Digest Logo

„ყველას არ მოეთხოვება სამყაროს კანონზომიერებების წვდომა, მაგრამ ყველას მოეთხოვება ელემენტარული ზრდილობა“ - Abagael Bug მიმართვას ავრცელებს

1772809772
Abagael Bug

სოციალურ ქსელში დარეგისტირებული გვერდი Abagael Bug მიმართვას ავრცელებს. მისი თქმით, ყველას არ მოეთხოვება სამყაროს კანონზომიერებების წვდომა, მაგრამ ყველას მოეთხოვება ელემენტარული ზრდილობა.

„რამდენიმე სიტყვა მათ, ვისაც მოსმენილიდან აზრის გამოტანა უჭირს და საკუთარ ნეგატივს სხვის გვერდებზე ანთხევს.

​ბოლო დროს ჩემი ვიდეოების ქვეშ ხშირად ვამჩნევ კომენტარებს, სადაც ადამიანები მარტივად ისვრიან სიტყვებს: „მატყუარა", „ცრურწმენა", „აფერისტი",„თაღლითი" ,ან უბრალოდ, საკუთარ აგრესიას აფრქვევენ.

ზოგიერთი იმდენად არის დაბრმავებული შინაგანი ბოღმით, რომ ელემენტარულად, მოსმენილიდან შინაარსის გამოტანის უნარიც კი არ გააჩნია.

​მინდა ერთი რამ ძალიან ნათლად დავაფიქსირო: მე არასოდეს, არცერთი ადამიანის პირად პროფილზე თუ გვერდზე არ შევსულვარ იმ მიზნით, რომ დამეწუნებინა მათი შექმნილი სტატია, ვიდეო და ა.შ, დამეცინა ან შეურაცხყოფა მიმეყენებინა. მაშინაც კი, როცა რაღაც ჩემთვის კატეგორიულად მიუღებელია, უბრალოდ ვატარებ და ვაგრძელებ გზას. რატომ? იმიტომ, რომ მე პატივს ვცემ საკუთარ თავს, ჩემს დროს და სხვის არჩევანს.

​ისინი კი, ვინც საკუთარ თავს უფლებას აძლევენ, შემოიჭრან ჩემს სივრცეში და ლანძღვა-გინებით ან უადგილო სარკაზმით დაკავდნენ, სინამდვილეში ჩემზე კი არა, საკუთარ შინაგან სიცარიელესა და უბედურებაზე საუბრობენ. როდესაც ადამიანს დრო აქვს, ბოლომდე უყუროს მისთვის „მიუღებელ" ვიდეოს და მერე იქ შხამი დატოვოს, ეს მხოლოდ მის მენტალურ და ენერგეტიკულ სიღატაკეზე მეტყველებს. ბედნიერი, რეალიზებული და განვითარებული ადამიანი სხვის კედელზე ნეგატივს არ ტოვებს.

​რაც შეეხება „ტყუილს“ და „ცრურწმენას“ — ეზოთერიკა და ენერგიებთან მუშაობა არ არის ყველასთვის. თუ თქვენი ცნობიერება ამას ვერ იტევს, თუ ინფორმაციას მხოლოდ ზედაპირულად, პრიმიტიულ დონეზე აღიქვამთ და გააზრება გიჭირთ, ეს ჩემი პრობლემა ნამდვილად არ არის. ყველას არ მოეთხოვება სამყაროს კანონზომიერებების წვდომა, მაგრამ ყველას მოეთხოვება ელემენტარული ზრდილობა.

​ჩემი გვერდი არის ჩემი სივრცე. აქ შემოსვლა ნებაყოფლობითია. არ მოგწონთ რასაც ვდებ? ინტერნეტი უსაზღვროა — უბრალოდ აუარეთ გვერდი! არავინ გაძალებთ ყურებას. მაგრამ თუ რჩებით და უზრდელობთ, იცოდეთ, რომ ჩემს სივრცეში ტოქსიკური ადამიანების ადგილი არ არის და მსგავსი ქცევა შესაბამისად დაფასდება.

დაიმახსოვრეთ ერთხელ და სამუდამოდ:

ყველა ადამიანი სამყაროს საკუთარი ცნობიერების პრიზმიდან უყურებს. ის, რაც ერთისთვის შეუმეცნებელია და მარტივად „ცრურწმენად“ ან „ტყუილად“ ინათლება, მეორისთვის — სამყაროს კანონზომიერება და ენერგიებთან მუშაობის ყოველდღიური პრაქტიკაა.

​ყველა დანარჩენს, ვინც სინათლით, განვითარების სურვილითა და ჯანსაღი ინტერესით ხართ აქ — უღრმესი მადლობა. ჩვენ ვაგრძელებთ წინსვლას!“, - ვკითხულობთ გავრცელებულ პოსტში.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕„მადლობა ქეთის და ღმერთს ყველაფრისთვის“ – დავით კაჭარავა

⭕„სხვა შანსი აღარ გვექნება აქედან წასვლის...“ - ტაილანდში ჩარჩენილი ალექსანდრა პაიჭაძე მიმართვას ავრცელებს!