როგორც ასტროლოგები ამბობენ, ზოდიაქოს ამ 4 ნიშნის წარმომადგენლები უახლოეს პერიოდში თავიანთი ოცნებების ასრულებასა და გრძელვადიანი, წარმატებული საქმეების დაწყებას შეძლებენ. წარმატების მისაღწევად კი თითოეულ მათგანს მცირე რეკომენდაციების გათვალისწინებაც მოუწევს:
♉ კურო
სამყარო პირდაპირ და მკაფიო სიგნალს გიგზავნით: დროა, ძველი ვალდებულებებისგან საბოლოოდ გათავისუფლდეთ. ეს მძიმე "ტვირთი" ხელს გიშლით, გახდეთ ის, ვინც გსურთ. ის, რასაც ჩვევის ან ცვლილებების შიშის გამო ინარჩუნებდით, საკუთარ თავს საბოლოოდ ამოწურავს და მნიშვნელოვანი სიახლეებისკენ გიბიძგებთ. ეს შეიძლება სამსახურს, ფინანსურ საკითხებს ან პირად მიზნებს ეხებოდეს.
♍ ქალწული
კეთილი განზრახვით აღებულმა პასუხისმგებლობამ შესაძლოა, თქვენი ენთუზიაზმი მთლიანად გამოწურა. გეგონათ, რომ კარგად აკეთებდით და ასეც იყო, მაგრამ ეს თანდათან უხალისო რუტინად იქცა. შეწყვიტეთ საკუთარი თავისგან სრულყოფილების მოთხოვნა. არავის წინაშე ხართ ვალდებული. უახლოესი პერიოდი თქვენი შინაგანი ტრანსფორმაციისა და ღირებულებების გადაფასებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. სავარაუდოდ, მიიღებთ ისეთ გადაწყვეტილებას, რომელიც წარმატებასაც მოგიტანთ და ბედნიერებასაც.
♏ მორიელი
ყველა მოძველებული, ძალით აშენებული ურთიერთობა საბოლოოდ დაკარგავს აზრს. გააცნობიერებთ, რომ მნიშვნელოვანია, საკუთარი თავის, იდეებისა და სურვილების ერთგული გახდეთ. წლის დასაწყისი გაძლევთ შესაძლებლობას, თქვენი მიზნები და გეგმები ნათლად დაინახოთ და კონკრეტული ნაბიჯები გადადგათ. მოუსმენთ თქვენს ინტუიციას, სურვილებს თუ გააგრძელებთ ცხოვრებას ისე, როგორც ეს აქამდე იყო, სრულად თქვენი გადასაწყვეტია. თუ ცვლილებების გზას აირჩევთ, წარმატების გაცილებით მეტი შანსი გექნებათ.
♒ მერწყული
თუ თქვენი ნამდვილი სურვილებისკენ ისწრაფვით, ნახავთ, რომ ძველი სტრუქტურები, შეხედულებები, მიდგომები აღარ ამართლებს და დროა, სტრატეგია შეცვალოთ. მიხვდებით, რომ ის, რაც ადრე ლოგიკურად გეჩვენებოდათ, ახლა ასე აღარ გამოიყურება. უახლოესი პერიოდი მოგცემთ შესაძლებლობას, მკაფიო მიზნები ჩამოაყალიბოთ და საკუთარ სურვილებს მიჰყვეთ. დიდი ცვლილებებისა და გადაფასების ეტაპი იწყება, რომელიც სწორად უნდა გამოიყენოთ.
🔵 აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🎥 „ბეწვზე გადავრჩით...“ - რა შეემთხვა რომან დოლიძეს
🔵ახალქალაქი-კარწახის და ახალციხე-ნინოწმინდის გზებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია
წყარო: www.beaumonde.ge