
2025 წლის ივლისში არაერთი მნიშვნელოვანი ასტროლოგიური მოვლენაა. პლანეტა ურანი ტყუპების ნიშანში გადავიდა, ვენერა ორჯერ შეიცვლის ნიშანს, ამავე თვეში სავსე მთვარე თხის რქის ნიშანში, ახალმთვარეობა კი ლომის ნიშანში იქნება. 17 ივლისიდან პლანეტა მერკური რეტროგრადულ მოძრაობას იწყებს. არსებული ასტროლოგიური მოვლენები გავლენას ზოდიაქოს თითოეულ ნიშანზე მოახდენს. თუმცა, ივლისის ბოლომდე ზოდიაქოს ამ 5 ნიშნის წარმომადგენლებს განსაკუთრებით წარმატებული პერიოდი ელოდება:
ლომი (23 ივლისი - 22 აგვისტო)
თქვენი ასტროლოგიური სეზონი იწყება. ამიტომ, წინ არაერთი ცვლილება გელოდებათ. ვიღაც მოსაწყენ საქმეს საბოლოოდ დაასრულებს. ზოგიერთი თქვენგანი ცხოვრების განახლებული ეტაპის დაწყებას გადაწყვეტს. ბევრი ლომი ამ თვის ბოლომდე კარიერასა და პირად ურთიერთობებში დიდ წარმატებას მიაღწევს. ეს იქნება დრო, როდესაც თქვენს მიზნებსა და გეგმებს განსხვავებული თვალით შეხედავთ, მიღწევებს შეაფასებთ და სამომავლო წარმატებებს დაგეგმავთ.
ქალწული (23 აგვისტო - 22 სექტემბერი)
საქმიან სფეროში დიდი წარმატება და იღბალი გელით. ყველაფერი, რასაც ამ თვეში წამოიწყებთ, იმაზე კარგ შედეგს მოგიტანთ, ვიდრე შეიძლება, იფიქროთ. თვის ბოლომდე არაერთი ხელსაყრელი შეთავაზება და საინტერესო ინიციატივა გელოდებათ. ივლისის ბოლო განსაკუთრებით წარმატებული იქნება მათთვის, ვინც მზადაა, ინვესტიცია საკუთარ მომავალში ჩადოს, დაიწყოს სწავლა, უნარების გამრავალფეროვნება, ჩამოაყალიბოს მკაფიო მიზნები და მათ მისაღწევად პირველი ნაბიჯებიც გადადგას.
სასწორი (23 სექტემბერი – 22 ოქტომბერი)
სასწორები ენერგიისა და მოტივაციის მომატებას იგრძნობენ. აქტიური პოზიცია არა მხოლოდ ახალ კარიერულ პერსპექტივებს, არამედ პირად ცხოვრებაში სასიამოვნო მოვლენებსაც გამოიწვევს. ყველას, ვისაც შეუძლია გამბედაობის გამოჩენა და პირველი ნაბიჯის გადადგმა, წარმატების დიდი შანსი ექნება. თვის ბოლომდე ბევრი ისეთი დღე იქნება, რომელიც საკუთარ შესაძლებლობებში დაგარწმუნებთ და მოგცემთ ბიძგს, რომ გაბედოთ იმის გაკეთება, რაც სულ გინდოდათ, მაგრამ აქამდე ვერ ახერხებდით.
მშვილდოსანი (22 ნოემბერი - 21 დეკემბერი)
როგორც ასტროლოგები ამბობენ, თვის განმავლობაში თქვენს ყველა წამოწყებასა და მიზანს იღბალი თან ახლავს. რაც განსაკუთრებით თვალსაჩინო საზოგადოებრივ საქმიანობასთან დაკავშირებულ სფეროებში იქნება. კარიერული წინსვლა, საინტერესო წამოწყებები, ახალი ადამიანების გაცნობა, სასარგებლო კომუნიკაცია - თვის ბოლომდე არაერთი საინტერესო დღე გელით. გექნებათ საკუთარი თავისა და უნარების სრულად წარმოჩენის შესაძლებლობა და თქვენთვის მნიშვნელოვან სფეროებში სიახლეების დაგეგმვის შანსი.
თევზები (19 თებერვალი – 20 მარტი)
ყველაფერი, რაზედაც დიდი ხანია, ოცნებობთ, მოულოდნელად ახდება. ეს განსაკუთრებით შემოქმედებით საკითხებს ეხება. სავსებით შესაძლებელია, რომ თქვენი საყვარელი ჰობი საბოლოოდ ფინანსურად ნაყოფიერად იქცეს. ან ძველი იდეა, რომლის განხორციელებაც წლების განმავლობაში გინდოდათ, მაგრამ ვერ მოახერხეთ, საბოლოოდ გადაიქცეს თქვენთვის მოტივაციად. ყველაზე მთავარი ის არის, რომ ახლა გექნებათ საჭირო მოტივაცია იმისათვის, რომ რეალურად განახორციელოთ ის, რაც მთელი გულით გინდათ.
ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 „20 წლის შემდეგ „ცხელ ძაღლს“ ვაგრძელებთ, ჯერ 8 სერია წავიკითხე...“ - რას ჰყვება გიორგი ყიფშიძე
წყარო: www.beaumonde.ge