
როგორც ასტროლოგები ამბობენ, 2025 წლის ზაფხული ზოდიაქოს ამ ნიშნების წარმომადგენლებისათვის სრული ტრანსფორმაციის პერიოდი იქნება. რაც მთავარია, შესაძლოა, ყველაფერი გეგმის მიხედვით არ წარიმართოს, მაგრამ გექნებათ შესაძლებლობა, შეცვლილი სცენარი თქვენს სასარგებლოდ გამოიყენოთ:
კირჩხიბი
ის, რაც სტაბილურად გეჩვენებოდათ, შესაძლოა, მოულოდნელად შეიცვალოს. ნუ მიეჯაჭვებით წარსულს - ახალი ეტაპი მეტ თავისუფლებასა და თვითგანვითარების შესაძლებლობას მოგცემთ. გარდა ამისა, ზაფხულის პერიოდში ურთიერთობების თვალსაზრისითაც შეიძლება, ბევრი რამ შეიცვალოს, ადამიანები ობიექტურად შეაფასოთ, საბოლოოდ მიხვდეთ, ვინაა თქვენი ნამდვილი მეგობარი და გულშემატკივარი და ვის უნდა დაემშვიდობოთ.
სასწორი
2025 წლის ზაფხული გაიძულებთ, კომფორტის ზონიდან გამოხვიდეთ, ვარდისფერი სათვალე მოიხსნათ და რეალურ საჭიროებებზე კონცენტრირდეთ. მნიშვნელოვანია, საკუთარ პრიორიტეტებს გადახედოთ და უარი თქვათ იმაზე, რაც წარმატებასა და ბედნიერებაში ხელს გიშლით. გარდა ამისა, მიმდინარე თვეების განმავლობაში ახალმა ნაცნობობამ ან შეთავაზებამ შესაძლოა, თქვენი ცხოვრების ვექტორი მნიშვნელოვნად შეცვალოს.
მორიელი
როგორც ასტროლოგები ამბობენ, უკვე დიდი ხანია, თქვენს ცხოვრებაში ცვლილებები მზადდება და ახლა მოქმედების დროა. შესაძლოა, მნიშვნელოვანი რაღაცის - ურთიერთობის, სამსახურის, გარკვეული ჩვევის დათმობა მოგიწიოთ, თუმცა ძველის ადგილს რაღაც უფრო ნათელი, ძლიერი და თქვენთვის სასარგებლო დაიკავებს. იყავით მზად სიახლეებისათვის და წარმატებას აუცილებლად მიაღწევთ.
თევზები
იდეალები, რომლებსაც შესაძლოა, უკვე დიდი ხანია, ეყრდნობით, აზრს დაკარგავს. თუმცა, ამავდროულად, საკუთარი თავისა და სამყაროს მიმართ ახალ ხედვასა და მიდგომას ჩამოაყალიბებთ. დაბნეულობა შთაგონებად გადაიქცევა. შეძლებთ, საბოლოოდ გადადგათ ის ნაბიჯები, რომლებიც თქვენთვის მნიშვნელოვან ცვლილებებამდე მიგიყვანთ და ცხოვრების განახლებული ეტაპის დაწყებაში დაგეხმარებათ.
ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 „ულამაზესი, დახვეწილი და გიჟი“ - როგორ აფასებენ ქრისტი ყიფშიძის პიკანტურ ფოტოებს სოცქსელში
⭕„ვარდობისთვის კეკე, მეტსახელად - ბასუკა“ - გიორგი კეკელიძე შვილის ახალ ფოტოს გვიზიარებს
წყარო: www.beaumonde.ge