გაზაფხული, როგორც წესი, სიახლეებთან, ენერგიისა და მოტივაციის მომატებასთან ასოცირდება. ბუნება იღვიძებს და ჩვენც სხვადასხვა ცვლილებას ვგეგმავთ. ზოგიერთი რამ კი სრულიად დაუგეგმავად ხდება. მათ შორის, რომანტიკული ურთიერთობებიცაა.
ასტროლოგებმა დაასახელეს 3 ნიშანი, რომლებსაც 2024 წლის გაზაფხული, ამ კუთხით, საინტერესო თავგადასავალს უმზადებს:
მერწყული
შესაძლოა, პირადი ურთიერთობების თვალსაზრისით, არაერთი იმედგაცრუება შეგხვდათ. თქვენი მოლოდინები არ გამართლდა და ბევრი წყენაც დაგრჩათ. თუმცა, 2024 წლის გაზაფხული ცხოვრების ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ადამიანს სრულიად მოულოდნელად შეგახვედრებთ. მისგან კი დიდ მხარდაჭერასა და სიყვარულს იგრძნობთ. როგორც ასტროლოგები ამბობენ, ახლა დროა, წარსულის იმედგაცრუებები უკან საბოლოოდ ჩამოიტოვოთ და განახლებული, ძალიან საინტერესო და ბედნიერი ეტაპი დაიწყოთ.
კურო
2024 წლის გაზაფხული საინტერესო თავგადასავალს უმზადებს კუროსაც. შესაძლოა, შეხვდეთ ადამიანს, რომელთანაც ძალიან დიდ სულიერ სიახლოვეს იგრძნობთ და აღმოაჩენთ, რომ ბევრი საერთო გაქვთ. მნიშვნელოვანი ადამიანი შეიძლება, თქვენს ცხოვრებაში სრულიად მოულოდნელად და დაუგეგმავად გამოჩნდეს, ან კიდევ შესაძლოა, თქვენთან უკვე ახლოსაა და ახლა განსხვავებული თვალით შეხედოთ. წინ საინტერესო ეტაპი გელით. მთავარია, ურთიერთობის დაწყების არ შეგეშინდეთ და სიახლეებისათვის მზად იყოთ.
თხის რქა
2024 წელს თხის რქის ნიშნის წარმომადგენლებისთვის ტრანსფორმაციისა და სიახლეების ეტაპი იქნება. შესაძლოა, ბოლო თვეების განმავლობაში უმოტივაციობას გრძნობდით და ფიქრობდით, რომ ბევრი რამ უკვე მოძველებულია, მაგრამ სიახლეებსა და წარმატებას უკვე გაზაფხულიდან იგრძნობთ. ეს პირად ცხოვრებასაც უკავშირდება. შესაძლოა, შეხვდეთ ადამიანს, რომელიც თქვენს ცხოვრებას გაამრავალფეროვნებს, ან კიდევ არსებულ ურთიერთობაში იგრძნოთ კიდევ უფრო მეტი ჰარმონია. წინ საინტერესო და გამორჩეული ეტაპები გელით.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
⭕საქართველოს ეტლით მოფარიკავე ქალთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზეს
⭕+ 23 გრადუსი - როდემდე შენარჩუნდება თბილი ამინდები საქართველოში
⭕„წელს მის გარეშე მოვა „დარაბებს მიღმა გაზაფხული” - რეჟისორი მიშა ბუკია გარდაიცვალა