როგორც ასტროლოგები ამბობენ, ზოდიაქოს ამ 3 ნიშნისთვის დეკემბერი მარტივი თვე არ იქნება და შესაძლოა, გარკვეული გამოცდის წინაშეც დადგნენ. თუმცა, თუ ქვემოთ ჩამოთვლილ რეკომენდაციებს გაითვალისწინებთ, შეძლებთ, პრობლემების დიდი ნაწილი თავიდან აირიდოთ:
კირჩხიბი
შესაძლოა, 2024 წლის ნოემბერში რთული პერიოდი გქონდათ. როგორც ასტროლოგები ამბობენ, ნეგატიური გამოცდილება დეკემბერშიც გაგრძელდება. მთავარი პრობლემა კი ის არის, რომ ძალიან ბევრს შრომობთ და ამავდროულად, საკუთარი თავის გარდა, სხვა ყველაფერს უფრო მეტ მნიშვნელობასა და პრიორიტეტს ანიჭებთ. ამიტომ, შესაძლოა, დეკემბერში ჯანმრთელობის პრობლემები შეგექმნათ, დაკარგოთ მოტივაცია, იგრძნოთ უიმედობა და ჩათვალოთ, რომ არაფერი გამოგდით. თუ არ გინდათ, რომ 2025 წელს სრულიად უმოტივაციოდ შეხვდეთ, დასვენება, განტვირთვა, საკუთარ თავზე ზრუნვა ახლავე დაგეგმეთ. ეს დაგეხმარებათ, რომ კვლავ იპოვოთ შემართება და საკუთარი მიზნების განხორციელებაზე იფიქროთ.
ქალწული
ქალწულის მმართველი პლანეტა, მერკური, რეტროგრადულ მოძრაობაშია. ამიტომაც, ზოდიაქოს ამ ნიშნის წარმომადგენლები სხვადასხვა სიტუაციაში თავს დაუცველად იგრძნობენ და პრობლემების გადაჭრა გაუჭირდებათ. შესაძლოა, სერიოზული კონფლიქტი შეგექმნათ, სადაც საკუთარი აზრისა და პოზიციის მკაფიოდ დაცვა მოგიწევთ. ასევე, შეიძლება საზოგადოების აზრს დაუპირისპირდეთ და თავი მარტო იგრძნოთ. ზოგადად, ამ პერიოდში კომუნიკაცია გართულდება. შესაძლოა, ვინმემ თქვენი რეპუტაციის გაფუჭება გადაწყვიტოს და ზურგს უკან ისეთი რაღაცები თქვას, რაც განსაკუთრებით დაგაზიანებთ. ეს პერიოდი თქვენს პირად ურთიერთობებზეც ნეგატიურად აისახება. ამიტომაც, შეეცადეთ, კონფლიქტები თანმიმდევრულად მოაგვაროთ, აუხსნათ ადამიანებს, რაში არ ეთანხმებით, ახლავე დააფქსიროთ, რა არ მოგწონთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, შემდეგ ყველა პრობლემა თავს ერთად მოიყრის და რთულ სიტუაციაში აღმოჩნდებით.
თევზები
შესაძლოა, ახლა ცხოვრების იმ ეტაპზე ხართ, როცა ყველაფრის ძირეულად გარდაქმნა და გაახლება გინდათ. რაც არ უნდა უცნაურად ჟღერდეს, ყველაფრის ერთდროულად დაძლევის მცდელობამ შეიძლება, მწარე იმედგაცრუებამდე მიგიყვანოთ. ცვლილებებზე გადაჭარბებულმა კონცენტრაციამ შესაძლოა, მეგობრებთან, საყვარელ ადამიანებთან ურთიერთობაში პრობლემა შეგიქმნათ. მნიშვნელოვანია, მკაფიო გეგმა შეადგინოთ და ეტაპები გაწეროთ. თუკი, პირობითად, სპონტანურად მიატოვებთ სამსახურს და ნაფიქრი არ გექნებათ, სად წახვალთ, რა მიმართულებით დასაქმდებით, შესაძლოა, ამის გამო სერიოზული იმედგაცრუება შეგხვდეთ. ასევე, ყურადღება გამოიჩინეთ ფინანსების მიმართაც. დეკემბრის ბოლოს შესაძლოა, თქვენი ფინანსური მდგომარეობა გაუმჯობესდეს, რაც გიბიძგებთ, რომ ერთდროულად ბევრი რამ იყიდოთ. თუმცა, ჯობს პრიორიტეტებს გადახედოთ და თანხა არასაჭირო შესყიდვებისთვის არ გამოიყენოთ.
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„სხვანაირად ბრწყინავ, როცა ნამდვილად ბედნიერი ხარ“ - ნინი ქარსელაძე ახალ ფოტოებს გვიზიარებს
წყარო: www.beaumonde.ge