Digest Logo

ზოდიაქოს 4 ნიშანი, რომელთა ცხოვრებას რეტროგრადული იუპიტერი მნიშვნელოვნად შეცვლის

1733814240
რეტროგრადული იუპიტერი

შესაძლებლობების,სამართლიანობისა და კომუნიკაციის პლანეტამ, იუპიტერმა, რეტროგრადული მოძრაობა ოქტომბრის დასაწყისში დაიწყო და 2025 წლის 4 თებერვლამდე გაგრძელდება. როდესაც აღნიშნული პლანეტა რეტროგრადულ მოძრაობაშია, ყველა ის სფერო, რომლებსაც მართავს, ფერხდება - შესაბამისად, კომუნიკაცია განსაკუთრებით გართულებულია. შესაძლოა, უსამართლო მოპყრობის მსხვერპლი გავხდეთ და ახალი შესაძლებლობების მიღების შანსიც შემცირდეს.

აღნიშნულ პერიოდში ზოდიაქოს ყველა ნიშანი გადახედავს იმ გზას, რომელიც კარიერული, პიროვნული განვითარებისა თუ განათლების მიღების თვალსაზრისით გაიარა. შესაძლოა, ის, რაც ადრე სწორი და პრიორიტეტული იყო, დღეს სულაც აღარ აღმოჩნდეს ასეთი მნიშვნელოვანი.

ასევე, რეტროგრადული იუპიტერის დროს შესაძლოა, პარტნიორთან დაშორება, სამსახურის შეცვლა ან რაიმე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღება გინდოდეთ, მაგრამ აუცილებელია, თითოეული ნაბიჯი კარგად გააანალიზოთ. იმპულსური გადაწყვეტილებები შესაძლოა, სამომავლოდ განსაკუთრებით ინანოთ.

როგორც ასტროლოგები ამბობენ, ამ პერიოდში ცვლილებას ზოდიაქოს ყველა ნიშანი იგრძნობს. თუმცა, რეტროგრადული იუპიტერი ყველაზე დიდ გავლენას ზოდიაქოს ამ 4 ნიშანზე მოახდენს:

ვერძი

აღნიშნულ პერიოდში შესაძლოა, ზოდიაქოს ამ ნიშნის წარმომადგენლებმა მომატებული შფოთვა და ემოციურობა იგრძნონ, გაუჩნდეთ სურვილი, რომ ყველაფერი რაც შეიძლება, სწრაფად მიიღონ და შეასრულონ ის, რაც ძალიან უნდათ. მნიშვნელოვანია, რომ მომატებულმა ემოციურმა ფონმა ობიექტურობა არ დაგაკარგვინოთ. ვარსკვლავები გირჩევენ, მოუსმინოთ საკუთარ გულს, გააანალიზოთ კონკრეტული ნაბიჯები და ხანდახან სხვების მიმართ უფრო ტოლერანტულები იყოთ.

რეტროგრადული იუპიტერის პერიოდში ზოდიაქოს ამ ნიშნის წარმომადგენლებს მოუწევთ, გარკვეული პრინციპები შეცვალონ, რომ თავიანთი პიროვნების ახალი ასპექტი აღმოაჩინონ და მიზნებისკენ უფრო ეფექტური ნაბიჯები გადადგან. სამართლიანობის პლანეტა ენერგიით აგავსებთ, რომელიც გონივრულად უნდა გამოიყენოთ - არ მიიღოთ იმპულსური გადაწყვეტილებები და თვითგანვითარებაზე იზრუნეთ. ასეთ შემთხვევაში, მომდევნო წელი თქვენთვის განსაკუთრებით წარმატებული იქნება.

კირჩხიბი

კირჩხიბის ნიშნის წარმომადგენლებს რეტროგრადული იუპიტერი გარკვეულ სირთულეებს უმზადებს. ამიტომაც, ჯობს, აღნიშნულ პერიოდში განსაკუთრებული სიფრთხილე გამოიჩინოთ. ეს პერიოდი მოგთხოვთ, შეუპოვრობა, მიზანდასახულობა და გამძლეობა გამოავლინოთ. შესაძლოა, ყველაფერი ისე არ წარიმართოს, როგორც გეგმავდით, თქვენი მოლოდინები არ გამართლდეს, მაგრამ გახსოვდეთ, ეს სამომავლოდ მნიშვნელოვანი გამოცდილება იქნება.

თუ გრძნობთ, რომ ზოგიერთმა ადამიანმა, ურთიერთობამ თქვენს ცხოვრებაში თავი ამოწურა, ახლა გაქვთ შანსი, რომ საბოლოოდ დაუსვათ წერტილი და 2025 წლიდან განახლებული ეტაპი დაიწყოთ. ენდეთ საკუთარ ინტუიციას. დაიმახსოვრეთ, რომ თქვენი ცხოვრება თქვენს ხელშია.

სასწორი

ალბათ, ბევრი დიდი მიზანი გაქვთ, რომელთა განხორციელებასაც გეგმავთ და ცვლილებებისთვის ემზადებით. რა თქმა უნდა, თავად შესანიშნავად იცით, რისი მიღწევა გსურთ და შეგიძლიათ, მონდომებითა და შრომისმოყვარეობით ოცნებები აისრულოთ. მაგრამ, რეტროგრადული იუპიტერის დროს ენერგიისა და მოტივაციის ნაკლებობას იგრძნობთ, რამაც შესაძლოა, თქვენს გადაწყვეტილებებში ბევრჯერ დაგაეჭვოთ და უარი გათქმევინოთ იმ საქმეებზე, რომლებიც თქვენი განვითარებისთვის მნიშვნელოვანია.

შეეცადეთ, არ აჰყვეთ ემოციებს და საკუთარ თავთან ზუსტად ჩამოაყალიბოთ, რა არის თქვენი მიზანი და რას აკეთებთ მის მისაღწევად. თუ იმპულსურ გადაწყვეტილებებს არ მიიღებთ, 2025 წელი ბევრ წარმატებასა და საინტერესო დღეს გპირდებათ.

მშვილდოსანი

რეტროგრადული იუპიტერის პერიოდში შესაძლოა, წარსულში დატოვებულმა ურთიერთობამ თავი კიდევ ერთხელ შეგახსენოთ. თქვენი ამოცანაა, 2025 წლის 4 თებერვლამდე ეს საკითხი საბოლოოდ გადაჭრათ და კონკრეტული გადაწყვეტილება მიიღოთ. ამის შემდეგ შეძლებთ, ცხოვრების განახლებული ეტაპი დაიწყოთ და თავი ბედნიერად იგრძნოთ.

ასტროლოგები გირჩევენ, რომ საკუთარი თავი აუცილებლად პირველ ადგილზე დააყენეთ, ენდეთ თქვენს გონებას და სხვების ყველა რჩევას ნუ გაითვალისწინებთ, რადგანაც თქვენი წარმატება და კეთილდღეობა ყველას გულწრფელად არ სურს. დაუთმეთ დრო ჰობის, ხშირად განიტვირთეთ და არ მისცეთ წარსულში დატოვებულ ადამიანებს უფლება, გაგაკონტროლონ და განწყობა კვლავ დაგიკარგონ.

ასევე დაგაინტერესებთ:

გიორგი მამარდაშვილი მეუღლესთან და შვილთან ერთად გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს

როგორი განწყობით შევიდა ბარბარა სამხარაძე საოპერაციოში და იცოდა თუ არა ოჯახმა მისი გადაწყვეტილების შესახებ?

რა სიურპრიზი გაუკეთა საკუთარ თავს ზურა გორგაძემ და რის გამო გაურბის ის კომფორტის ზონაში ყოფნას

წყარო: www.beaumonde.ge