Digest Logo

ზოდიაქოს 5 ნიშანი, რომელთა ცხოვრებაც მაისში პლანეტა მერკურის გავლენით მნიშვნელოვნად შეიცვლება

1777964914
მერკურის რეტროგრადული

მაისში ზოდიაქოს ხუთი ნიშნის წარმომადგენლებს განსაკუთრებული სიურპრიზები ელოდება. ასტროლოგების თქმით, მერკური მათთვის მნიშვნელოვან ცვლილებებსა და პოზიტიურ მოვლენებს ამზადებს.

ასტროლოგიური პროგნოზის მიხედვით, 3 მაისს მერკური - ურთიერთობების, ტექნოლოგიების, ტრანსპორტის, დოკუმენტაციისა და ვაჭრობის მმართველი პლანეტა კუროს ნიშანში გადავიდა. იგი ზოდიაქოს მეორე ნიშანში 2026 წლის 17 მაისამდე იქნება.

3-დან 17 მაისამდე პერიოდში პლანეტის დადებით გავლენას ზოდიაქოს შემდეგი ნიშნები იგრძნობენ:

  • კურო
  • ქალწული
  • თხის რქა
  • კირჩხიბი
  • თევზები

ამავე პერიოდში მერკურის ზემოქმედების მიმართ განსაკუთრებული ყურადღება მართებთ ლომებს, მერწყულებსა და მორიელებს.

ასტროლოგები ვარაუდობენ, რომ ცვლილებები უპირველესად შეეხება მოლაპარაკებებს, ხელშეკრულებების გაფორმებას, საბუთების მოწესრიგებასა და მსხვილ შენაძენებს, მათ შორის ტექნიკისა და ავტომობილების ყიდვას.

ასევე, მოსალოდნელია სიახლეები მგზავრობებთან, გამოცდებთან და ფინანსურ ტრანზაქციებთან დაკავშირებით.

გარდა ამისა, ამ პერიოდში ახალ საფეხურზე გადავა ისეთი საკითხები, რომლებიც მატერიალური თუ სულიერი ფასეულობების დაგროვებას, ნიჭის რეალიზებას, პირად ურთიერთობებსა და ხელოვნების სფეროს უკავშირდება.

კუროებისთვის ეს პერიოდი პერსონალურ ტრიუმფს გამოიწვევს, რადგან ნებისმიერი მოლაპარაკება მათ სასარგებლოდ დასრულდება.

ქალწულებს მერკური ახალ ჰორიზონტებს გაუხსნის, რაც განსაკუთრებით სწავლაში, მოგზაურობასა და იურიდიული საკითხების მოგვარებაში გამოიხატება.

თხის რქებისთვის ეს დრო შემოქმედებით აღმავლობას მოიტანს. საყვარელი ჰობი შესაძლოა, შემოსავლის წყაროდ გადაიქცეს, პირადი ცხოვრება კი სასიამოვნო სიახლეებით დაიტვირთოს.

კირჩხიბები სოციალურ აღიარებასა და გავლენიანი მფარველების მხარდაჭერას იგრძნობენ, რაც სამომავლო გეგმების განხორციელებას გააადვილებს.

რაც შეეხება თევზებს, ისინი საჭირო ინფორმაციას დროულად მიიღებენ და შესყიდვებისა და ახალი ცოდნის ათვისებით თვალსაზრისით, დიდ წარმატებას მოაღწევენ.

ასევე დაგაინტერესებთ:

„შეიძლება სხვების პრობლემებით დაგტვირთონ: ზარები, ჩივილები, „მომისმინე” - თაკო მელიქიშვილი დღის ენერგიებზე

🎥 „ისევ ყვავის ძველი იასამანი...“ - ლელა წურწუმია ძმებ არველაძეებთან ერთად გამოჩნდა

🎥 „ვინც არ იცნობთ, გაიცანით...“ - მანუ მურღულია მამის ნამღერს გვიზიარებს

წყარო: www.beaumonde.ge