
„მედიტაცია უფრო მაღალი ძალის ან უფრო მაღალი რეალობის მოხმობაა ჩვენი არსების უფრო დაბალ ნაწილში. როგორც მაღალი, ასევე დაბალი ნაწილი ჩვენ გვეკუთვნის, მაგრამ მაღალი რეალობები, რომლების დაშვებასაც ვცდილობთ მედიტაციის დროს, აცნობიერებენ თავის ერთობას ღმერთთან, როდესაც დაბალი ნაწილები ჩვენში ამას ვერ აცნობიერებენ. როდესაც ვმედიტირებთ, ჩვენ ვუხმობთ მაღალ რეალობებს შემოვიდნენ დაბალ რეალობებში და აგრძნობინონ მათ, რომ ისინიც ღმერთს ეკუთვნიან. ასე რომ, მედიტაცია ჩვენი მაღალი ნაწილის მოხმობაა დაბალ ნაწილში გასხივოსნებისთვის და დარწმუნებისთვის იმაში, რომ მასაც შეუძლია, საბოლოოდ, გახდეს ასეთივე კარგი, ასეთივე ღვთაებრივი, ასეთივე სრულყოფილი, როგორიც უმაღლესია ჩვენში, იმ პირობით, თუ ის მიიღებს სინათლეს, რომელიც გადმოდის ზემოდან. შემდეგ, როდესაც დაბალი რეალობები სათანადოდ გასხივოსნდებიან, ისინი ასევე შეძლებენ ღმერთი თავისიანად მიიღონ, როგორც ამას აკეთებენ უმაღლესი რეალობები“, - ამბობდა შრი ჩინმოი.
მედიტაცია - სპეციალური ვარჯიშები ფსიქიკური და ემოციური სიმშვიდის მისაღწევად. არსებობს მედიტაციის მრავალი მეთოდი. თითოეული მათგანი სხვადასხვა მიდგომასთან არის დაკავშირებული, მაგრამ მათ საერთო მახასიათებლებიც გააჩნიათ. პირველი საერთო კომპონენტია რელაქსაციისა და სუნთქვის რეგულაციის ინსტრუქციები. მეორეა ყურადღების გადატანა გარე სამყაროს საგნებიდან, მოვლენებიდან და აზრების ნაკადიდან, რომელიც ყურადღების გადატანის გარეშე ცნობიერებაში იქნებოდა გაბატონებული. ხშირად, ასეთი მდგომარეობის მისაღწევად პიროვნება იმეორებს სიტყვებსა ან ფრაზებს გამეორება (მანტრა). მესამე კომპონენტია ყოველდღიური საქმიანობიდან მოწყვეტა, რაც ადამიანს საშუალებას აძლევს აღიდგინოს სიმშვიდე.
მიუხედავად იმისა, რომ მედიტაციას ფსიქიატრიაში რეგულარულად არ იყენებენ, ის სულ უფრო ხშირად გამოიყენება უმნიშვნელო ფსიქიატრიული პრობლემების მქონე პაციენტებთან, როგორც ფსიქიატრიული მკურნალობის ალტერნატივა.
მედიტაციის მნიშვნელობაზე, რისკებზე, სარგებელზე „ცოდნისმოყვარე“ პოდკასტში ასოცირებულ პროფესორმა, ფსიქოლოგმა და ფსიქოთერაპევტმა სოსო დოლიძემ ისაუბრა:
- რა არის მედიტაცია?
მედიტაცია ბევრ რამეს ემსახურება, ამშვიდებს ტვინს, არეგულირებს ემოციებს, კონცენტრაციას აუმჯობესებს. ის ემსახურება ადამიანის ტრანსპერსონალურ განვითარებას.
რაც უფრო მეტად დავუახლოვდებით არაცნობიერს, გვეცოდინება რას და რატომ ვაკეთებთ ცხოვრებაში, გავიგებთ „პატერნების“ შესახებ, მით მეტად მოვიპოვებთ კონტროლს ჩვენს ცხოვრებაზე. აბსოლუტური კონტროლი რა თქმა უნდა არის ილუზია.
არსებობს მედიტაციური პრაქტიკები, როგორიცაა სხვადასხვა „რითრითები“ 10-დღიანი, 3 თვიანი, წლიანი.
მედიტაცია თავისი არსით არის სეკულარული.
- რატომ ხდებიან მედიტაციაზე დამოკიდებულები?
მედიტაციაზე დამოკიდებულება როგორც ასეთი არ არსებობს, მაგრამ როლები კი. ადამიანებში როლებში შედიან და ყველაზე მეტი ხელის შემშლელი მედიტაციაში სწორედ ეს არის. მედიტაცია ემსახურება ეგოს დეკონსტრუქციას და არა იმას, რომ მოვკლავთ ეგოს და ნაგავში მოვისვრით.
- რას ნიშნავს გამოღვიძება?
ადამიანი მუდმივად აცნობიერებს, რომ აქ და ამჟამად იმყოფება. უარს კი არ ამბობს წარსულზე და მომავალზე, უბრალოდ აცნობიერებს რას და რისთვის აკეთებს.
- ვისთვის არ შეიძლება მედიტაცია?
ძალიან უხეშად თუ ვიტყვით, საფრთხეს წარმოადგენს ნევროზული სპექტრისთვის, მოსაზღვრე და ფსიქოზური სპექტრისთვის. რეგულარული, ინტენსიური მედიტაცია მათთვის შეიძლება იყოს დამაზიანებელი. ვისაც აქვს შიზოფრენია, ბიპოლარული ფსიქოზი, პარანოია - არ შეიძლება!
- რა რისკი არსებობს ასეთი ტიპის ადამიანებში?
ამ დროს ადამიანმა შეიძლება თავისი უპასუხისმგებლობის გამართლება დაიწყოს ეგოს არ არსებობით, ყალბი იდენტობების შექმნით. დაიწყებს პათოლოგიური ეგოს გაძლიერებას.
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„ვარდობისთვის კეკე, მეტსახელად - ბასუკა“ - გიორგი კეკელიძე შვილის ახალ ფოტოს გვიზიარებს