდა დავუშვათ შეცდომა, რომელმაც შესაძლოა ძალიან გვაზარალოს შემდგომში. ეს პროცესი ეროვნული იდენტობის და ისტორიული მემკვიდრეობის კონტექსტში მოხდება.
კირჩხიბის ენერგია გვაფრთხილებს, რომ ყველა ამ საკითხს ექნება ღრმა ემოციური, ფსიქოლოგიური და უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ექო. ამიტომ, ყურადღება უნდა გავამახვილოთ, თუ რა ტიპის ინფორმაციას ვიღებთ და ვავრცელებთ? როგორ ვახდენთ, ან ვახდენთ თუ არა საერთოდ დიპლომატიურ გავლენას მეზობლებზე?
და რაც მთავარია - რას ვაკეთებთ საკუთარი ქვეყნის ინტერესების დასაცავად?
კი ვიცი, რომ ესეც დარჩება „ხმად მღაღადებლისად უდაბნოსა შინა... მაგრამ მაინც უნდა მეთქვა“, - წერს ხათუნა ნოელი.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕ 3 ცვალებადი ზოდიაქოს ნიშანი, რომელთაც განსაკუთრებული ბედი აქვთ
🎥 „რატო არ გეზარებათ ამდენი ჩურჩულები...“ - რა ვიდეოს აქვეყნებს მანუ მურღულია
⭕„ანათებ და აკაშკაშებ ყველაფერს...“ - თაკო ჩხეიძის საშემოდგომო სტილი გამომწერების ყურადღებას იპყრობს