Digest Logo

„ყველაზე საკრალური, მისტიკური და ენერგეტიკულად დატვირთული დღეა“ - 21 ივნისს მზებუდობაა, რა უნდა ვიცოდეთ?

1781857464
ასტროლოგია

ვუახლოვდებით წლის ბორბლის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს წერტილს, ზაფხულის მზებუდობას. ეს მთელი კალენდარული ციკლის ყველაზე საკრალური, მისტიკური და ენერგეტიკულად დატვირთული დღეა.

წელს ზაფხულის მზებუდობა 21 ივნისს, თბილისის დროით 12:25 საათზე დადგება.

სწორედ ამ მომენტში მზე კირჩხიბის ნიშნის პირველ გრადუსში გადავა და ჩრდილოეთ ნახევარსფეროში ჰორიზონტის ზემოთ მაქსიმალურ სიმაღლეს მიაღწევს.

უძველესი დროიდან ადამიანები ამ მოვლენას განსაკუთრებული მოწიწებით ეპყრობოდნენ. ჩვენი წინაპრები ყურადღებით აკვირდებოდნენ მზის მოძრაობას და კარგად ესმოდათ, რომ სწორედ ამ დროს აღწევს ბუნება თავისი ძლიერების უმაღლეს მწვერვალს.

სწორედ ამ დღეს ჩრდილოეთ ნახევარსფეროში იანური ენერგიის პიკს ვიგრძნობთ. ამ დროს წლის განმავლობაში დღე ყველაზე ხანგრძლივია, ღამე - ყველაზე მოკლე. ეს არის დრო, როდესაც სინათლე სიბნელეზე სრულ გამარჯვებას ზეიმობს.

ტრადიციულად, ამ თარიღს თითქმის ყველა ხალხი აღნიშნავდა. სლავებისთვის ეს კუპალას დღესასწაული იყო, კელტებისთვის კი - ლიტა. მსოფლიოს მრავალ კულტურაში ეს პერიოდი ასოცირდებოდა კოცონთან, განწმენდასთან, სპეციალურ რიტუალებთან, ფერხულთან, სამკურნალო მცენარეების შეგროვებასა და ბუნების ძალებთან უშუალო კონტაქტთან.

ადამიანებს სჯეროდათ, რომ ამ დროს იხსნებოდა განსაკუთრებული კარიბჭე, საიდანაც სამყაროში უძლიერესი სასიცოცხლო ძალა შემოდის. მიაჩნდათ, რომ ამ ენერგიის სწორად გამოყენებით შესაძლებელია ცხოვრების უკეთესობისკენ შეცვლა. ეს მისტიკური პორტალი ადამიანს ეხმარება ჯანმრთელობის გაუმჯობესებაში, ფიზიკური და სულიერი სხეულის გაძლიერებაში, სასურველი ურთიერთობების მოზიდვასა და კეთილდღეობის განმტკიცებაში.
ამ მიზნით, ჩვენს წინაპრებს სპეციალური რიტუალები ჰქონდათ, რომლებიც სწორედ ზაფხულის მზებუდობის დღეს სრულდებოდა.

რა თქმა უნდა, მზებუდობის მომენტში მზე თავად სიცოცხლის წყაროს განასახიერებს - ეს არის ჩვენი ნება, ენერგია, შემოქმედება, სიყვარული, წინსვლა და საკუთარი დანიშნულების რეალიზების უნარი. სწორედ ამიტომ, ეს დღე ყოველწლიურად ჩვენი სასიცოცხლო რესურსების ერთგვარი გადატვირთვის წერტილად იქცევა.

ეს არის მომენტი, როდესაც სამყარო კითხვას გვისვამს:

საით მიდიხარ? სწორად არის თუ არა მიმართული შენი ენერგია? რაში ხარჯავ შენს ძალებს და შეესაბამება თუ არა შენი ყოველდღიურობა შენი სულის მისწრაფებებს?

თუმცა, მიმდინარე წლის მზებუდობას განსაკუთრებულ ელფერს მისი უნიკალური ასტროლოგიური კონფიგურაცია სძენს.

წელს მზე, კირჩხიბის ნიშანში გადასვლისთანავე, ერთდროულად ორი ბისექსტილის ნაწილი ხდება - ეს იშვიათი, ჰარმონიული და ძალზე გავლენიანი პლანეტარული ფიგურებია.

პირველი ბისექსტილი მზეს, ჩრდილოეთ კარმულ კვანძსა და ქირონს შორის ყალიბდება, რაც თავისთავად უმნიშვნელოვანესი კომბინაციაა. ჩრდილოეთ კარმული კვანძი ყოველთვის ჩვენს მომავალს, განვითარების ვექტორს უკავშირდება და მიგვითითებს იმ ამოცანებზე, რომელთა შესასრულებლადაც მოვედით ამ სამყაროში.

ქირონი კი ასტროლოგიაში ე.წ. „დაჭრილი მკურნალია“. ის სიბრძნესთან, შინაგან განკურნებასთან, მოვლენების სიღრმისეული მიზეზების გააზრებასა და არასტანდარტული გადაწყვეტილებების პოვნის უნართან ასოცირდება.
შედეგად, მზებუდობის მომენტში განსაკუთრებული ჰარმონია იქმნება ჩვენს დანიშნულებას, ცხოვრების გზასა და სულიერ ტრანსფორმაციას შორის - თითქოს სამყარო ნათელს ჰფენს ჩვენს მომავალს. ეს ენერგია გვეხმარება, უფრო მკაფიოდ დავინახოთ საკუთარი ვექტორი, გავიგოთ, საით უნდა ვიმოძრაოთ, რომელი გადაწყვეტილებებია სწორი და რისი დატოვებაა საჭირო წარსულში.

ბევრს სწორედ ამ დღეებში შეიძლება ეწვიოს უმნიშვნელოვანესი გაცნობიერებები და დიდი ხნის განმავლობაში მტანჯველ კითხვებზე პასუხები. გაიგებთ, თუ რატომ ხდებოდა თქვენს ცხოვრებაში ესა თუ ის მოვლენა და სადამდე მიგიყვანათ ამ გამოცდილებამ.

ქირონის ასეთი ძლიერი გავლენის გამო, ახლა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია საკუთარი შინაგანი ხმის მოსმენა. დააკვირდით თქვენს შეგრძნებებსა და ფარულ სურვილებს. გაითვალისწინეთ, რომ პასუხები შეიძლება სრულიად მოულოდნელად მოვიდეს - შემთხვევითი საუბრისას, წიგნის კითხვისას, თუ უბრალოდ, სიჩუმეში, საკუთარ თავთან მარტო დარჩენისას.

რაც შეეხება მეორე ბისექსტილს, რომელშიც მზე მონაწილეობს, ის უკვე უშუალოდ რეალიზაციასა და შემოქმედებით აქტივობას უკავშირდება.

ამიტომ, ეს პერიოდი იდეალურია მომდევნო თვეების მიზნების დასასახავად, ახალი ორიენტირის ფორმირებისა და ისეთი გადაწყვეტილებების მისაღებად, რომლებიც ჩვენს მომავალზე სერიოზულ გავლენას მოახდენს. ახლა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, დაფიქრდეთ - მკაფიოდ განსაზღვროთ, საით მიდიხართ და რას აშენებთ, რა შედეგს ელოდებით, რადგან სწორედ ამ მომენტში თქვენ ქმნით ქვეცნობიერ პროგრამას, რომელიც შემოდგომის ბუნიობამდე აქტიურად იმუშავებს.

ამ დროს მთვარე ქალწულის ნიშანში იქნება და კიდევ ერთი ჰარმონიული ბისექსტილის ნაწილად იქცევა, რომელიც მარსსა და იუპიტერ-მერკურის შეერთებას აერთიანებს.

ეს მძლავრი მხარდაჭერაა მათთვის, ვისაც მხოლოდ ოცნება არ აკმაყოფილებს და იდეების კონკრეტულ, რეალურ შედეგებად გარდაქმნა სურს. ქალწულში მყოფი მთვარე ყოველთვის გვეხმარება წესრიგის დამყარებაში, ინფორმაციის სტრუქტურირებასა და დეტალების შემჩნევაში, მარსი ამ კონფიგურაციაში საჭირო ენერგიასა და მკაფიო გადაწყვეტილების უნარს გვმატებს, ხოლო მერკური ნათელ აზროვნებასა და გონივრული გეგმების დასახვაში გვეხმარება.

იუპიტერი, რომელიც ამ ბისექსტილშია ჩართული, შესაძლებლობებს აფართოებს, ახალ პერსპექტივებს ხსნის და დიდ იღბალს გვპირდება. როგორც „დიდი ბედნიერების“ პლანეტა, ის ყველგან აჩენს ზრდისა და განვითარების შანსს.

ასე, რომ ეს მზებუდობა საოცარ სინერგიას გვთავაზობს: ერთი მხრივ, ეს დღე შთაგონებითა და სასიცოცხლო ძალით გვავსებს, მეორე მხრივ კი, ეს ენერგია აბსტრაქტულ ოცნებებში არ იფანტება, არამედ რეალობაში განხორციელების ძალითაა გაჯერებული. სწორედ ეს არის წლევანდელი მზებუდობის მთავარი მახასიათებელი - არა მხოლოდ გაცნობიერება, არამედ კონკრეტული ნაბიჯები და შთაგონების რეალურ შედეგებად გარდაქმნის უნარი.

ამიტომ, მზებუდობის შემდგომი დღეები საუკეთესო დროა დაგეგმვისთვის, ახალი პროექტების დასაწყებად, ჯანმრთელობის განმტკიცებისა და შინაგანი რესურსების აღსადგენად. მით უმეტეს, რომ ამ პერიოდში მთვარე მზარდ ფაზაშია, რაც ყველა წამოწყებას დამატებით ენერგიასა და განვითარების პოტენციალს ანიჭებს.

ამრიგად, ორივე მნათობი რეალიზაციისთვის საუკეთესო ენერგიას გვაძლევს. განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ იმ აზრებსა და იდეებს, რომლებიც 20-დან 22 ივნისამდე მოგივათ - მათ შორის შესაძლოა ცხოვრების მინიშნებები აღმოჩნდეს. შემთხვევითი არ არის, რომ ჩვენი წინაპრები ამბობდნენ: მზებუდობის დღეს თავად ბუნება აკურთხებს ადამიანს ზრდის, კეთილდღეობისა და ბედნიერი ცვლილებებისთვის.


ეს მზებუდობა თითოეულ ჩვენგანს აძლევს შანსს, საკუთარი თავის საუკეთესო ვერსიად იქცეს. მთავარია, მზად ვიყოთ სულის ხმის მოსასმენად და მას კონკრეტული, პრაქტიკული ნაბიჯებით გავყვეთ.

ახლა კი გადავიდეთ ყველაზე საინტერესო ნაწილზე - რიტუალებზე, რომლებიც ზაფხულის მზებუდობისას უნდა შევასრულოთ, რათა ამ მძლავრი ენერგიით ავივსოთ და ცხოვრების უკეთესობისკენ შესაცვლელად იდეალური პირობები შევქმნათ.

შეგახსენებთ, რომ 20-დან 21 ივნისის ღამე წლის ყველაზე მოკლე ღამეა, მზის უპირატეს ძალას კი უშუალოდ 21 ივნისს ვიგრძნობთ.

ასევე, შეგახსენებთ, ნებისმიერი რიტუალის გასააქტიურებლად აუცილებელი პირობაა ენერგიის გაცემა. სამყარო ჩვენი სარკეა, ვინც მზადაა გასცეს, ის მზად არის მიღებისთვის, ამიტომ, შეგიძლიათ გაიღოთ სამადლობელი რიტუალის სანაცვლოდ, სურვილისამებრ.

ძალზე მნიშვნელოვანია ამ დღეს ადრე გაღვიძება - თუ მზებუდობის განთიადს შეხვდებით, მთელი წლისთვის სიხარულის, სიძლიერისა და იღბლის უმძლავრეს მუხტს მიიღებთ. მზის პირველი სხივების გამოჩენისას ჩაიფიქრეთ თქვენი უმნიშვნელოვანესი სურვილები, რათა ისინი სიცოცხლის მომცემი ენერგიით მაქსიმალურად დაიმუხტოს.

იდეალური იქნება, თუ ამ პრაქტიკას ღია ცის ქვეშ შეასრულებთ. თუ ამის საშუალება არ გაქვთ, უბრალოდ ფეხშიშველი, მყარად დადექით მიწაზე (ან თუნდაც იატაკზე) და შეასრულეთ შემდეგი მედიტაცია:

დამიწება:

იგრძენით, როგორ ეშვება თქვენი ენერგია სინათლის სვეტის სახით დედამიწის ცენტრისკენ. წარმოიდგინეთ, როგორ მიედინება ამ არხით ქვემოთ ყველაფერი, რაც თქვენს ცხოვრებაში მოძველდა, დამძიმდა და როგორ გარდაიქმნება ეს ყველაფერი სუფთა სინათლედ.

შევსება:

ამის შემდეგ იგრძენით, როგორ შემოდის ზაფხულის მზებუდობის მზის ოქროსფერი შუქი თქვენი თხემიდან. ის ნელ-ნელა ავსებს მთელ სხეულს, აღწევს გულის ცენტრამდე და ღვთიური სითბოთი ასხივოსნებს მთელ თქვენს არსებას.

მიეცით მზის ძლიერ ენერგიას საშუალება, ჩამორეცხოს თქვენი ენერგეტიკული ბლოკები, ძველი, ნეგატიური აზროვნების ნარჩენები, განკურნოს ემოციური ტრავმები და სიცოცხლის ძალით აავსოს თქვენი სხეული.
ამისათვის გაშალეთ ხელები განზე, მადლიერებით მიიღეთ ეს უზარმაზარი ძალა და მადლობა გადაუხადეთ სამყაროს ყველაფრისთვის, რაც უკვე გაქვთ ცხოვრებაში.

შემდეგ, გონებაში მკაფიოდ ჩამოაყალიბეთ თქვენი განზრახვა, სურვილი ან მიზნები, რომელთა მიღწევაც მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში გსურთ. წარმოთქვით ისინი ხმამაღლა, აწმყო დროში და ყოველგვარი უარყოფითი ფორმების („არ“, „ვერ“) გარეშე.

მაგალითად:„ჩემს ცხოვრებაში შემოდის სინათლე, სიყვარული და კეთილდღეობა“.

შეგიძლიათ ითხოვოთ სიხარული, ბედნიერება და ყველაფერი, რისკენაც თქვენი გული ისწრაფვის - მთავარია, ეს ზიანს არ აყენებდეს არცერთ ცოცხალ არსებას.

დახუჭეთ თვალები და დატკბით დედამიწასთან და კოსმოსთან ამ საოცარი კავშირით. წარმოიდგინეთ, რომ თქვენი შინაგანი სინათლე, რომელიც ახლახან მზის სხივებით დაიმუხტა, სულ უფრო კაშკაშა ხდება. დაინახეთ, როგორ ვრცელდება ეს ოქროსფერი ნათება თქვენს სახლზე, ქალაქზე და შემდეგ -მთელ პლანეტაზე. გაუგზავნეთ ეს სიყვარული სამყაროს, უსურვეთ მშვიდობა, სიკეთე და ჯანმრთელობა თქვენს ახლობლებს და იგრძენით საპასუხო, უსაზღვრო სიყვარულის ტალღა.

ამ პროცესში გულწრფელად, მთელი შეგრძნებით მიმართეთ მზეს თხოვნით, რომ თავისი ყველაზე ძლიერი ენერგიით დამუხტოს თქვენი მონეტა. დაახლოებით საათ-ნახევრის ან ორი საათის შემდეგ ამოიღეთ იგი წყლიდან, გააშრეთ, კვლავ მსუბუქად შეახეთ ეთერზეთი და მოათავსეთ საფულეში. ის თქვენს პირად თილისმად იქცევა ფინანსური ნაკადების გასააქტიურებლად.

რიტუალების დასრულებისას კიდევ ერთხელ გადაუხადეთ მადლობა მზეს, სამყაროსა და დედამიწას, ამ დღეს დატკბით სიცოცხლით და სიხარულით.

მზებუდობისას განსაკუთრებით სასიკეთოა ყვავილებისა და სამკურნალო მცენარეების შეგროვება. ჩვენს წინაპრებს სჯეროდათ, რომ ამ დროს ფლორა თავისი სამკურნალო ძალის მაქსიმუმს აღწევს, ხოლო ბუნების სტიქიები ადამიანის განწმენდასა და გაჯანსაღებას უწყობს ხელს. ამ პერიოდში მოკრეფილი ბალახებით ისინი მთელი წლის განმავლობაში მკურნალობდნენ.

ამ დღის მთავარ არომატებად ზაფხულის ყვავილების სურნელი და ის მცენარეები ითვლება, რომლებიც ენერგეტიკული გაწმენდისთვის გამოიყენება. მაგალითად: აბზინდა, კრაზანა, გვირილა, ლავანდა, ვარდი, სამყურა და კამა (თუმცა შეგიძლიათ ნებისმიერი სხვა სურნელოვანი ბალახიც შეაგროვოთ). 

სახლის დასაცავად: შეაგროვეთ ამ მცენარეების კონა, გააშრეთ, გაახვიეთ წითელ ქსოვილში და შეინახეთ სახლში მშვიდ, მოფარებულ ადგილას - ის სივრცეს ნეგატიური ენერგიისგან დაიცავს.

თუ გაქვთ შესაძლებლობა, ყველა სტიქიის ძალის გამოსაყენებლად ეს დღე ბუნებაში, წყალთან ახლოს გაატარეთ. ტრადიციისამებრ, წყალსატევთან მშრალი ტოტებისგან მცირე კოცონს ანთებდნენ და მასზე გადახტომით აურასა და ენერგეტიკულ სისტემას წმენდდნენ, რაც ადამიანს ახალი, მძლავრი სასიცოცხლო ენერგიით ავსებდა.

უმთავრესი ოქროს წესი

და ყველაზე მნიშვნელოვანი: ზაფხულის მზებუდობის დღეს მაქსიმალურად მოერიდეთ ნეგატიურ აზრებს, წყენასა და ბრაზს. უძველესი დროიდან მიიჩნეოდა, რომ სხვების მიმართ გაგზავნილი ნებისმიერი უარყოფითი ენერგია ამ დღეს ორმაგი ძალით უბრუნდება თავად გამომგზავნს. გაუფრთხილდით თქვენს სიტყვებსა და ფიქრებს.

ძვირფასო მეგობრებო, გისურვებთ ბედნიერებას, სიხარულს, თქვენი სურვილების ასრულებას და ზაფხულის მზებუდობის ულამაზეს დღესასწაულს.

 ასევე დაგაინტერესებთ:

„შესაძლებელია სხეულზე დაზიანების მიღება, დაავადება, უსიამოვნებები“ - 19 ივნისის პროგნოზი ფენშუის მიხედვით

🎥 „როცა მთავარი ინგრედიენტი სიყვარულია…“ - თამუნა ამონაშვილი ტყუპებთან ერთად გადაღებულ ვიდეოს გვიზიარებს

⭕19 ივნისიდან ქირონი კუროს ნიშანში გადადის - ზოდიაქოს 4 ნიშანი, რომლებსაც 2026 წლის სექტემბრამდე მნიშვნელოვანი ტრანსფორმაცია ელოდება