Digest Logo

ზოდიაქოს ამ სამ ნიშანს ვანგაც კი უფრთხოდა - გაიგეთ მიზეზი

1691989943
წინასწარმეტყველი ვანგა

ცნობილ ბულგარელ ნათელმხილველს, ვანგას ზოდიაქოს სამი ნიშნის ეშინოდა და ცდილობდა მათთან ურთიერთობისათვის თავი აერიდებინა.

ეს ნიშნებია: მორიელი, ლომი და თევზები.

ვანგას თქმით, მორიელებს ძლიერი ინტელექტი აქვთ და „დიდი ძალების მფარველობის ქვეშ არიან“. ამიტომ, ნათელმხილველს მათი ფიქრებისა და ზრახვების წაკითხვა არ შეეძლო და როგორც ცნობილია, ყოველ ჯერზე, როცა მათთან უწევდა ურთიერთობა, დამშვიდებისა და ძალების აღდგენისთვის დიდი დრო სჭირდებოდა. 

მას ასევე ლომების ეშინოდა. ნათელმხილველი ამბობდა, რომ ლომის ნიშნის წარმომადგენლებს საკუთარი თავის კონტროლის განსაკუთრებული მექანიზმი აქვთ. თუმცა, მათი ენერგია ქაოსს ჰგავს, რაც ლომების დადებით თვისებებს ხშირად უარყოფითად აქცევს.

ვანგას თქმით, თევზები მომავლის წინასწარმეტყველების უნარით არიან დაჯილდოებულნი. ხშირად, უბედურებამდე ზუსტად ერთი ნაბიჯით ადრე ჩერდებიან და მატყუარა და მოღალატე ადამიანებს კარგად ამოიცნობენ. ვანგას სჯეროდა, რომ თევზებს არავის დახმარება არ სჭირდებათ. თავად შეუძლიათ, საკუთარი ბედიც წარმართონ და მომავალიც დაგეგმონ.

ასევე დაგაინტერესებთ:

„ხანდახან მრცხვენია, რომ გადავრჩით” - მარიამის, შოთას და კოტიკოს ამბავი შოვიდან

🎥 „ბორჯღალოსნებმა“ რუმინეთთან სარეკორდო გამარჯვება შოვში დაღუპულთა ხსოვნას მიუძღვნეს

🎥 „დილით რომ წავიდა და ჩაეხუტა ბავშვს, იმის მერე არავის გვინახავს - ლუსი ახლობლებთანაა, ისევ სჯერა, რომ დედა კანფეტზეა წასული...“ - სოფო ბაკურაძის ნათესავი

წყარო: mshoblebi.ge