21 ივნისი წლის ყველაზე გრძელი დღეა. ამ დროს მზე თავისი ძალის პიკს აღწევს და მასთან ერთად ძლიერდება ზრდის, განახლების, წინსვლისა და სურვილების განხორციელების ენერგია.
ეს მხოლოდ ზაფხულის ლამაზი დღე არ არის, ეს არის მომენტი, როდესაც შეგიძლიათ ძლიერი განზრახვა ჩადოთ მომდევნო თვეებისთვის.
👇 იმისთვის, რომ მზებუდობის ენერგია სწორად გამოიყენოთ, შეასრულეთ 3 მარტივი ნაბიჯი 👇
1️⃣ მზებუდობამდე 1–2 დღით ადრე გაასუფთავეთ სივრცე
🧹 მოიშორეთ ყველაფერი, რასაც დიდი ხანია უნდა დაემშვიდობოთ:
▫️ ძველი ნივთები
▫️ არასაჭირო ქაღალდები
▫️ გაფუჭებული საგნები
▫️ ყველაფერი, რაც ენერგიას გართმევთ
▫️ და ის ნივთებიც, რომლებსაც უკვე მესამე წელია ფრაზით „მერე გადავყრი“ ინახავთ 😅 ასე ახალისათვის ადგილს გაათავისუფლებთ.
2️⃣ 21 ივნისს - მიესალმეთ მზეს და გააჟღერეთ თქვენი განზრახვა
🌅 დილით მიუახლოვდით ფანჯარას ან გადით გარეთ. რამდენიმე წუთი სიჩუმეში გაატარეთ. ღრმად ჩაისუნთქეთ და მზის სინათლე შეიგრძენით.
შემდეგ ხმამაღლა ან გულში წარმოთქვით თქვენი მთავარი მიზანი ისე, თითქოს ის უკვე შესრულებულია.
❌ არა: „მე მინდა...“ ✅ არამედ: „მე ვიღებ...“ „მე ვქმნი...“ „მე ვცხოვრობ ამ რეალობაში...“ მაგალითად: „მე თავდაჯერებით მივიწევ ჩემი მიზნისკენ. ჩემი შესაძლებლობები ყოველდღიურად იზრდება. მე ვიღებ ახალი ეტაპის ძალას, სინათლესა და მხარდაჭერას. ასე იყოს“.
3️⃣ მზებუდობის შემდეგ 3 დღე მადლიერებისთვის
🙏 სამი საღამოს განმავლობაში ჩაიწერეთ სამი რამ, რისთვისაც იმ დღეს მადლიერი ხართ. მადლიერება აძლიერებს თქვენს განზრახვას და გეხმარებათ, არ დაკარგოთ კავშირი იმ ენერგიასთან, რომელსაც ამ დღეს იწყებთ.
🌞 მთავარი კი ისაა, რომ უბრალოდ სასწაულის მოლოდინში არ დარჩეთ, გაასუფთავეთ სივრცე, დაასახელეთ თქვენი მიზანი და დაიწყეთ მოქმედება.
მზე ძალას გვაძლევს, ხოლო მისი გამოყენება უკვე ჩვენზეა დამოკიდებული.
ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 „გათხოვება გჭირდება, ძალიან გიხდება...“ - სალომე გოგიაშვილი საპატარძლო კაბებში პოზირებს
⭕რატომ გვტკენენ გულს? „უხილავი კონტრაქტების“ დამანგრეველი ფსიქოლოგია
⭕„ჩემი მზეა ეს გოგო...❤️“ - ნეკა დოროყაშვილის ახალი ფოტოები სოცქსელიდან