ნოემბრის პირველ დღეებში იუპიტერი, სატურნი და პლუტონი იშვიათ ასტროლოგიურ გაერთიანებას შექმნიან, რაც ფინანსურ წარმატებასა და შემოსავლის ზრდას გვპირდება. თუმცა, მორიელებს, მშვილდოსნის ნიშნის წარმომადგენლებსა და თხის რქებს ამ პერიოდში განსაკუთრებით გაუმართლებს:
მორიელი
პლუტონისა და მარსის გავლენა მორიელებს გამბედაობასა და გამჭრიახობას მიანიჭებს. გაგიჩნდებათ ისეთი იდეა, რომელსაც შეუძლია, არა მხოლოდ ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესება, არამედ გრძელვადიანი წარმატებისა და კეთილდღეობის მოტანა. მთავარია, იმპულსური გადაწყვეტილებები არ მიიღოთ და გაუაზრებელი ფინანსური ვალდებულებებიც არ აიღოთ. ვარსკვლავები თქვენ მხარეს არიან. ნოემბრის დასაწყისი ბევრი თქვენგანისთვის სიცხადისა და სასარგებლო ცვლილებების ეტაპი იქნება.
მშვილდოსანი
იუპიტერი, იღბლის პლანეტა, შემოსავლის ახალ წყაროებს გაგიხსნით. შესაძლოა, არსებულმა საქმემ გაამართლოს და იმაზე მეტი მოგება ნახოთ, ვიდრე ელოდებით. შეიძლება, ახალი საქმის წამოწყება გადაწყვიტოთ ან მომგებიან შეთავაზებას დათანხმდეთ. სრულიად შესაძლებელია, მოულოდნელი ფინანსური სიურპრიზიც შეგხვდეთ. გარდა ამისა, ეს პერიოდი გაძლევთ შანსს, რომ ჰობი ხელსაყრელ წამოწყებად გადააქციოთ. თქვენი მთავარი ამოცანაა, რომ არაგონივრულ ხარჯებს მოერიდოთ და გეგმებს ნაბიჯ-ნაბიჯ მიჰყვეთ.
თხის რქა
პლანეტა სატურნი თქვენს შრომისმოყვარეობასა და მონდომებას გააძლიერებს. მენეჯმენტი თქვენს შრომასა და ძალისხმევას შეამჩნევს, ხოლო კოლეგები ახალ იდეებს მხარს დაუჭერენ. 2025 წლის ნოემბრის დასაწყისი გაძლევთ შესაძლებლობას, კარიერულად დაწინაურდეთ, ფინანსურად მეტი მოგება ნახოთ და დაიწყოთ თქვენი ოცნების საქმეებისა და პროექტების განხორციელება. თქვენი მონდომება შედეგს გამოიღებს და დამსახურებულ ჯილდოს მიიღებთ.
⭕ აგრეთვე დაგაინტერესებთ:
📸 „იქაურობა ნისლით შებურული დამხვდა“ - ბადრი ვადაჭკორიას ობიექტივში ამჯერად შაორის ტბა მოხვდა
წყარო: www.beaumonde.ge