Digest Logo

„ყველაფერს საკუთარ თავზე ნუ აიღებთ, გადაანაწილეთ საქმეები, ითხოვეთ დახმარება“ - თაკო მელიქიშვილი დღის ასტროენერგიებზე

1790315567
თაკო მელიქიშვილი

💎 25 სექტემბერი ძალის, სილამაზისა და ძლიერი რეალიზაციის დღეა!

🔥 მოქმედებს 7 • 8 • 6-ის ენერგიები.

რას ვაკეთებთ შვიდიანის დღეს?

რა თქმა უნდა, ფიზიკური აქტივობით ენერგიას ვიმაღლებთ ეს განხილვასაც კი არ ექვემდებარება!

🏃‍♀️ დილიდანვე მინიმუმ 15–20 წუთი ივარჯიშეთ. თუ დღის განმავლობაში სრულფასოვან ვარჯიშსაც დაამატებთ, შეიძლება ითქვას, ჯეკპოტი იქნება! ექვსიანის რეალიზაცია დღეს დაგეხმარებათ გათავისუფლდეთ იმ სიტუაციებისგან, ადამიანებისა და საქმეებისგან, რომლებიც თქვენს ცხოვრებას აღარ ემსახურება და მხოლოდ ენერგიას გართმევთ. თუმცა ეს მხოლოდ მაშინ იმუშავებს, თუ გულწრფელად დატკბებით საკუთარი თავით და საკუთარ თავზე მხოლოდ კარგს იტყვით.

💬 დღეს განსაკუთრებით ეფექტურია აფირმაციები: „მე ბედნიერი ვარ!“ „მე მდიდარი ვარ!“ „მე საყვარელი ვარ!“ „მე წარმატებული ვარ!“ „მე ჩემი ცხოვრების საუკეთესო პერიოდს ვცხოვრობ!“ საკუთარ თავზე მხოლოდ დადებითად ისაუბრეთ.

⚠️ დღე შესაძლოა კრიზისული გახდეს, თუ სხვისი პრობლემების საკუთარ თავზე აღებას დაიწყებთ. ადამიანები თავიანთ განცდებს გაგიზიარებენ და თქვენ ყველას დახმარებისა და გადარჩენის სურვილი გაგიჩნდებათ. დღეს უმჯობესია, მაქსიმალურად გაემიჯნოთ სხვის ისტორიებს და მათ ემოციებში ზედმეტად არ ჩაიძიროთ.

💵 ნუ დაგავიწყდებათ, რომ დღეს ვენერას დღეა. იზრუნეთ საკუთარ თავზე, გაანებივრეთ თავი, შეიძინეთ რაიმე სასიამოვნო და შეიქმენით ლამაზი განწყობა. აუცილებლად გაახარეთ საკუთარი თავი რაღაც განსაკუთრებულით!

🧂 განაახლეთ მარილი სამარილეში და თქვით: „სამარილეს ვავსებ ფინანსური სიუხვით, სიყვარულით, ბედნიერებითა და ყველაფრით, რაც მჭირდება. მე ყველაფერს მარტივად და თავისუფლად ვიღებ“.

🕊 დღეს ყველაფერს საკუთარ თავზე ნუ აიღებთ. გადაანაწილეთ საქმეები, ითხოვეთ დახმარება და ნუ შეეცდებით ყველა საკითხის მარტო მოგვარებას.

🌹 გირჩევთ, გახვიდეთ საზოგადოებაში ეწვიოთ ახალ, ლამაზ ადგილს, რესტორანს, კაფეს ან ისეთ სივრცეს, სადაც დაისვენებთ და საინტერესო ადამიანებს გაიცნობთ.

👑 და რაც მთავარია დარწმუნებული იყავით, რომ შეუდარებელი ხართ! დღეს თქვენს სილამაზეს, ენერგიასა და საკუთარი თავის სიყვარულს შეუძლია სასიამოვნო შესაძლებლობების კარი გაგიხსნათ.

ასევე დაგაინტერესებთ:

⭕„ხელსაყრელია დაგეგმვა, პაემანი, შეხვედრები, განქორწინება, დასვენება“ - 25 სექტემბრის პროგნოზი ფენშუის მიხედვით

⭕„კაცებში ხშირი ეაკულაცია ამცირებს პროსტატის კიბოს რისკს...“ - რა ინფორმაციას აქვეყნებს ექიმი ლევან შელეგია

⭕როგორი ამინდია მოსალოდნელი 25 სექტემბერს საქართველოში

✕