ზოდიაქოს გარკვეული ნიშნების ცხოვრებაში მნიშვნელოვანი პოზიტიური პერიოდი იწყება.17 მაისს მერკური - პლანეტა, რომელიც კომუნიკაციას, ტექნოლოგიურ საშუალებებს, ტრანსპორტს, დოკუმენტაციას, ვაჭრობასა და საგანმანათლებლო პროცესებს განაგებს - ტყუპების ნიშანში გადადის. ასტროლოგების რეკომენდაციით, მნიშვნელოვანია ინდივიდუალური პირადი რუკის იმ სექტორის იდენტიფიცირება, რომელშიც აღნიშნული ტრანზიტი ხორციელდება. სწორედ ამ სფეროშია მოსალოდნელი საინტერესო ცვლილებები.
მერკური ზოდიაქოს მესამე ნიშანში 2026 წლის 1 ივნისამდე იქნება. აღსანიშნავია, რომ მზის სისტემის ამ ყველაზე სწრაფი პლანეტისთვის ეს ერთ-ერთი ყველაზე ხელსაყრელი პოზიციაა.
17 მაისიდან 1 ივნისამდე პერიოდში დადებითი ტენდენციები გამოიკვეთება შემდეგი ნიშნებისთვის:
- ტყუპები
- სასწორი
- მერწყული
- ვერძი
- ლომი
შედარებითი სიფრთხილის გამოჩენა და პროცესების მეტი კონტროლი კი მართებთ:
- მშვილდოსნებს
- ქალწულებს
- თევზებს
ასტროლოგების განმარტებით, ცვლილებები, პირველ რიგში, შეეხება ისეთ სფეროებს, როგორებიცაა საქმიანი მოლაპარაკებები, ხელშეკრულებების გაფორმება, დოკუმენტების მომზადება და ღირებული შენაძენები (მათ შორის, ტექნიკა და ავტომობილები). გარდა ამისა, ტრანზიტი გავლენას მოახდენს მივლინებებზე, მოგზაურობებზე, საგამოცდო პროცესებზე, მსხვილ ფინანსურ გადარიცხვებსა და სავაჭრო ოპერაციებზე.
ზემოთ ჩამოთვლილ 5 ნიშანს ამ პერიოდში მრავალი მიმართულებით წარმატების მიღწევის გაცილებით მეტი შანსი ექნება. ამიტომ, თამამად დაიწყეთ ახალი პროექტები, შეიძინეთ ახალი ცოდნა… დაგეგმეთ მოგზაურობა, სფეროს შეცვლა, გამრავალფეროვნება, საქმიანი მოლაპარაკებები, მნიშვნელოვანი შესყიდვები და ხელსაყრელი პერიოდი მაქსიმალურად გამოიყენეთ.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕ „ეკლესიურობა — ნიშნავს მოკვდე ამ სოფლისათვის“ - დეკანოზი თეოდორე გიგნაძე
⭕ „ცხოვრებაში ყველაზე ძვირი ხშირად არა შეცდომა, არამედ, დაუწყებელი საქმეა“ - გიორგი ლობჯანიძე