2024 წელს 2 დაბნელების დერეფანი გველის - ეს კი, როგორც ასტროლოგები ამბობენ, თითოეულ ადამიანზე განსაკუთრებულ გავლენას მოახდენს და არაერთი ცვლილების წინაშე დააყენებს:
პირველი დაბნელების დერეფანი
დაბნელების პირველი დერეფანი 2024 წლის 25 მარტიდან დაიწყება და 8 აპრილამდე გაგრძელდება. დაბნელება ვერძი-სასწორის ღერძზე იქნება და აღნიშნულ პერიოდში, მთვარე და მზე ერთმანეთის მოპირდაპირე მხარეს აღმოჩნდებიან. განსაკუთრებულ გავლენას ვერძი და სასწორი განიცდიან. ემოციური არასტაბილურობა, მომატებული შფოთვა, შესაძლოა, ყველაზე მეტად იგრძნონ მათ, ვინც 23-იდან 30 მარტამდე და 23-იდან 30 სექტემბრამდე პერიოდში დაიბადა. გარდა ამისა, დაბნელების დერეფნის გავლენას განსაკუთრებით იგრძნობენ კირჩხიბები და თხის რქებიც. უფრო შესამჩნევად კი ისინი, ვინც 23-იდან 30 ივნისის ჩათვლით და 23-იდან 30 დეკემბრამდე დაიბადა. თუმცა, როგორც ასტროლოგები ამბობენ, ცვლილებას მეტ-ნაკლებად, ყველა ნიშანი იგრძნობს.
პირველ რიგში, ეს სიცხადის პერიოდი იქნება და ბევრი რამ, რაზედაც ორჭოფობდით, ან საბოლოოდ გადაწყვეტა გიჭირდათ, ახლა საბოლოოდ დასრულდება. ეს ეხება საქმიან ურთიერთობებსაც და პირად ცხოვრებაშიც განვითარებულ მოვლენებსაც. წარსულში დატოვებული ურთიერთობები, არამოგებიანი საქმეები, არასაჭირო ხელშეკრულებები საბოლოოდ დასრულდება და თქვენს ცხოვრებაში თავის ადგილს იპოვის.
შესაძლოა, განსაკუთრებით სასტიკად მოგვეჩვენოს, მაგრამ დაბნელების დერეფნის დროს ყველა ილუზია, ნიღაბი, ფუჭი იდეა საბოლოოდ იშლება და მოგვიწევს, ზუსტად ის დავინახოთ, რაც რეალურადაა, ყოველგვარი შელამაზებისა და გამრავალფეროვნების გარეშე...თუ დიდი ხანია, შეყვარებულთან, მეორე ნახევართან, საქმიან პარტნიორთან დაძაბული ურთიერთობა გაქვთ, აღნიშნული პერიოდი შესაძლოა, საბოლოო აკორდი აღმოჩნდეს და თქვენი ურთიერთობა დასრულდეს.
გარდა ამისა, შესაძლოა, აღმოაჩინოთ არაერთი მანიპულატორი, თაღლითი, შეფარვით ,,მეგობარი“, რომლებთანაც ურთიერთობის დასრულება საბოლოოდ მოგიწევთ. მოკლედ რომ ვთქვათ, ეს არის ყველაზე დიდი ტრანსფორმაციის დროს, როცა საკუთარ თავშიც ბევრი მნიშვნელოვანი თვისების აღმოჩენა შეგიძლიათ და ირგვლივმყოფებშიც.
თუმცა, ნუ იჩქარებთ, მომატებული ემოციური ფონის გამო, შესაძლოა, არასწორი გადაწყვეტილებები მიიღოთ. თითოეულ ნაბიჯს კარგად დააკვირდით. ასე შეძლებთ, თქვენი ცხოვრების განახლებული, კიდევ უფრო მეტად გააზრებული გზა დაიწყოთ.
მეორე დაბნელების დერეფანი
მეორე დაბნელების დერეფანი 2024 წლის 18 სექტემბრიდან 2 ოქტომბრის ჩათვლით გველის. მას განსაკუთრებით ძლიერად იგრძნობენ თევზები, ქალწულები, ტყუპები და მშვილდოსნები. უფრო მეტად კი 15-იდან 21 მარტამდე, 15-იდან 21 სექტემბრამდე, 15-იდან 21 ივნისამდე და 15-იდან 21 დეკემბრამდე დაბადებული ადამიანები.
ამ დროს განსაკუთრებულ სენტიმენტალურობას იგრძნობთ და თავადაც გაგიჩნდებათ სურვილი, საყვარელმა ადამიანებმა უფრო მეტი სითბო და მზრუნველობა გამოხატონ. ჩაუღრმავდებით საკუთარ შიშებსა და კომპლექსებს და აღმოაჩენთ იმასაც, თუ რა გიშლით ხელს წარმატებასა და ბედნიერებაში. რაღაცები, რაც ადრე განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო, ახლა აზრს დაკარგავს და ნახავთ, რომ ნერვიულობად არ ღირდა. ეს კი მენტალურად გათავისუფლებაში დაგეხმარებათ და სიმსუბუქეს იგრძნობთ.
მეორე დაბნელების დერეფანი სასწორის ნიშანში მზის დაბნელებით დასრულდება. ეს მოგცემთ შესაძლებლობას, საკუთარ თავს კიდევ ერთხელ, უფრო ობიექტურად შეხედოთ და ცვლილებებზე იფიქროთ. იგრძნობთ მოტივაციას, რომ გააკეთოთ ის, რაც სულ გინდოდათ, მაგრამ ვერ ბედავდით.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
⭕ცნობილია, ტრაგიკულად დაღუპული კაცის ვინაობა - „სასწაულად კეთილი, თბილი, უკეთილშობილესი“
⭕„შენ მასწავლე, რომ სიყვარული უსასრულოა...“- რას წერს ილია თოფურიას მეუღლე
⭕🎥 „საუკეთესო სამეული“- ნოე სულაბერიძე შვილებთან ერთად გადაღებულ კადრებს აქვეყნებს
წყარო: www.beaumonde.ge