Digest Logo

ზოდიაქოს რომელი ნიშნისთვის იქნება ახალმთვარეობა ჰარმონიული და დაძაბული? - „ნუ იჩქარებთ, მშვიდად და გააზრებულად დაიწყეთ საქმეები“

1778855097
ახალმთვარეობა კუროში

☀ ♉️ 17 მაისს, 00:01 საათზე, ახალმთვარეობა გველოდება კუროს ნიშანში. კუროებო, გილოცავთ, თქვენი გააქტიურების დრო მოვიდა, მიდექით-მოდექით, ხალხი შეაწუხეთ, რომ ცხოვრების სხვადასხვა სფერო გაიუმჯობესოთ.

🌙 ახალმთვარეობიდან ერთი საათის განმავლობაში კარგი პერიოდია სამომავლო მიზნებისა და სურვილების ჩამოსაწერად.

 ☀ ჩაიხედეთ თქვენს პირად რუკაში, ნახეთ, რა სფეროს მართავს კურო, რათა გაიგოთ, სად გელოდებათ სიახლეები.

🌙 ☀ ♉️ 17-24 მაისის დღეები საინტერესო და რთულია: დატვირთული შეხვედრებით, უჩვეულო იდეების დაბადებით და მათი განხორციელების სურვილით, ინფორმაციების მიღებით და მოულოდნელობებით ცხოვრების სხვადასხვა სფეროში.

რატომ? ახალმთვარეობიდან 1 კვირის განმავლობაში პლანეტები იცვლიან ნიშანს და იცვლება შეხედულებები, გარემო. ვენერა კირჩხიბში გადავა, მზე, მთვარე და მერკური - ტყუპში.

19 მაისიდან კი კუროში გადმოვა მარსი, ქმედები გახდება უფრო საფუძვლიანი და გააზრებული. ენერგიის ტყუილუბრალოდ ხარჯვა აღარ მოგინდებათ, არამედ, უფრო მეტად იქნებით კონცენტრირებული კონკრეტული შედეგის მიღებაზე.

🌙 ☀ ♉️ ახალმთვარეობაზე მზე და მთვარე კუროს ნიშანში გაერთიანდებიან, 26-ე გრადუსში. მათ გვერდითაა მერკური, ჩვენი გონების მმართველი პლანეტა, მოვლენებს ცოტა წინ რომ გავუსწრო, გეტყვით, რომ ახალმთვარეობის დღეს მერკური თავისი მმართველობის ნიშანში - ტყუპში გადადის და 29 ივნისიდან კი კირჩხიბში რეტროგრადული გახდება და ყველა საქმე, უმჯობესია, ახლა დაიწყოთ. განსაკუთრებით, რაც ეხება საბუთების, დოკუმენტების, ხელშეკრულებების, გაფორმებას, ყიდვა-გაყიდვას, მისვლა-მოსვლას, დიალოგებს.

♉️ კურო - ზოდიაქოს ნიშანი, სადაც ახალმთვარეობა გველოდება, არის სტაბილური, დინჯი, მოგვიწოდებს ფუნდამენტური ქმედებისკენ, მატერიალური კეთილდღეობისკენ. ამასთან, უნდა ვიზრუნოთ საკუთარ კეთილდღეობაზე, მოვილამაზოთ თავი და გარემო.

ნუ იჩქარებთ, მშვიდად, გააზრებულად და ნაბიჯ-ნაბიჯ დაიწყეთ საქმეები და ასევე დაასრულეთ. სამედიცინო ასტროლოგიის თვალსაზრისით, კურო ყელის ზონას განაგებს და მოუფრთხილდით მას, არ გაიცივოთ ყელი, მოიხვიეთ ლამაზი შარფები. გამოიკვლიეთ ფარისებრი ჯირკვალი.

აგრეთვე არ გირჩევთ ზედმეტის ჭამას, განსაკუთრებით, ტკბილეულის. კუროს მმართველი პლანეტა ვენერაა და ხშირად, კუროებს გემრიელად ჭამა და ტკბილეულის განსაკუთრებული სიყვარული ახასიათებთ. გაამდიდრეთ რაციონი სასარგებლო პროდუქტებით. კურო არის კომფორტის და მოფერების მოყვარული ამიტომ, გირჩევთ, გაინებივროთ საკუთარი თავი, ხშირად ისეირნეთ სუფთა ჰაერზე, ბუნებაში. გაიუმჯობესეთ ძილის რეჟიმი, კარგი იქნება მასაჟი, გამონახეთ დრო დასვენებისთვის და რაც მთავარია, მოეფერეთ და ჩაეხუტეთ თქვენს საყვარელ ადამიანებს.

🌙 ☀ მომდევნო ახალმთვარეობა გველოდება 15 ივნისს, 06:53-ზე, ტყუპის 25-ე გრადუსში. 

☀ ♉️ ახალმთვარეობა ყველაზე მეტად იმოქმედებს კუროებზე და განსაკუთრებით მათზე, ვინც ახალმთვარეობასთან ახლოს მყოფ დღეებშია დაბადებული (13-19 მაისს). სიახლეები, განახლებები გელოდებათ და მეც ყოველივე საუკეთესოს გისურვებთ ცხოვრების ყველა სფეროში. ცოტა მეტი სიფრთხილე და დაკვირვება გმართებთ 11-17 თებერვალს, 16-22 აგვისტოს და 15-21 ნოემბერს დაბადებულებს.

თქვენ მეტად უნდა მოინდომოთ, რომ მიაღწიოთ სასურველს. მოერიდეთ დაუფიქრებელი ნაბიჯების გადადგმას, კონფლიქტებს, ვინმესთან გაჯიბრებას. აკონტროლეთ ემოციები. შედარებით ჰარმონიული პერიოდი ელოდებათ 12-18 იანვარს, 12- მარტს, 14-20 ივლისს და 15-21 სექტემბერს დაბადებულებს. თქვენ იგრძნობთ ენერგიის მოზღვავებას, ცხოვრების გაუმჯობესისების სურვილს და გარშემო მყოფებს მოეჩვენებათ, რომ ყველაფერს იოლად და უშრომველად მიაღწიეთ.

☀ განურჩევლად ყველას გისურვებთ ჯანმრთელობას, ბედნიერებას და მატერიალურ კეთილდღეობას. იყავით მიზანმიმართულებები, დაკვირვებულები და გააზრებულად გადადგით თითოეული ნაბიჯი.

ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 „ძალიან საყვარელია თქვენი ანიტა, პრინცესაა...“ - სოსო ნებიერიძე შვილის ახალ კადრებს გვიზიარებს

„აბსოლუტური სიყვარული გამოჩნდა, ანათებს მზესავით სამყაროში და ადამიანი ამას ვერ ხედავს...“ - თეოდორე გიგნაძის ქადაგება

„ეს არის ნერვული სისტემის რეაქცია მწვავე სტრესულ მდგომარეობაზე, როცა ორგანიზმი ცდილობს სწრაფად შეამციროს დაძაბულობა“ - ნატა გაგუა იმპულსურ ჭამაზე