Digest Logo

🎥 „ზღაპრული ზაფხული გელით, ზოგს კი ფინანსური კრიზისი უახლოვდება“ - ვინ დაკარგავს ფულს და ვინ გადარჩება? ასტროლოგის გაფრთხილება ზოდიაქოს ნიშნებს!

1750409485
ხატია ბედოშვილი

იუპიტერი 2025 წლის 12 ივნისიდან 2026 წლის 30 ივნისამდე კირჩხიბში გადავიდა, რაც ასტროლოგიური თვალსაზრისით მნიშვნელოვანი ტრანზიტია.

იუპიტერი, რომელიც ცნობილია როგორც გაფართოების, კეთილდღეობისა და შესაძლებლობების პლანეტა, კირჩხიბში თავის ყველაზე ძლიერ მდგომარეობაშია - რასაც ასტროლოგიურად ეწოდება „ეგზალტაცია“ - ამ პერიოდში იუპიტერი უფრო ძლიერად მოქმედებს, რაც ზრდის მის დადებით გავლენებს.

კირჩხიბი არის წყლის ნიშანი, რომელიც დაკავშირებულია ოჯახთან, ემოციურ უსაფრთხოებასთან და მზრუნველობასთან. ამიტომ, იუპიტერის გავლენა ამ ნიშანში ხელს უწყობს შინაგან ზრდას, ემოციურ განკურნებას და ურთიერთობების გაძლიერებას.

აღნიშნული პერიოდი ზოდიაქოს თითოეულ ნიშანზე იქონიებს ზეგავლენას. ამაზე ასტროლოგმა ხატია ბედოშვილმა „ფეისბუკის“ საკუთარ გვერდზე ისაუბრა.

ზოდიაქოს ნიშნების ასტროპროგნოზი მომდევნო ორი კვირის განმავლობაში  ასე გამოიყურება 👇

ვერძი - მაქსიმალურად დაზოგეთ ენერგია, დაისვენეთ, გადადეთ მნიშვნელოვანი საქმეები 28-მდე მაინც. გამოწვევებით სავსე პერიოდი გაქვთ, ნათესავებთან ურთიერთობებში, პარტნიორებთან. მოერიდეთ კონფლიქტებს ოჯახის წევრებთან, აკონტროლეთ თქვენი ბრაზი, აპატიეთ. აიღეთ პასუხისმგებლობები და ამით აირიდებთ ნეგატივს. ოჯახური ღირებულებების გადაფასების კვირა გაქვთ, ფინანსური თვალსაზრისითაც იქნება სიახლეები, თუმცა გირჩევთ, თქვენი იდეები 26 ივნისის შემდეგ განახორციელოთ. არსებულ სამსახურში მოსალოდნელია ცვლილება, ხელფასის ზრდა. 

კურო - 26 ივნისიდან უფრო ჰარმონიული პერიოდი გექნებათ. მანამდე გექნებათ ფინანსური დაძაბულობა, საკმაოდ დიდი ფინანსური დანახარჯები გექნებათ, შემოსავლის პრობლემაც იქნება, სოციალური თვალსაზრისითაც ასეთი მდგომარეობაა. გაგახარებთ, 26 ივნისის შემდეგ თქვენი ფინანსური კრიზისები დასრულდება და დაიწყება ჰარმონიული პერიოდი, ახალი გეგმები, იდეები, პროექტები, ცოდნა გაგიჩნდებათ, თუმცა ოჯახური კონფლიქტების ენერგიები მაინც გაქვთ, ამიტომ თქვენი პოტენციალი ჩადეთ ემოციური, პირადი უსაფრთხოების აშენებაში. 

ტყუპები - ქაოსური პერიოდი გეწყებათ, ბევრი დრო გჭირდებათ და ვერ ასწრებთ საქმეებს. იქნებით ენერგეტიკულად გამოფიტული, 26 ივნისამდე, ამიტომ დაისვენეთ, ფიზიკური აქტივობით დაკავდით. ფინანსური თვალსაზრისით ივნისის ბოლომდე რთული პერიოდია, მოსალოდნელია უკონტროლო ხარჯვა, რაც ოჯახური სიტუაციებიდან გამომდინარე იქნება, რასაც თქვენ გააპროტესტებთ, მაგრამ ნუ იზამთ ამას, პირიქით გაეცით სიხარულით! თვის ბოლოსკენ თქვენი ფინანსური პოტენციალი მოიმატებს.

კირჩხიბი - მთვარე თქვენშია, რის გამოც ენერგეტიკულად გამოფიტულად იგრძნობთ თავს, დაბადების წინა პერიოდი რთულია. დაზოგეთ ენერგია, გადააზრების პერიოდია. თქვენთან მოვა ბევრი ცოდნა, გააზრება, გაცნობიერება. ახალმთვარეობის შემდეგ შედარებით აიწევა თქვენი ენერგია, იგრძნობთ ენერგიის მატებას. ეცადეთ, არ შეხვიდეთ კონფლიქტში სამსახურში. ემოციურად იქნებით გადაღლილი, ამიტომ დაისვენეთ და პასუხისმგებლობებისგან განიტვირთეთ. კარგი პერიოდია მოგზაურობისთვის, განმარტოებისთვის. ფინანსური თვალსაზრისით იქნება სიახლეები, უფრო თვის ბოლოდან. პარტნიორულ ურთიერთობებში დაძაბულობაა, კონფლიქტურობას მოერიდეთ. 

ლომი - ძალა აღარ გყოფნით, გამოფიტული ხართ, მოტივაციის, სურვილის ნაკლებობაა. დაისვენეთ თვის ბოლომდე, აღიდგინეთ ენერგიები. ნუ მიატოვებთ საქმეს, რაც წამოწყებული გაქვთ, პირიქით, მნიშვნელოვანია კი არ დანებდეთ,  არამედ დაისვენოთ. ფინანსური თვალსაზრისით კრიზისები ამ თვის ბოლოს დასრულდება, შემდეგ უკეთესი პერიოდი იქნება. დაძაბულობა ხელს შეგიშლით საქმეში, ჯობს დაწყნარდეთ! გამოწვევები გექნებათ პარტნიორულ ურთიერთობაში. 

ქალწული - მეგობრებთან ურთიერთობები, ახალი კარიერული საწყისები, პასუხისმგებლობები მოვა. პარტნიორულ ურთიერთობებში ახალი ნაბიჯები იქნება, რაც ჰარმონიულია. თვის ბოლომდე მაინც დაძაბულობაა ყველა სფეროში, ამიტომ აღიდგინეთ ენერგია, განიტვირთეთ, დაისვენეთ. თვის ბოლოდან უკვე ჰარმონიული პერიოდი დაგეწყებათ. ზღაპრული ზაფხული გელით. ყურადღებით იყავით ფინანსებთან, არ გირჩევთ რისკს, ურთიერთობებში ნუ გარევთ ფინანსებს. 

სასწორი - პარტნიორულ, ოჯახურ, კარიერულ ურთიერთობებში თვის ბოლომდე იქნება დაძაბულობა. სტრესული და რთული პერიოდია სოციალური თვალსაზრისით. პირადი უსაფრთხოების აშენება საკუთარ თავზე აიღეთ და ნუ გექნებათ მოლოდინი, რომ ამას პარტნიორი გააკეთებს, თქვენ გევალებათ ამ ნაბიჯების გადადგმა. არ გააპროტესტოთ მოცემულობები, მნიშვნელოვანია მატერიალური თვალსაზრისით პერიოდი, მაქსიმალურად განაცალკევეთ ფინანსები, ოჯახი, მატერიალური პრობლემები. 

მორიელი - მთავარი გამოწვევები ფინანსური თვალსაზრისით გაქვთ, ასევე სამსახურებრივი კუთხით. თუ მუშაობთ საბუთებთან, აუცილებელია მიაქციოთ ყურადღება ბუღალტერიას. ალბათობაა ფინანსური თაღლითობის, განსაკუთრებით სამსახურში, ამიტომ მნიშვნელოვანია კონფლიქტებიც აკონტროლოთ, შესაძლოა იყოს საყვედური, დაგიწუნონ პროფესიონალიზმი, რამაც გამოიწვიოს დაძაბულობა. გევალებათ შეისწავლოთ რაღაც ახალი. თუ ამას არ გააკეთებთ, მომდევნო 2 კვირაში მოხდება სამსახურში ისეთი რამ, რაც იძულებულს გაგხდით აიმაღლოთ კვალიფიკაცია. პარტნიორულ ურთიერთობაში ჰარმონიული პერიოდია. ნუ გაიღებთ ფინანსურ რისკებს, არ იქნება წარმატების მომტანი. ფინანსური თვალსაზრისით არ არის ნეგატიური პერიოდი, პირიქით სიახლეების საწყისია. გაიზრდება ფინანსები. არ არის ნეგატიური პერიოდი, აღიდგინეთ ენერგიები, აგრესიული ფონები არის, თუმცა უნდა გადალახოთ საკუთარ თავში, იპოვეთ ძალა, იყავით ლმობიერები. 

მშვილდოსანი - არის ახალი პერიოდი ოჯახური ცხოვრების, პარტნიორული ურთიერთობის. დაძაბულობა იქნება, დიდი ენერგია დაიხარჯება სასიყვარულო, შვილებთან, მშობლებთან ურთიერთობაში. ფინანსურად ხარჯები ზედმეტად გაბერილი გექნებათ, თუმცა თვის ბოლოდან კარგი პერიოდი დაგეწყებათ. მიიღებთ რადიკალურ გადაწყვეტილებებს, ააშენეთ პირადი უსაფრთხოება და პასუხისმგებლობებს თავს ნუ აარიდებთ.

თხის რქა - პარტნიორული და ოჯახური კონფლიქტური ურთიერთობები იქნება, სირთულეები იქნება სიშორესთან დაკავშირებითაც. თავს მარტო იგრძნობთ. დრო დაუთმეთ გარემოს კეთილმოწყობას. ენერგეტიკულად თავს ბევრად უკეთ იგრძნობთ თვის ბოლოდან. ფინანსურად არ გაქვთ ცუდი პერიოდი, სამსახურებრივად სიახლეები გელოდებათ, შეიმუშავეთ იდეები, მაგრამ ნაბიჯები თვის ბოლოსკენ გადადგით. დრო დაუთმეთ ურთიერთობებს. 

მერწყული - დაძაბული ურთიერთობები გექნებათ ნათესავებთან, დედმამიშვილებთან, სამსახურში. მოგიწევთ რაღაც ახლის შესწავლა, მოსალოდნელია ნერვიულობა, თუმცა საბოლოო ჯამში თვის მეორე ნახევარი ჰარმონიული იქნება ფინანსური თვალსაზრისით. პერსპექტივა გექნებათ სამსახურებრივად, ყურადღება უნდა მიაქციოთ ჯანმრთელობას, პირადი უსაფრთხოება უნდა ააშენოთ. პარტნიორებთანაც გელოდებათ დაძაბულობა. თქვენი ენერგია მიმართული იქნება ფინანსების გამომუშავებისკენ. 

თევზები - ფინანსური დაძაბულობის გამო გექნებათ კონფლიქტები ოჯახთან, ნათესავებთან. ეს გაგრძელდება თვის ბოლომდე, შემდეგ ჰარმონიული პერიოდი დაიწყება. კარგი პერიოდი დაგეწყებათ შვილებთან ურთიერთობისთვის, ახალი სასიყვარულო ურთიერთობისთვის, ან თუ არსებულ ურთიერთობაში ხართ - გადავა ბევრად უკეთეს ეტაპზე გადავა. არ გახდეთ მოტყუების მსხვერპლი, ნუ გადაიხდით ნივთში ღირებულებაზე მეტს.

ასევე დაგაინტერესებთ:

„პირადი უსაფრთხოების, სულიერი სიმდიდრის და მსოფლიოში პატრიოტიზმის დროა“ – 21 ივნისს მზე კირჩხიბში გადადის, მთავარი ასტროლოგიური გზავნილები ხატია ბედოშვილისგან

„დიდებული დღე გათენდა, რადგან ჩემთვის უძვირფასესი ადამიანი მოევლინა ამ ქვეყანას“ - გიორგი გაბუნია ცოლს დაბადების დღეს ულოცავს

„რა კარგ ფორმაში ხარ...“ - ნახეთ ანუკი არეშიძის ახალი ფოტოები