Digest Logo

„პირადი უსაფრთხოების, სულიერი სიმდიდრის და მსოფლიოში პატრიოტიზმის დროა“ – 21 ივნისს მზე კირჩხიბში გადადის, მთავარი ასტროლოგიური გზავნილები ხატია ბედოშვილისგან

1750404511
ხატია ბედოშვილი

იუპიტერი 2025 წლის 12 ივნისიდან 2026 წლის 30 ივნისამდე კირჩხიბში გადავიდა, რაც ასტროლოგიური თვალსაზრისით მნიშვნელოვანი ტრანზიტია.

იუპიტერი, რომელიც ცნობილია როგორც გაფართოების, კეთილდღეობისა და შესაძლებლობების პლანეტა, კირჩხიბში თავის ყველაზე ძლიერ მდგომარეობაშია - რასაც ასტროლოგიურად ეწოდება „ეგზალტაცია“ - ამ პერიოდში იუპიტერი უფრო ძლიერად მოქმედებს, რაც ზრდის მის დადებით გავლენებს.

კირჩხიბი არის წყლის ნიშანი, რომელიც დაკავშირებულია ოჯახთან, ემოციურ უსაფრთხოებასთან და მზრუნველობასთან. ამიტომ, იუპიტერის გავლენა ამ ნიშანში ხელს უწყობს შინაგან ზრდას, ემოციურ განკურნებას და ურთიერთობების გაძლიერებას.

საინტერესოა, რა გავლენა ექნება ამ პროცესს ზოდიაქოს ნიშნებზე? რატომ არის მნიშვნელოვანი მომდევნო ორი კვირა და რეკომენდაციები უნდა გავითვალისწინოთ - აღნიშნულ თემაზე ასტროლოგმა ხატია ბედოშვილმა სოციალურ ქსელში ისაუბრა:

„მომავალი ორი კვირა პრობლემური და დაძაბულია, განსაკუთრებით სოციალური და ფინანსური თვალსაზრისით.

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თავი შევიკავოთ მნიშვნელოვანი ფინანსური გადაწყვეტილებების მიღებისგან, 28 ივნისამდე არ დაიწყოთ ახალი საქმეები. არ არის რეკომენდებული ბიზნესის წამოწყება, დიდი შენაძენების გაფორმება, კარგია თუ თავს აარიდებთ ხელშეკრულებების დადებას, რადგან დიდი ალბათობაა ფინანსური თაღლითობის, შესაბამისად გაგიჭირდებათ ტყუილის და სიმართლის გარჩევა. 

ყურადღება მიაქციეთ ინფორმაციას, რასაც იღებთ. ალბათობაა ნეგატიური ინფორმაციის გავრცელების.

ტრანზიტი, რასაც ახლა ჩვენ გავდივართ არის ძალიან მნიშვნელოვანი, რადგან ეს პირველი შეერთებაა სატურნი-ნეპტუნის. სამყაროში მომდევნო კვირის განმავლობაში გააქტიურებული იქნება ნეგატიური ფონი.

პირველ რიგში ყურადღება უნდა მიაქციოთ თქვენს სულიერ მდგომარეობას.

გლობალური თვალსაზრისით ეს, რა თქმა უნდა, გავლენას ახდენს სოციალურ კრიზისზე.

პოლიტიკური კრიზისის წინაშე დგას მსოფლიო და ეს კრიზისი წინა პირობაა ახალი ეპოქის შემოსვლის, გადატვირთვის, თუმცა პიროვნულ დონეზეც იმოქმედებს.

ბევრმა ადამიანმა შეიძლება იგრძნოს ენერგეტიკული გამოფიტვა, კარიერული თვალსაზრისით დადგება კითხვის ნიშნები, გაჩნდება პროფესიის შეცვლის სურვილი, რეალურად კარგი პერიოდია ამისთვის და ამას ითხოვს კიდეც ეს პერიოდი, სიახლეების მხრივ არის გამოწვევები, თუმცა 27 ივნისამდე მაინც არ გირჩევთ რადიკალური გადაწყვეტილებების მიღებას.

 ნუ შეეჭიდებით იმას, რაც არ გამოგდით! 

25-ში, 14:32 საათზე გვაქვს ახალმთვარეობა კირჩხიბის ზოდიაქოში, მისი ენერგია გავრცელდება.

სამი უმაღლესი პლანეტა გვყავს 1-ელ, მე-2, მე-3 გრადუსზე, რაც ნიშნავს, რომ იწყება საერთოდ ახალი ეპოქა, ახალი მიდგომები, თუმცა ამ ეპოქის წინ აუცილებელია სიახლეები და ახალი კარის გაღება. 

ერთადერთი რამ, რაც ადამიანმა ამ პერიოდში უნდა გააკეთოს, არის ის რომ ვილოცოთ მსოფლიოსთვის, გავუშვათ ჰარმონიული ენერგიები. ჯერ კიდევ შეიძლება ჩვენი ეგოიზმის დაძლევით რაღაცები გამოვასწოროთ, თუმცა თუ ამ თვის ბოლომდე ეს პრობლემები არ გადაიჭრა, შემდგომში გართულდება და სამყარო მიიღებს დიდ ზიანს. 

2025 წელი ერთგვარი ბრძოლის ველია, კეთილის და ბოროტის. 

21 ივნისს გვაქვს ზაფხულის ბუნიობა, ყველაზე დიდი დღე.

მზე გადადის ზოდიაქოს მეორე კარდინალურ კირჩხიბის ნიშანში, რაც ნიშნავს, რომ შემოვა ისეთი ენერგია, რომ ყველას მოუნდება დაიცვას საკუთარი სახლი, საკუთრება. ამას უკვე ვხედავთ კიდეც, ყველა ქვეყანა ამბობს, იმას გავაკეთებთ, რაც ჩვენთვის იქნება კარგი. ფანატიკურადაც შეიძლება გაიბეროს პატრიოტული მიდგომები, რაც საშიშია. 

მნიშვნელოვანია, დავამუშაოთ კირჩხიბის ენერგია. ჩვენი ოჯახური ღირებულებები, სულიერი, პატრიოტული ღირებულებები. ააშენეთ პირადი უსაფრთხოება. სიმდიდრე არის თქვენს ფესვებში. ყველა ადამიანი დაცული იქნება საკუთარ ქვეყანაში, ვიდრე სხვაგან. 

არ შეხვიდეთ კონფლიქტში, არის ალბათობა ოჯახური კონფლიქტების, აგრესიის. დაგროვილ წყენამ შეიძლება ამოხეთქოს, თუ ვერ შეიკავებთ ამ ენერგიას, მაშინ ისაუბრეთ. 

28 ივნისს ჩამოწერეთ მომავალი თვის გეგმა, ეს არ უნდა იყოს ოცნებები, ჩამოწერეთ ის, რასაც თქვენი რესურსით შესრულებადია. ეს პრაქტიკა ძალიან კარგად მუშაობს. 

მნიშვნელოვანია გასცეთ უპირობო სიყვარული“, - ამბობს ხატია ბედოშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ:

„დიდებული დღე გათენდა, რადგან ჩემთვის უძვირფასესი ადამიანი მოევლინა ამ ქვეყანას“ - გიორგი გაბუნია ცოლს დაბადების დღეს ულოცავს

„რა კარგ ფორმაში ხარ...“ - ნახეთ ანუკი არეშიძის ახალი ფოტოები

„ახლა კი თამამად შემიძლია მოგილოცოთ ზაფხულის დადგომა! 21-22 ივნისს წლის განმავლობაში ყველაზე გრძელი დღე და მოკლე ღამე გვაქვს“ - გიორგი ლობჯანიძე