Digest Logo

„ყველაზე შესამჩნევი ცვლილებები სწორედ ურთიერთობებში გამოვლინდება...“ - აპრილის თვის ასტროლოგიური ტენდენციები

1774811075
თვის ასტროლოგიური ტენდენციები

აპრილი სწრაფი თვე იქნება - ცხოვრების რიტმი შესამჩნევად აჩქარდება, ახალი ვიბრაციები და სიახლის ენერგია ყველგან იგრძნობა. თვე იწყება 2 აპრილის სავსემთვარეობით სასწორის ნიშანში და სწორედ ამ ენერგიაში გავატარებთ პირველ ნახევარს.

სასწორი პარტნიორობის, შეთანხმებებისა და ბალანსის ნიშანია, ამიტომ თვის დასაწყისში ყველაზე შესამჩნევი ცვლილებები სწორედ ურთიერთობებში გამოვლინდება.

ყველაფერი, რაც დიდი ხნის განმავლობაში გროვდებოდა - პირად თუ საქმიან სფეროში - ახლა ზედაპირზე ამოვა. ურთიერთობებში დგება გადამწყვეტი მომენტი: ან ახალ დონეზე გადახვალთ და ბალანსს იპოვით, ან მიხვდებით, რომ ეს ბალანსი მიუღწეველია - და წერტილის დასმა გარდაუვალია. შესაძლებელია საბოლოო გადაწყვეტილებების მიღება, ერთობლივი პროექტების დასრულება, იურიდიული საკითხების მოგვარება. ზოგისთვის კი, პირიქით, შესაძლოა დიდი ხნის ნანატრი ხელშეკრულება გაფორმდეს.

თვის დასაწყისში მოქმედებს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ასპექტი - ვენერასა და პლუტონს შორის დაძაბული კავშირი, რომელიც გარდამტეხ ცვლილებებს მოიტანს როგორც ურთიერთობებში, ისე ფინანსურ სფეროში. ძველი წყენები, ეჭვები და დამოკიდებულებები ზედაპირზე ამოვა.

სწორედ ამიტომ, აპრილის პირველ დღეებში ფრთხილად იყავით: ნუ მიიღებთ რადიკალურ გადაწყვეტილებებს ურთიერთობებთან დაკავშირებით. სასწორის სავსემთვარეობა ბალანსისკენ გვიწოდებს - და თუნდაც რომელიმე ურთიერთობაში რაღაც არასწორად გეჩვენებოდეთ, ეს სწორედ ის მომენტია, როდესაც ჰარმონიის პოვნა შესაძლებელია. მიუდექით კონფლიქტებს ემპათიით, ეცადეთ კომპრომისს, მოუსმინეთ მეორე მხარეს - არა მხოლოდ საკუთარ თავს. გულწრფელი საუბრები, როგორც საკუთარ თავთან, ისე ახლობლებთან, სწორედ ამ პერიოდში მოგანიჭებთ ნამდვილ სიცხადეს.

1-დან 5 აპრილამდე მოერიდეთ მსხვილ ფინანსურ გადაწყვეტილებებს - განსაკუთრებით სილამაზის, ინტერიერისა და უძრავი ქონების სფეროში. ყელის ჯანმრთელობასაც გაუფრთხილდით - ეს ზონა ამ პერიოდში განსაკუთრებით მოწყვლადია.

თუმცა ამ ხუთ დღეში მხარდამჭერი ენერგიაც გვაქვს- მერკურის და იუპიტერის ჰარმონიული ასპექტის სახით, რაც ინტუიციასა და ემოციურ ინტელექტს აძლიერებს. ეს თითქოს შინაგანი ბრძენი მრჩეველია - ნუ უგულებელყოფთ მის მინიშნებებს. მეტად მოუსმინეთ გულს, ღიად გამოხატეთ გრძნობები და შეეცადეთ სხვის პოზიციიდანაც შეაფასოთ სიტუაცია.

მთელი აპრილის განმავლობაში ყველა პლანეტა დირექტულ მოძრაობაშია - გამონაკლისის გარეშე - არცერთი რეტროგრადული პლანეტა არ გვაქვს. ეს ოქროს შესაძლებლობაა გეგმებისა და სურვილების განსახორციელებლად. მზე ვერძში სიმტკიცესა და გადაწყვეტილების უნარს გვაძლევს - ახლა დიდი შანსია წინ წავიდეს შეჩერებული საქმეები.

9 აპრილს მარსი ვერძში გადადის - თავის სტიქიაში. ეს ენერგიის, სიმამაცისა და ამბიციის ახალი ტალღაა. პერიოდს, რომელიც ინტროსპექტიულ თევზებში გავატარეთ, ჩაანაცვლებს ინიციატივის, მიზანსწრაფვისა და მოქმედების დრო.

9 აპრილიდან გახსოვდეთ: მზეც ვერძშია - ორი ძლიერი ცეცხლოვანი ენერგია ერთდება. იმპულსურობა გაიზრდება, ყველა საკუთარი სიმართლის დამტკიცებას შეეცდება, კომპრომისი გართულდება და კონფლიქტების ალბათობა მოიმატებს. ამ დროს მოთმინება ყველაზე ძვირფასი რესურსია.

15 აპრილს მერკური ვერძში გადადის. შედეგად, ვერძში უკვე ხუთი პლანეტა შეიკრიბება და ცეცხლის სტიქია აშკარად გაბატონდება.

17 აპრილს ვერძში ახალმთვარეობაა - ახალი საწყისების და ახალი ნაბიჯების დრო. სწორედ ამ მომენტიდან უმჯობესია ახალი პროექტების დაწყება. ახალმთვარეობამდე კი, 17 აპრილამდე, ფოკუსი სასურველია უკვე დაწყებულ საქმეებზე შეინარჩუნოთ.

ვენერა 23 აპრილამდე კუროშია - სტაბილური, სანდო და მყარი ენერგიით. მარსი კი 9 აპრილიდან თავის ნიშანშია. ეს ნიშნავს, რომ 10-დან 23 აპრილამდე განსაკუთრებით ეფექტური პერიოდია - ძალისხმევა შედეგს აუცილებლად გამოიღებს.

17 აპრილის ახალმთვარეობის პერიოდში სატურნიც ვერძში იმყოფება, რაც გრძელვადიან პროექტებს მხარდაჭერას აძლევს. ამიტომ ეს დღე განსაკუთრებით ხელსაყრელია სერიოზული და სტრატეგიული მიზნების დასახვისთვის.

ცეცხლის ძლიერი სტიქია ბუნებრივად ზრდის როგორც ხანძრის, ისე ტრავმების რისკს. პიკური პერიოდი დაახლოებით 20 აპრილის მიმდებარედ იქნება. ეცადეთ, ეს ენერგია ცნობიერად მიმართოთ - შექმნისა და გამბედული ნაბიჯებისკენ, და არა დაპირისპირებისა და განადგურებისკენ.

20 აპრილს მზე კუროში გადადის. ცეცხლოვანი ვერძის სეზონის შემდეგ ენერგია იცვლება - წინ წამოიწევს სტაბილურობა, სენსორული სიამოვნებები და საკუთარ ფიზიკურ სხეულზე ზრუნვა. კარგი დროა ინტერიერის, ლანდშაფტის მოწყობისა და სახლში კომფორტის შესაქმნელად. ტემპი ოდნავ შენელდება.

20-დან 25 აპრილამდე პერიოდი მთელ თვეში ყველაზე დაძაბულია. მზე პლუტონთან კონფლიქტურ ასპექტში შედის, რაც გლობალურ დონეზე შეიძლება გამოიხატოს ძალის დემონსტრაციით, გავლენების გაფართოების მცდელობებით და რესურსებისთვის ბრძოლით.

პირად დონეზე კი მნიშვნელოვანია ჯანმრთელობაზე ზრუნვა - განსაკუთრებით ყელის არეალის. ქირურგიული ჩარევები ამ დღეებში სასურველია გადაიდოს. მსხვილი ფინანსური ოპერაციებიც, განსაკუთრებით უძრავ ქონებასთან დაკავშირებული, უმჯობესია დროებით შეაჩეროთ. ზოგადად, ეს პერიოდი სიფრთხილესა და ენერგიის დაზოგვას მოითხოვს.

26 აპრილს ხდება წლის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ასტროლოგიური მოვლენა: ურანი საბოლოოდ ტოვებს კუროს და თითქმის 8 წლით გადადის ტყუპებში. ურანი ცვლილებებისა და რევოლუციური ენერგიის მატარებელი პლანეტაა, ხოლო ტყუპებში ის გარდაქმნის ჩვენს აზროვნებას, კომუნიკაცის სტილს და ინფორმაციის გაცვლის ფორმებს. ტექნოლოგიები, ტრანსპორტი და კომუნიკაციის სფეროები სწრაფი ევოლუციის გზას დაადგება. პირად დონეზე ეს ნიშნავს მოქნილობის, ადაპტაციისა და ცნობისმოყვარეობის გაძლიერებას.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕„სანაკრებო პაუზა გამარჯვებით დასრულდა...კლუბში დაბრუნების დროა“ - გიორგი მიქაუტაძე

⭕„სავსემთვარეობა პარტნიორულ ურთიერთობებში ყველა ფარულ დეტალს ააშკარავებს...“ - რამაზ გიგაურის ასტროლოგიური პროგნოზი

⭕„მამაო, ვლოცულობ და არ მისრულდება...“ - რას ჰყვება დეკანოზი თეოდორე გიგნაძე

წყარო: www.facebook.com