Digest Logo

„დარგეთ ახალი ნერგები, დაამუშავეთ მიწა ვისაც გაქვთ, ან ეცადეთ რომ შეიძინოთ თუნდაც პატარა ნაკვეთი“ - მიხეილ ცაგარელი გაზაფხულის ბუნიობაზე

1647773030
მიხეილ ცაგარელი

დღეს, 20 მარტს გაზაფხულის ბუნიობაა. აღნიშნულთან დაკავშირებით ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი სოციალურ ქსელში ვრცელ პოსტს ავრცელებს, რომელსაც „დაიჯესტი“ უცვლელად გთავაზობთ.

„დღეს ერთობლივად ყველა ვაგზავნით სიყვარულის, მშვიდობის, სიკეთის, სინათლის სურვილების სხივებს ….  
ჩემო მეგობრებო, შეგახსენებთ, რომ დღეს, 20 მარტს გაზაფხულის ბუნიობაა. დღე-ღამის ტოლობა, ხვალიდან კი დღე იწყებს ზრდას, ბუნება დაიწყებს გამოღვიძებას… 

ახალი ასტროლოგიური წელიწადია, სამყაროს ახალი წელია, ახალი სიცოცხლის დასაწყისია, ეს საუკეთესო პერიოდია ახლის დასაწყებად, შესაცვლელად, სიახლისა და განახლების შემოსატანად ყველა სფეროში,
რადგან იცვლება სამყაროს რიტმიც და საჭიროა მომზადებული დავხვდეთ ახალ ცხოვრებას ახალი ენერგიებით…
ამისათვის კი კარგი იქნება თუ ვაკონტროლებთ საკუთარი სიცოცხლის ყოველდღიურობას,
თუკი ჩვენ გადავწყვეტთ, რომ გვინდა ხანგრძლივად სიჯანსაღე და მაღალ ენერგიებზე ყოფნა, ამისათვის ყოველდღიურობაში უნდა დავამკვიდროთ შეძლებისდაგვარად : ლოცვა, მონაცვლეობითი შხაპი, ჯანსაღი კვება (ხილი, ბოსტნეული), სუნთქვითი ვარჯიშები, მსუბუქი გაწელვითი ვარჯიშები, ფეხით სეირნობა ყოველდღე მინიმუმ 45 წუთით…

სიკეთის კეთება ვისაც როგორ შეგვიძლია, კეთილი სიტყვის გაცემა და არ დაზარება, უნდა გავხდეთ
კეთილმოუბარი ანუ კეთილი სიტყვის მთქმელი, ანუ კეთილი სიტყვის მთესველები უნდა გავხდეთ, რათა ჩვენს ირგვლივ აღმოცენდეს მრავალი კეთილი სიტყვები…

ოღონდ აქ მნიშვნელოვანია გულით თქმა და გაკეთება და არა მოვალეობის მოხდის მიზნით ან საკუთარი პატივმოყვარეობის დასაკმაყოფილებლად!!!

ეკოლოგიურად ცხოვრებისადმი მიჩვევა, ეკოლოგიურად ცხოვრება ნიშნავს ჩვენი სიტყვით ან მოქმედებით არ დავაზიანოთ სხვა… (არ განვიკითხოთ, ნუ განვსჯით და შევაფასებთ, მივხედოთ ჩვენი საქმის ხარისხიანად კეთებას),
თავიდან ვაკონტროლოთ , ხოლო შემდეგ უკვე ჩვევაში გადაიზრდება და მარტივია.

კონტროლი იმისა, რომ სწრაფად გროვდება ,,ხლამები” და ძველმანები და ზედმეტი ნივთები, საჭიროა მისგან თავის დაღწევა დროულად, რადგან ჯანმრთელობა და სასიცოცხლო ენერგიები მიაქვს პატრონისგან…
მოიცილეთ დაუფიქრებლად, რადგან ყოყმანი და გადაფიქრება სჩვევია!…

ახლის შემეცნება, წაკითხვა და სულიერი განვითარება… დარგეთ ახალი ნერგები, დაამუშავეთ მიწა ვისაც გაქვთ, ან ეცადეთ რომ შეიძინოთ თუნდაც პატარა ნაკვეთი… ეს მნიშვნელოვანია!!!  

ან აივანზე ქოთნებში დათესეთ და დარგეთ მცენარეები , ნერგები…  ხარისხიანი დროულად (23:00) ძილი..

მზემაც დაასრულა თავისი 1 წლიანი ციკლი და ახალ ციკლს იწყებს ანუ ვერძის ზოდიაქოში შედის…

ვერძი ხომ პირველი ნიშანია ზოდიაქოებში, ასე გაივლის ისევ 12 ნიშანს შემდეგი წლის 20 მარტამდე…

დღეს ზეიმია სინათლის სიბნელეზე გამარჯვებას ზეიმობენ და მადლიერებით ეგებებიან მზის ახალ ციკლს,
რომელსაც თავიანთ საკრალურ კეთილს სურვილებსაც აწვდიან, თქვენც ჩაიფიქრეთ საუკეთესო სურვილები
და გაუგზავნეთ მზეს, რომელიც ამჟამად მართალია გვემალება, მაგრამ თქვენი გულწრფელი და კეთილი ვიბრაციები
მის სხივებამდე მიიტანს მაინც სიკეთე და სიყვარულით სავსე წელიწადი მისურვებია  
იყავით მშვიდნი და კეთილგონიერნი“, - წერს მიხეილ ცაგარელი.

ასევე დაგაინტერესებთ👇

🔵 VIDEO: „როდესაც მამაჩემი აფხაზეთის ომიდან ჩამოასვენეს, დედა საავადმყოფოდან მოდიოდა, პირველი შვილიშვილი შეეძინა“ - ნანკა კალატოზიშვილი

🔵„ან რუსების შემოტრიალებამდე მიგვიღებთ ნატოში, ანდა სრული უფლება გვაქვს ვიფიქროთ, რომ თქვენ ყოფილხართ არაფრის მაქნისი, აფერისტი, პროვოკატორები!“ - სვიმონ მასხარაშვილი

🔵 VIDEO: „ჩვენი ცხოვ