Digest Logo

„ყველაზე რთული პერიოდია, ფრთხილად გაიარეთ 14 და 15 სექტემბერი“ - კვირის პროგნოზი მიხეილ ცაგარელისგან

1694418114
მიხეილ ცაგარელი

„ორშაბათს, ოთხშაბათს, პარასკევს და კვირას გეომაგნიტური დღეებია - ამიტომ აკონტროლეთ წნევა და მიიღეთ წამლები“ - ამის შესახებ ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი საუბრობს და მიმდინარე კვირის პროგნოზს გვაცნობს.

როგორც ასტროლოგი ამბობს,  15 სექტემბერს არის ახალმთვარეობა.

რაც შეეხება ზოდიაქოს თითოეულ ნიშანს, მათი კვირის პროგნოზი ასე გამოიყურება.

♈ვერძი - პერიოდი არ არის ცუდი, მაგრამ გაითვალისწინეთ, რომ ბიზნესს პარტნიორთან კონფლიქტი შეიძლება დიდ დაძაბულობაში გადავიდეს. უმჯობესია ამ კვირაში ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლოთ, განსაკუთრებით 13 რიცხვიდან, რადგან დედამიწა უარყოფით ენერგო ველში შედის.

♉კურო  - აქტიურია და ჯანმრთელობაც კარგი აქვს, თუმცა ფრთხილად იყავით შვილებთან ურთიერთობებში, ამიტომ უმჯობესია გამოიჩინონ დიპლომატია და ისე იმოქმედონ.

♊ტყუპი  - ბევრი იდეები და გეგმები აქვთ, მათ შორის პირადი ურთიერთობის გარდაქმნის, მაგრამ არ იჩქაროთ. იყავით წინდახედული.

კირჩხიბი - ჯანმრთელობას არ უჩივით, ენერგოტონუსი გაქვთ მაღალი. 13 სექტემბრიდან ეცადეთ არ ენდოთ ფეიკ ნიუსებს, გადაამოწმეთ ყველაფერი რაზედაც ხელის მოწერა მოგიწევთ და ეცადეთ ენას კბილი დააჭიროთ.

ლომი - ეგოიზმი და ძალაუფლებისკენ მიდრეკილება მატულობს, თუმცა ამ პერიოდში მათ შეიძლება ჰქონდეთ ფინანსური პრობლემები, და მოერიდეთ კაპიტალ დაბანდებებს. 13-25 რიცხვამდე დიდი დანახარჯი გექნებათ ისედაც, მაქსიმალურად ეცადეთ მოერიდეთ კაზინოებს, რადგან ეს დიდ პრობლემებს შეგიქმნით.

♍ქალწული  - მზე გადის თქვენ ნიშანს, ხართ ქარიზმატული იღბლიანი, მაგრამ ეცადეთ არ ჩაეძიოთ წვრილმანებს, თუ გინდათ ეს კვირა იყოს წარმატებული.

სასწორი  - ყველაზე რთული პერიოდია ენერგეტიკული კუთხით და ასევე შეიძლება ჰქონდეს ჯანმრთელობის პრობლემაც, ეცადეთ არ გადაიღალოთ და არ გაცივდეთ. თუმცა ეს პერიოდი პირადი ურთიერთობისთვის იქნება კარგი.

მორიელი  - ენერგოტონუსი და ინტუიცია მაღალია, მაგრამ თქვენ გარშემო აღმოჩნდებიან ადამიანები, რომლებიც შეეცდებიან თქვენ ზურგს უკან ჩახლართონ საქმეები და იყავით ყურადღებით.

მშვილდოსანი - ფინანსური მდგომარეობა შესაძლოა გაუმჯობესდეს, ძველი საქმეებიდან მიიღონ მატერიალური დივიდენდები. თქვენი ენერგოტონუს დაბალია და ეცადეთ არ გადაიტვირთოთ.

თხის რქა - ამ კვირაში ხდებიან ჯიუტები და ხისტები, რაც პრობლემებს შეუქმნით. ჯანმრთელობა მდგრადი აქვთ.

მერწყული - ენერგოტონუსი მაღალია, ხართ კომუნიკაბელურები, მაგრამ იყავით ფრთხილად ფინანსური დანაკარგების შანსი არის მაღალი და არ გაქვთ თქვენი ინფორმაცია. შეიძლება თქვენ სახლში მოვიდეს ნათესავი, რომელიც ჩაგისახლდებათ.

თევზები - აქვთ სურვილი, რომ აარიდონ თავი ყველა სახის კონფლიქტურ სიტუაციას რაც ჭკვიანურია, ამ ქმედებას მათ ინტუიცია კარნახობს. ენერგოტონუსი აქვთ მაღალი, პერიოდი კარგია პარტნიორთან ურთიერთობისთვის. ფრთხილად გაიარეთ 14 და 15 რიცხვი.