Digest Logo

„მადლობა ქეთის და ღმერთს ყველაფრისთვის“ – დავით კაჭარავა

1772803200
დავით კაჭარავა

ვეტერანმა მორაგბემ, რაგბის კავშირის პრეზიდენტმა დავით კაჭარავამ ლაშა დვალიშვილის გადაცემაში „ჩემპიონები“ ოჯახის შესახებ ისაუბრა. მისი მეუღლე ცნობილი ტელეწამყვანი და ტანმოვარჯიშე ქეთი ხატიაშვილია, რომელთანაც 2 შვილი ჰყავს. 

„მოედანზე ხარ, თუ პრეზიდენტის რანგში, ოჯახს უდიდესი მნიშვნელობა აქვს. იცით, ბევრი ბავშვია ჩვენს სახლში და ამით დადებითად ვიტვირთები. ტვინის გადართვა აუცილებელია, მხოლოდ საქმის გარშემო ვერ იქნები კონცენტრირებული. ქეთის როლი და მხარდაჭერა ნებისმიერ სიტუაციაში მნიშვნელოვანია. მადლობა ქეთის და ღმერთს ყველაფრისთვის. მე ბედნიერი ადამიანი ვარ, საქმეში და სპორტში იმ საქმის გარშემო ვარ, რაც მიყვარს, წარმატებული ვარ თუ წარუმატებელი, სხვამ განსაჯოს. ოჯახში ბედნიერი ვარ, ბევრი ბავშვები გვყავს, ხან ღიმილია, ხან ტირილი, მაგრამ ბედნიერი ვარ ამ ყველაფრით“, - განაცხადა დავით კაჭარავამ. 

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 „ენერგიაში მოდის სიყვარული და სითბო...“ - რა სიურპრიზი გელოდება შვიდ დღეში: თაკო მელიქიშვილი

⭕გამოჩენილი ქართველი მეცნიერი, ხელოვნებათმცოდნე ელენე მაჭავარიანი გარდაიცვალა

🎥 თმის ცვენა, გაყოფილი ბოლოები, სკალპის პრობლემები: გამომწვევი მიზეზები და გადაჭრის გზები - დერმატო-ტრიქოლოგის რჩევები