Digest Logo

ზოდიაქოს ნიშნები, რომლებიც მარტის თვეში ნამდვილ სიყვარულს შეხვდებიან

1678041927
ასტროლოგია და სიყვარული

გაზაფხულის დასაწყისი ბევრი ადამიანისათვის სიახლისა და ცვლილებების მომტანი იქნება. თუმცა, როგორც წესი, ეს შესანიშნავი პერიოდია, რომ საყვარელ ადამიანს გრძნობებში გამოუტყდეთ, ურთიერთობა სხვა ეტაპზე გადაიყვანოთ და სასიამოვნო თავგადასავალი შექმნათ.

ასტროლოგების თქმით, ზოდიაქოს 5 ნიშანს მარტის თვეში სასიყვარულო ურთიერთობების თვალსაზრისით განსაკუთრებით გაუმართლებს:

კურო

კუროს ცხოვრებაში მარტის თვე ბევრ სასიამოვნო დღესა და სიმსუბუქეს შემოიტანს. თუ ურთიერთობაში არ ხართ, სიურპრიზისთვის მოემზადეთ - ახლა ყველა შანსი გაქვთ, რომ შეხვდეთ ადამიანს, რომელიც შეგიყვარდებათ და მისგანაც შესაბამის ინიციატივას იგრძნობთ. მიეცით საკუთარ თავს უფლება, ემოციები, გულწრფელი გრძნობები გამოავლინოს, არ თქვათ უარი შეხვედრებზე და შესაძლოა, ეს ურთიერთობა სერიოზულ კავშირში გადაიზარდოს.

კირჩხიბი

კირჩხიბებისთვის გაზაფხულის დასაწყისი სიყვარულის დღესასწაულის დასაწყისთან ასოცირდება. თქვენი სასიყვარულო სურვილები შესაძლოა, მარტში ახდეს, რადგან ძველი პრობლემები და კომპლექსები უკანა პლანზე გადავა ან საერთოდ გაქრება. ნებისმიერ შემთხვევაში, თავს ახალ ადამიანად იგრძნობთ და გაბედავთ ისეთი ნაბიჯების გადადგმას, რის უფლებასაც ადრე საკუთარ თავს არ აძლევდით.

ლომი

მარტის თვეში დიდი შანსია, რომ სამოგზაუროდ წახვიდეთ და ასტროლოგების თქმით, სწორედ იქ შეხვდებით ადამიანს, რომელიც თქვენს ცხოვრებას მნიშვნელოვნად შეცვლის. თუ სამოგზაუროდ ვერ წახვალთ, შაბათ-კვირა დაგეგმეთ, მეგობრებთან ერთად გაისეირნეთ, შემოთავაზებებზე უარი არ თქვათ. გამოხატეთ გრძნობები და ურთიერთობის დაწყების ნუ შეგეშინდებათ. წინ სასიამოვნო თავგადასავალი გელით.

მშვილდოსანი

მშვილდოსნები მარტის თვეში ახალ ადამიანს შეხვდებიან, ან კიდევ შესაძლოა ძველი, თითქოს უკვე დავიწყებული ურთიერთობა აღადგინონ და გრძნობები უფრო ძლიერად გამოხატონ. ამ თვეში განსაკუთრებულ ბედნიერებასა და სიხარულს იგრძნობთ, ეს კი მოტივაციას მოგცემთ და იმაზე მეტ საქმესა თუ პროექტს შეასრულებთ, ვიდრე დაგეგმილი გქონდათ. ძებნა არ დაგჭირდებათ, უახლოეს მომავალში ნამდვილი სიყვარული თავად გიპოვით და ყველაზე გულწრფელ ემოციებს შეგიქმნით.

თევზები

თევზები მარტის თვეში ურთიერთობებში სტაბილურობას იგრძნობენ. დიდი შანსია, რომ შეხვდეთ ადამიანს, რომელიც თქვენს ღირებულებებსა და ხედვებს ზუსტად იზიარებს და მასთან კომუნიკაცია მოგეწონებათ, რაც შემდეგში უფრო ახლო ურთიერთობაში გადაიზრდება და მიხვდებით, რომ სიყვარულის დროა. ყურადღებით მიმოიხედეთ გარშემო. შესაძლოა, ის ადამიანი, რომელსაც ამდენი ხანია ეძებთ, თქვენთან ახლოსაა და ვერ ამჩნევთ. წინ ბევრი ბედნიერი დღეა!

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🎥 „იმერული ხასიათი და პოზიტიური გოგო“ - სალომე ბაკურაძის მიერ შესრულებულმა ცეკვამ სოცქსელი დაიპყრო

🎥 „მესამედ დავიბადე, სიკვდილს ჩავხედე თვალებში“ - რა შეემთხვა გიორგი ფხაკაძეს?

🎥 „ტუალეტში ვნახე, საღორის თავზე შევინახე, რომ არაფერს შეეჭამა. ავიღე, გავრეცხე, გავასუფთავე და პარკში ჩავდე ბავშვი“ - შოკის მომგვრელი ამბის დეტალები

წყარო: www.beaumonde.ge