Digest Logo

ზოდიაქოს ნიშნები, რომლებიც სიმართლეს ვერ ეგუებიან

1756473149
ჰოროსკოპიჰოროსკოპი

ზოგიერთი ადამიანი ემოციურად ძალიან მოწყვლადია იმისათვის, რომ მწარე სიმართლეს თვალი გაუსწოროს. მათ ურჩევნიათ დააიგნორირონ რეალობა და ტკბილ სიცრუეში იცხოვრონ. ასეთი ადამიანები ყოველთვის ზღვარზე დადიან და ჭეშმარიტებას აცდენილია მათ მიმღეობა. ამ სტატიაში წარმოგიდგენთ ზოდიაქოს იმ ნიშნებს, რომლებსაც ასეთი მიდგომა ახასიათებთ.

კრიჩხიბი

რაც შეეხება ნდობას, კირჩხიბები ადამიანების მიმართ მას ნაკლებად იჩენენ. ბრმად არავის ენდობიან. სიმართლის მიღება უმძიმთ და ეჭვი შეაქვთ მასში სანამ თავად არ გადაამოწმებენ და არ დარწმუნდებიან ინფორმაციის სისწორეში. ზოგჯერ კი სიმართლის მოსმენა საერთოდ არ უნდათ.

ქალწული

ქალწულები ძალიან ბევრს ფიქრობენ. ისინი მიდრეკილი არიან გონება გადატვირთონ სხვადასხვა საკითხებით და სიტუაციებით, რის ფონზეც ყველაფერთან დაკავშირებით ერთიანად იწყებენ ნერვიულობას. სიმართლის მიღება ძალიან უჭირთ და ცდილობენ ყველაფერს გამართლება მოუძებნონ. ძირითადად ცდილობენ სიმართლეს დაემალნონ.

სასწორი

სასწორები ცხოვრობენ ზღაპარში. მათ იზიდავთ ყველაფერი, რაც ლამაზი და მხიარულია. თუ რამე მნიშვნელოვანი, სერიოზული და მწარე სიმართლესთან დაკავშირებული ხდება, აუცილებლად გაურბიან. სასწორებს სიმართლის ატანა არ აქვთ. სიმართლისგან დამალვა ურჩევნიათ მისთვის თვალის გასწორებას.

თევზები

საიდუმლოს არავისთვის წარმოადგენს, რომ თევზები რეალობის თავისებური აღქმით ცხოვრობენ. მათ მოსწონთ ისეთი გარემო, სადაც ყველაფერი მშვიდი, ლამაზი და ფერადია, სადაც ერთმანეთი უყვართ. თევზები მეოცნებეები არიან და ყველაფერს აკეთებენ იმისათვის, რომ მაქსიმალურად მოერიდონ მწარე სიმართლეს.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕„ლამაზი და პოზიტიური“ - თიკა ფაცაცია ახალ კადრებს აქვეყნებს

⭕„ჩემი პირველი ახდენილი ოცნება, ნინა 3 წლის! რაც მიოცნებია, რაც მილოცია ყველაფერი ხარ...“ - ნანუკა გულუა შვილს დაბადების დღეს ულოცავს

⭕„მადლობა ყველას მხარდაჭერისთვის და ამხელა სითბოსთვის“ - ნინი ბადურაშვილი მიმართვას ავრცელებს