Digest Logo

ზოდიაქოს 4 ნიშანი, რომლებსაც არ უყვართ ადამიანები

1748786179
ჰოროსკოპიჰოროსკოპი

მიზანთროპია - ეს არის ტერმინი, რომელიც აღნიშნავს ღრმა უნდობლობას და სიძულვილს ადამიანების მიმართ. მიზანთროპები სამყაროს ხშირად აღიქვამენ ადგილად, რომელიც სავსეა ზედაპირულობით და ფარისევლობით, განიცდიან იმედგაცრუებას ან ზიზღს სხვა ადამიანებთან ურთიერთობისას. ინტროვერტებისგან განსხვავებით, რომლებსაც უბრალოდ ძალიან უყვართ განმარტოება, ვიდრე კამპანიაში ყოფნა, მიზანთროპები აქტიურად არიდებენ თავს სოციალურ ურთიერთქმედებას და ნეგატიური დამოკიდებულება აქვთ ადამიანური ბუნების მიმართ.

ასტროლოგების აზრით, მიზანთროპები უმეტესწილად იბადებიან შემდეგი ოთხი ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ:

მორიელი

მორიელები ცნობილი არიან თავისი უნდობლობით ადამიანების მიმართ. ყოველი ფეხის ნაბიჯზე ელანდებათ ღალატი, ამიტომ, მუდმივად ეჭვიანობენ და ჩასაფრებული არიან. მათი მიზანთროპია ვლინდება უხეშ ქცევასა და მოუზომავ საუბარში. საზოგადოებაში ადაპტირების ნაცვლად, მორიელებს ურჩევნიათ იზოლაცია და საკუთარ განცდებსა და ემოციებში ჩაკეტვა.

თხის რქა

თხის რქები თავისი ბუნებით სკეპტიკოსები არიან და ხშირად, ადამიანებში ხედავენ დაბრკოლებებს მათი მიზნების მიღწევის გზაზე. თხის რქების პესიმიზმი ადამიანური ბუნების მიმართ და უხეში განსჯის თვისება, მათ წარმოაჩენს როგორც უგულო და შეუწყნარებელ ადამიანს. თხის რქები ეძებენ კამპანიას მხოლოდ მაშინ, თუ სიტუაციას გარკვეული სარგებლის მოტანა შეუძლია.

ქალწული

ქალწულები - ანალიტიკური და კრიტიკული ადამიანები არიან, რომლებიც ხშირად ნაწყენი რჩებიან სხვების დაუფიქრებელი და გაუაზრებელი ქცევით. მათი მიზანთროპია გამოიხატება სხვების ნაკლოვანებების მიუღებლობაში, ამიტომ, მათ ხშირად მიიჩნევენ ცივ და უგულო ადამიანებად.

მერწყული

მერწყულების მიზანთროპია ხშირად უხილავია, მაგრამ მათი მიდრეკილება, თავი წარმოაჩინონ სხვებზე უფრო ინტელექტუალად, ხშირად მათსა და სხვა ადამიანებს შორის დიდ ნაპრალს აჩენს. ისინი მიიჩნევენ, რომ ადამიანების უმრავლესობა ძალიან ჩამორჩება და არ შეესაბამება მათ სტანდარტებს და ამ მიზეზით, მერწყულები ირჩევენ სოციალური ნორმებისგან შორს მყოფ განმარტოვებულ ცხოვრებას.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕„ახალი მუსიკის ვიდეო მალე...“ - ნინი ბადურაშვილი ახალ ფოტოებს აქვეყნებს

🎥 „ჩვენი პირველი ბავშვთა დღე...“ - გიორგი კეკელიძე ქალიშვილის ვიდეოს აქვეყნებს

⭕„სამეგრელოში მზე მზე აღარ არის - უკვე ბურთია... ხვიჩა დაინახა, მასთან მეგობრობა მოუნდა...“ - გიორგი კეკელიძე ხვიჩა კვარაცხელიაზე