Digest Logo

„ჩემთვის სიცოცხლე იესო ქრისტეა და სიკვდილი შენაძენი, ნიჭი და სიხარული“ - დეკანოზი თეოდორე გიგნაძის ქადაგება

1761129969
თეოდორე გიგნაძე

ჯვრის ამაღლების სახელობის ტაძრის წინამძღვარი და თეოლოგიის დოქტორი დეკანოზი თეოდორე გიგნაძე განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს საზოგადოებაში.

მისი ქადაგებები ქრისტიანებმა მალევე შეიყვარა, სწორედ ამიტომ იგი პერიოდულად სოციალურ ქსელში ამონარიდებს აქვეყნებს ხოლმე.

გთავაზობთ მისი ქადაგებიდან მორიგ ამონარიდს:

„ჩვენ შიგნით თუ ჯვარცმულის მიმდევარი ვართ - სიკვდილი უნდა დავამარცხოთ და ისე უნდა დავამარცხოთ, რომ როცა მოვა ჩვენთან ბიოლოგიური სიკვდილი, ამა სოფლის სიყვარულის თვალსაზრისით, მკვდარი უნდა დავხვდეთ.

- რატომ ეშინია ადამიანს სიკვდილის?!
- იმიტომ რომ მისთვის სიცოცხლე არის, აი, ეს, ეს, ეს, რაღაცები... ამქვეყნიური....

ეს არის ჩემთვის სიცოცხლე და მერთმევა მე სიკვდილით. და როცა ეს, აღარ არის ჩემთვის სიცოცხლე - მაშინ, პავლე მოციქულთან ერთად, შემიძლია ვთქვა, რომ ჩემთვის სიცოცხლე იესო ქრისტეა და სიკვდილი - შენაძენი,
ნიჭი და სიხარული.

მართლაც - რა არის ჩვენი სიცოცხლე, თუ არა ზეცასთან ურთიერთობა და ცოცხალ ღმერთთან, ღვთისმშობელთან,
წმინდანებთან ურთიერთობა?! და გარდაცვალება არის მათთან წასვლა, ჩვენ სამშობლოში...

თუ ჩვენ გავიმარჯვეთ შიშზე, ცხოველურ შიშზე, ბიოლოგიური სიკვდილისა...“, - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში. 

ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 „თუ სურვილი არ სრულდება, ვალად იდება და ხელს უშლის სხვა სურვილების ასრულებას“ - ანზორ ოდიშარია 2026 წლის ასტროტენდენციებზე

„შინაგან სამყაროში ჩაძირვისა და საკუთარ ქვეცნობიერთან შეხვედრის დრო...“ - რას ამბობს ასტროლოგი ნეპტუნის თევზებში დაბრუნებაზე

🎥 „სურვილების მანიფესტაციისთვის შეგიძლიათ გამოიყენოთ 24-დან 30 ოქტომბრის ჩათვლით პერიოდი“ - მედეა დოლიძე ახალმთვარეობის გავლენებზე