როგორი იქნება მარტის სასიყვარულო პროგნოზი ზოდიაქოს 12 ნიშნისთვის - ამის შესახებ ასტროლოგი სოფიო ბზეკალავა საუბრობს და ზოდიაქოს თითოეულ ნიშნებს რჩევებს აძლევს.
ვერძი - მიმდინარე თვის მიწურული დააბრუნებს ზაფხულის პერიოდთან, ისინი განთავისუფლებიდან ილუზიებისგან და გამოფხიზლდებით, შეიცვლით სტატუსს პარტნიორთან ურთიერთობებში. შესაძლოა დაიწყოთ რომანი უცხოელ ადამიანთან, რომელიც მაისიდან აქტიურ ფაზაში გადაინაცვლებს, მარტის მეორე ნახევარი კი შეიძლება იყოს ზღაპრული სიყვარულის პერიოდი.
კურო - ეცადეთ თქვენი ურთიერთობა არ იყოს საჯარო, დადგება საკითხი პარტნიორთან ურთიერთობაში შეცვალოთ რაიმე ამაში კი უმჯობესია მიიღოთ მხოლოდ თქვენ გადაწყვეტილება. იმ შემთხვევაში თუ სერიოზულ ურთიერთობაში არ ხართ, შესაძლოა ურთიერთობები განვითარდეს სამსახურებრივ ჭრილში.
ტყუპები - ეს თვე მოიტანს სიტუაციას რომ ისაუბროთ სამომავლო გეგმებზე, უნდა მიიღოთ გადაწყვეტილება რა გინდათ ურთიერთობაში, ეს საუბარი შეიძლება არ იყოს მარტივი.
კირჩხიბი - მიმდინარე თვის მანძილზე იცვლება პარტნიორების ცხოვრების წესი, რომელიც თქვენ ურთიერთობაზე გავლენას მოახდენს.
ლომი - წყალგამყოფიზე დგახართ, დაიწყო მნიშვნელოვანი პერიოდი, სადაც ვიღაც გადაწყვეტს რომ დაიწყოს ახალი ურთიერთობა, ვიღაცები კი მიხვდეთ რომ პირიქით დაასრულოთ ურთიერთობა და პროფესიას დაუთმოთ საკუთარი თავი.
ქალწული - ერთ-ერთი გარდამტეხი თვეა განსაკუთრებით 20-22 მარტი, რომელიც უკავშირდება პირად და პარტნიორულ ურთიერთობებს.
სასწორი - თვის პირველ ნაწილში ექნებათ სირთულეები, რომელიც უკავშირდება ვალდებულებებს, რა გინდათ დაიწყოთ ახალი ურთიერთობა თუ დაასრულოთ ურთიერთობა. თვის მეორე ნაწილში კი მიხვალთ ზღვარზე და დადგებით არჩევანის წინაშე და მოგიწევთ გადაწყვეტილების მიღება.
მორიელი - გაქვთ შანსი დაათბოთ ურთიერთობები, ძალიან ცოტაა საჭირო იმისთვის რომ ურთიერთობა გამოიყვანოთ ჩიხიდან, ეცადეთ არ იყოთ ხისტი და მოუსმინოთ ინტუიციას.
მშვილდოსანი - პირადი და სასიყვარულო კუთხით გაქვთ კარგი პერიოდი, შეიძლება თქვენ ცხოვრებაში შემოვიდეს ადამიანი, რომელიც სხვა კუთხით დაგანახვებთ სამყაროს. ვინც ურთიერთობაში ხართ, კარგია 20 მარტამდე პერიოდი გაიაროთ მშვიდად და შემდეგ მიიღოთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება.
თხის რქა - თითქოს ყველაფერი გარკვეულია, მაგრამ გაქვთ შიში გინდათ თუ არა თქვენ პარტნიორთან ურთიერთობა, რომელთან ერთადაც ხართ, მოგიწევთ გაერკვიოთ რა გინდათ იყოთ ერთად თუ დაასრულოთ ურთიერთობა, უმჯობესია ირწმუნოთ საკუთარი თავის.
მერწყული - იქნება ემოციური საუბრები, თვის მეორე ნაწილში გექნებათ შანსი გადააფასოთ ურთიერთობა. თუ არ ხართ წყვილში გადააფასოთ რატომ არ ხართ წყვილში.
თევზი - მარტი ძალიან ბევრ რამეს შეცვლის თქვენ ცხოვრებაში. 2 უკიდურესობაა თქვენთან, შეიძლება დაანგრიოთ ყველაფერი რაც ახლა იწყება, ამიტომ დაიცავით ბალანსი და გქონდეთ ნდობა. შეეცადეთ ენერგიები, რომელიც გაქვთ ამ თვეში გამოიყენოთ თქვენ სასიკეთოდ.
⭕აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🎥 ყველაზე ძვირფასი საჩუქარი და სიურპრიზი მეუღლისგან ირაკლი ნოზაძეს - წყვილს მესამე შვილი ეყოლება