Digest Logo

ყველაზე ალერსიანი და ნაზი კაცები ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით - „ყოველთვის მიართმევენ ყავას საწოლში“

1783163063
ჰოროსკოპი ჰოროსკოპი

ისინი არ გამოხატავენ გრძნობებს ჭარბად, თუმცა, ისეთი ჩახუტება იციან, რომ შეიძლება სხეული დაგიდნეთ. მათი სინაზე გამოიხატება საქმით. ისინი ძალიან მზრუნველი არიან.

ვინ არიან ის მამაკაცები, რომლებისთვისაც ალერსი არის არა სისუსტე, არამედ ძალა?

ერთად გავიგოთ, ზოდიაქოს რომელი ნიშნის წარმომადგენელ კაცებს შეუძლიათ ქალის გულის და სულის ერთნაირად გათბობა.

♋ კირჩხიბი

ზოდიაქოს ამ ნიშნის წარმომადგენელ კაცებს გული მწიფე ატამივით აქვთ. მათ ბადალი არ მოეძებნებათ სულიერებასა და ოჯახური სითბოს გამოხატვაში. კაც კირჩხიბებთან საჭირო არ არის კატათაგვობანას თამაში, რადგან ისინი პირდაპირ საუბრობენ საკუთარ გრძნობებზე და თუ გული მიუძღვნეს ქალს - ეს სერიოზული და ხანგრძლივი პროცესი იქნება. ამ ნიშნის ქვეშ დაბადებული კაცები ყოველთვის შეამჩნევენ დეტალებს ქალის გარეგნობაში და კომპლიმენტს არ დაიშურებენ, ყოველთვის მიართმევენ ყავას საწოლში და ავად გახდომის შემთხვევაშიც სათუთად მოუვლიან და ასე გაგრძელდება ცხოვრების ბოლომდე.

♉ კურო

კუროს ნიშნის ქვეშ დაბადებული კაცები, შვეიცარიული საათივით სანდოები არიან. მათი პრინციპია - ნელა სიარულით შორს წახვალ. კაცი კურო არის ის, ვისაც ენაწყლიანობა არ ახასიათებს, მაგრამ მისი ყოველი მოქმედება მიუთითებს მიჯაჭვულობაზე. ის ძალიან მზრუნველია და ყველაფერს გააკეთებს, როცა გვერდით ყოფნაა საჭირო. მისი სინაზე - სტაბილურობაა. მის გვერდით ქალი თავს დაცულად გრძნობს, როგორც ქვის კედლის უკან და თან ეს კედელი თბილი და ალერსიანია.

♓ თევზები

ზოდიაქოს ამ ნიშნით დაბადებული კაცები უზომოდ ნაზები და შინაგანად პოეტურები არიან. გამორჩეულად რომანტიკოსები ძალიან კარგად გრძნობენ სხვის ემოციებს და გულახდილი სიყვარული იციან. მათ უყვართ ზრუნვა, გვერდით ყოფნა და მხარდაჭერის გამოხატვა, როცა ეს საჭიროა. მათი სინაზე, საყვარელი ადამიანისთვის სარელაქსაციო სპა პროცედურასავითაა დამღლელი დღის შემდეგ. კაც თევზებს არ ეშინიათ და არ ერიდებათ საკუთარ გრძნობებზე ხმამაღლა საუბარი. მათი სინაზე იმდენად ძლიერია, რომ საყვარელი ადამიანის გულს ბოლომდე იპყრობს.

♎ სასწორი

სასწორები გრძნობებშიც ისეთივე დახვეწილი არიან, როგორც სხვა საკითხებში. მათ უყვართ მთელი გრძნობით და ლამაზა. კაცი სასწორები არიან გალანტურები და ყურადღებიანი. ისინი იმახსოვრებენ რა მოსწონს და უყვარს საყვარელ ქალს, უკეთებენ მას სიურპრიზებს და არ იშურებენ კომპლიმენტებს. პერიოდულად ლექსებსაც უკითხავენ. მათი სინაზე გამოიხატება ატმოსფეროში, რომელსაც ურთიერთობისთვის ქმნიან. მათთან ერთად ქალს ყოველთვის უნდება წვმაში ცეკვა და რომანტიკული მუსიკის ფონზე ღვინით გაბრუება.

⭕ ასევე დაგაინტერესეთ:

⭕ „ხშირად მაშინაც ვჭამთ, როცა სხეული ამას საერთოდ არ ითხოვს“ - არუნ ხათრი

⭕ ზოდიაქოს 5 ნიშანი, რომლებსაც ყველაფერში უპირატესობა აქვთ

⭕ „ურთიერთობებში კომუნიკაცია პიკს აღწევს“ - 4 ივლისის ტაროლოგიური პროგნოზი

წყარო: horoskopi.ge